Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1580-1559(2კ-11) 27 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 17 ნოემბერს შემოვიდა ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საქმეზე ¹ბს-1580-1559(2კ-11) თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 88-89).

2011 წლის 7 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს მომართა ა. მ-ის წარმომადგენელმა – ც. დ-მა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება (იხ. ს.ფ. 95).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ის წარმომადგენლის – ც. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა კიდევ 5 დღით, რათა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 96-97).

2011 წლის 19 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს კვლავ მომართა ა. მ-ის წარმომადგენელმა – ც. დ-მა და ავადმყოფობის გამო მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება კიდევ 3 დღით (იხ. ს.ფ. 104).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს მიაჩნია, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს _ ა. მ-ს და მის წარმომადგენელს – ც. დ-ს გაეგზავნათ 2011 წლის 22 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინება ა. მ-ს ჩაჰბარდა 2011 წლის 14 დეკემბერს, ხოლო მის წარმომადგენელს – ც. დ-ს – 2011 წლის 13 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 101-102), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2011 წლის 19 დეკემბერს, მაგრამ კასატორის წარმომადგენლის – ც. დ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში კვლავ წარმოდგენილი იქნა განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნის შუამდგომლობით, მაგრამ არ ერთვოდა არანაირი მტკიცებულება განცხადებაში აღნიშნული მოტივის დამადასტურებლად (იხ. ს.ფ. 104).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.