Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1716-1685(კ-11) 23 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

2011 წლის 5 ივნისს რ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მის მამას _ გ. მ-ს 1938 წლის 29 სექტემბრის ამიერკავკასიის სახალხო სასამართლოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 58-10-ე მუხლის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსარჩელის მამა _ გ. მ-ი თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

მოსარჩელემ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა” და ,,რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, მოპასუხისათვის მისი, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრის სასარგებლოდ, ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რ. მ-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის სახით 310 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება; მხარეებს განემარტათ განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა წარმოადგენს და შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის XVII7-ე თავის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2129-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღნიშნული კოდექსის XVII7-ე თავით გათვალისწინებულ დავასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება მოცემულ საქმეზე მიღებული საბოლოო განჩინებაა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII7-ე თავის 2129-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს რ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.