საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1488-1470(კ-11) 22 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების _ ი. მ-ისა და ნ- ბ-ს მიმართ.
2010 წლის 13 სექტემბერს ა. ლ-მ, ნან. ლ-მ და ნაზ. ლ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ი. მ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის ¹36 ბრძანების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ¹275 ბრძანების, ¹1 საკუთრების უფლების მოწმობის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 17 ივნისის ¹388 ბრძანებისა და ¹6 საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარება მოითხოვეს.
2010 წლის 24 ნოემბერს ა. ლ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის ¹1/103 ბრძანების ბათილად ცნობა და 2010 წლის 11 ივნისის ¹604 საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/094-ს (ა., ნან., ნაზ. ლ-ების სარჩელისა გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციული აქტების არარად აღიარების შესახებ), გაუერთიანდა ადმინისტრაციული საქმე ¹3/123 (ა. ლ-ს სარჩელისა გამო, მოპასუხის _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის არარად აღიარებისა და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ). ამავე საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. მ-ი და ნ- ბ-.
2011 წლის 14 იანვარს ა. ლ-მ, ნან. ლ-მ და ნაზ. ლ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების _ ი. მ-ისა და ნ- ბ-ს მიმართ.
მოსარჩელეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის ¹1/103 ბრძანებისა და ი. მ-ის სახელზე ბორჯომის რაიონში, სადგურ საკოჭავთან მდებარე ბინისა (47.40 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 ივნისის ¹604 საკუთრების უფლების მოწმობის, 2010 წლის 19 ივლისის ¹36 ბრძანების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ¹275 ბრძანების, ¹1 საკუთრების უფლების მოწმობის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 17 ივნისის ¹388 ბრძანებისა და ¹6 საკუთრების უფლების მოწმობის არარად აღიარება მოითხოვეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ა. ლ-ს, ნან. ლ-ს და ნაზ. ლ-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ლ-მ, ნან. ლ-მ და ნაზ. ლ-მ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინებით ა. ლ-ს, ნან. ლ-ს და ნაზ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ა. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ა. ლ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ა. ლ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება კასატორს ა. ლ-ს პირადად 2011 წლის 1 დეკემბერს ჩაბარდა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საქმეში არსებული ხელწერილი ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორს _ ა. ლ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინების ასლი 2011 წლის 1 დეკემბერს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 2 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2011 წლის 12 დეკემბერს (ორშაბათს) 24 საათზე იწურებოდა. კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ა. ლ-ს საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.