ბს-1533-1512(კ-11) 14 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2011წ. განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ბ. ჭ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირები – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ჟ. გ-ი, ნ. მ-ა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
08.12.2010წ. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. ჭ-მ, მოპასუხე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების მოთხოვნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 06.01.2011წ. განჩინებით ბ. ჭ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ხოლო სარჩელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
22.02.2011წ. გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და გამგეობისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება ბინის საკუთრებაში გადაცემის თაბაზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 28.02.2011წ. განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ჟ. გ-ი და ნ. მ-ა, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 01.03.2011წ. საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.03.2011წ. გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სარჩელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 11.09.2009წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.03.2011წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2011წ. განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 30.03.2011წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2011წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. აღნიშნულის გამო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2011წ. განჩინებაზე, მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.