Facebook Twitter

ბს-1250-1236(უს-11) 26 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა მ. ი-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისისა და 2011 წლის 14 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 18 თებერვალს მ. ი-მა (წარმომადგენელი ვ. ქ-ე, პ. მ-ა) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები-მ. ს-ა, გ. ბ-ა, ზ. ნ-ე და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 31 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ ¹88201095590-03 გადაწყვეტილება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 17 იანვრის ¹5291 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ი-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ი-მა.

2011 წლის 04 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. ი-მა, რომელმაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს უძრავი ქონების, 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე თბილისი, გამომცემლობა ,,...ს’’ მიმდებარედ, ნაკვეთის წინა ნომერი: 4; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹..., რეგისტრაციის თარიღი ¹882010959590-... ზ. ნ-იდან სხვა პირებზე გადაცემის (რეალიზაციის) რეგისტრაცია, მათ შორის იპოთეკის ხელშეკრულებისა.

განმცხადებელმა განმარტა, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააჯრო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 იანვრის ¹5291 გადაწყვეტილებისა და 2010 წლის 31 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ამხანაგობა ,,...’’-ის თავმჯდომარის მ. ს-ს მიერ, გასხვისებული იქნა უძრავი ქონება 1300 კვ.მ მიწის ფართი, მდებარე თბილისი, გამომცემლობა ,,...ს’’ მიმდებარედ. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ. ნ-ე აპირებს გაასხვისოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სხვა პირზე, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი თუკი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის მითითებული მიწის ფართი მისი რეალიზაცის გამო საკუთრების უფლებით აღრიცხული იქნება არა ზ.ნ-ზე, არამედ სხვა პირზე, მიმდინარე დავა აზრს დაკარგავს და გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისის განჩინებით მ. ი-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დადასტურებული, რომელი ფაქტობრივი გარემოება იწვევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას; არ არის

დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობით რა დაბრკოლება შეექმნება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას; განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება სასამართლოს არ უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა აღნიშნულ ვარაუდს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისის განჩინებაზე, იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინა მ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 31 დეკემბრის ¹8820959590-03 გადაწყვეტილება და 2011 წლის 17 იანვრის ¹5291 გადაწყვეტილება უკანონოა, გასასაჩივრებული გადაწყვეტილებებით მას მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი, ვინაიდან იგი არის საქმეში მესამე პირად ჩაბმული მ. ს-ს კრედიტორი და მიმდინარეობს ცალკე სამოქალაქო საქმის წარმოება, დავის საგანს წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. იპოთეკის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, ხოლო სესხი გამოიყენა მ. ს-მ ამხანაგობა ,,...’’-ს მიზნებისათვის. გამომდინარე იქედან, რომ მ. ს-ა არ აბრუნებს სესხს,- მოსარჩელის ბინა, როგორც სესხის უზრუნველყოფის საშუალება საკუთრების უფლებით გადავა იპოთეკარზე, ხოლო თუკი მის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელი დაკმაყოფილდება და აღდგება პირვანდელი მდგომარეობა, ანუ თუ ამხანაგობა ,,...’’-ის საკუთრებაში დაბრუნდება უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გამომცემლობა ,,...ს’’ მიმდებარედ, ნაკვეთის წინა ¹4, გადაიპოთეკება მოხდება ამხანაგობის ამ უძრავ ქონებაზე.

საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატა ვერ ასაბუთებს თუ რა სახის ,,შესაბამის მტკიცებულებას’’ მიიჩნევს სავალდებულოდ, მეტიც, სააპელაციო პალატას საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში უნდა დაედგინა ხარვეზი და განესაზღვრა საპროცესო ვადა შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადგენად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. ი-ის საჩივარი

არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისის განჩინება. აღნიშნული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, 5 (ხუთი) დღის ვადაში გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. ი-ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

განსახილველ შემთხვევაში მ. ი-ის მიერ აღძრულ სარჩელზე დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების_ რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 31 დეკემბრის ¹88201095590-03 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 17 იანვრის ¹5291 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის საგანს, საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაიწლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს უძრავი ქონების 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე თბილისი, გამომცემლობა ,,...ს’’ მიმდებარედ, ნაკვეთის წინა ნომერი: 4; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹..., რეგისტრაციის თარიღი ¹882010959590-... ზ. ნ-იდან სხვა პირებზე გადაცემის (რეალიზაციის) რეგისტრაცია, მათ შორის იპოთეკის ხელშეკრულებისა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მხარე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ იმაზეც, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ზ. ნ-ის მხრიდან არ მოხდეს უძრავი ქონების 1300 კვ.მ მიწის ფართის, მდებარე: თბილისი, გამომცემლობა ,,...ს’’ მიმდებარედ, ნაკვეთის წინა ¹4 კიდევ ერთხელ გასხვისება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სხვა პირზე. თუკი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის მითითებული მიწის ფართი, მისი რეალიზაციის გამო საკუთრების უფლებით აღრიცხული იქნება არა ზ.ნ-ზე, არამედ სხვა პირზე, მიმდინარე დავა აზრს დაკარგავს და გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატა ვერ ასაბუთებს თუ რა სახის ,,შესაბამის მტკიცებულებას’’ მიიჩნევს სავალდებულოდ, უფრო მეტიც, პალატას საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში უნდა დაედგინა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოსადგენად და განმარტავს შემდეგს:

სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების და/ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა, დასახელებული მუხლის ნორმიდან გამომდინარე განცხადება, რომლითაც მხარე

ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას, უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას. . . ანუ ცალსახაა, რომ განცხადების წარდგენისას თავად მხარე არის ვალდებული წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას და რაც საბოლოო ჯამში სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებულ ვარაუდს. ის ფაქტი, რომ მხარემ წარდგენილ განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულება და რომ მათიUწარუდგენლობა არ არის ხარვეზის დადგენის სამართლებრივი საფუძველი, კიდევ უფრო განმტკიცებულია ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რომლებშიც ხარვეზის დადგენის საფუძვლად აღნიშნულია შემდეგი გარემოებები: 1) მხარის მიერ არ არის წარდგენილი ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი (ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნის შემთხვევაში) და 2) არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით მიუთითებს, რომ მხარის მიერ უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ნებისმიერი განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვტილების აღსრულება, უპირობოდ არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან მხარე ასევე ვალდებულია მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და ფაქტებით დაამტკიცს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას და/ან შეუძლებელს გახდის მას. აღნიშნული კი ვერც სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადებითა და ვერც საჩივრით ვერ იქნა უზრუნველყოფილი, რამეთუ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო ნორმების დარღვევით მიღება.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მ. ი-ის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა, რითაც მას მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი, ვინაიდან ის გარემოება, გასაჩივრებული აქტები შეესაბამება თუU არა მოქმედ კანონმდებლობას,- წარმოადგენს არსებითი მსჯელობის საგანს და აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასა და საჩივრის საფუძვლიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მ. ი-ის განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება, ვინაიდან მ. ი-ის განცხადება უძრავ ქონებასთან მიმართებაში მოპასუხისათვის გარკვეული ქმედების აკრძალვის თაობაზე იყო უსაფუძვლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ი-ის საჩივარი არის დაუსაბუთებელი, საჩივარში არ არის მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლიანი მოტივები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისისა და 2011 წლის 14 ივლისის განჩინებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 05 ივლისისა და 2011 წლის 14 ივლისის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.