Facebook Twitter

3გ-ად-24-კ-ს-02 1 ოქტომბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი), მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საქმის წარმოების შეჩერების შესახებ 18.03.02 წ. განჩინების გაუქმება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სახაზინო საწარმოებმა «ს-მა» და «საქ-მ» სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1987 წელს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს მიერ აშენებული იქნა ქ. თბილისში, ...ის გამზ. ¹34-ში მდებარე ხუთსართულიანი შენობა. საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის 21.12.87წ. განკარგულებით, რომელიც შესრულდა 04.01.89წ. აქტით, აღნიშნული შენობის მეხუთე სართული გადაეცათ მოსარჩელე ორგანიზაციებს. პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით შენობა იმყოფებოდა სს «სა-ის» ბალანსზე. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 29.12.94წ. დადგენილებით სს «სა-ის» მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ხუთსართულიანი შენობა მთლიანად იქნა შეტანილი მოპასუხის საწესდებო კაპიტალში, რის შესახებაც მათ შეიტყვეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 17.07.95წ. წერილით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 29.12.94წ. დადგენილების გაუქმება, რომლითაც სს «სა-ის» საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა მოსარჩელეების კუთვნილი 700 კვ.მ. ფართი.

სს «სა-ამ» შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახაზინო საწარმოების «ს-ის» და «საქ-ის» გამოსახლება დაკავებული ფართიდან.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 06.08.99წ. გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს «სა-ის» შეგებებული სარჩელი და სახაზინო საწარმოები «ს.» და «საქ.» გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ...ის გამზ. ¹32/24 მდებარე სს «სა-ის» კუთვნილი ფართიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახაზინო საწარმოებმა - «ს-მა» და «საქ-მ», რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 02.08.99წ. ¹02-662 წერილის და «მეწარმეთა შესახებ» კანონში დამატებებისა და ცვლილებების შესახებ» კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1-3/649 29.09.99წ. და 1-3/650 29.09.99წ. ბრძანებებით დაფუძნებული იქნა შპს «ს.» და შპს «საქ.», რომელთა საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა სს «სა-ის» შენობის ფართის ნაწილი. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 08.10.99წ. დადგენილებებით აღნიშნული შპს-ები რეგისტრირებული იქნენ სამეწარმეო რეესტრში.

თბილისის საოლქო სასამართლოს 26.10.99წ. გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» და შპს «საქ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 06.08.99წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა «ს-ის» და «საქ-ის» სარჩელი, გაუქმდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 29.12.94წ. დადგენილება სს «სა-ის» საწესდებო კაპიტალში მოსარჩელეთა კუთვნილი 700 კვ.მ. ფართის ქონების შეტანის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2000წ. განჩინებით სს «სა-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 26.11.99წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. საქმის სააპელაციო პალატაში განხილვის პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 13.11.01წ. ¹1-3/815 ბრძანებით შპს «ს-ის» საწესდებო კაპიტალ.ნ ამოღებულ იქნა 11971,61 ლარად ღირებული ...ის ჩიხი ¹32/34-ში მდებარე შენობის V სართულის ფართი, საწესდებო კაპიტალი ნაცვლად 68992.6 ლარისა განისაზღვრა 57020.9 ლარით. ამავე ბრძანებით შპს «საქ-ის» საწესდებო კაპიტალ.ნ ამოღებული იქნა აგრეთვე 9015 ლარად ღირებული სს «სა-ას» კუთვნილი ფართი და საწესდებო კაპიტალი ნაცვლად 15360 ლარისა განისაზღვრა 6345 ლარით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აღნიშნული ბრძანება მიიღო «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.06.01წ. ¹1-3/389 ბრძანებით შპს «ს-ისა» და შპს «საქ-ის» სარჩელის გამო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით სადავო საკითხების შესწავლისა და განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის 03.07.01წ. ¹787/10-1 დასკვნის, სამრეწველო საწარმოთა პრივატიზებისა და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტის 22.06.01წ. ¹442/7-1 და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის საწარმოების რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის სამსახურის მოხსენებით ბარათების საფუძველზე.

სს «სა-ამ» სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 13.11.01წ. ¹1-3/815 ბრძანების შესაბამისად შპს «ს-ისა» და შპს «საქ-ის» სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.11.01წ. გადაწყვეტილებით სს «სა-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა შპს «ს-ისა"' და შპს «საქ-ის" სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც შპს «ს-ისა" და შპს «საქ-ის" საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული იქნებოდა ...ის 31-34-ში მდებარე მე-5 სართულის ღირებულება და საწესდებო კაპიტალი შემცირდებოდა ამ ფართის ღირებულებით. ამავე სასამართლოს 13.12.01წ. დადგენილებით შპს «ს-ისა" და შპს «საქ-ის" სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, შპს «ს-ის" საწესდებო კაპიტალი შემცირდა და განისაზღვრა 57020,9 ლარით, შემცირდა აგრეთვე შპს «საქ-ს" საწესდებო კაპიტალი, რომელიც 6345 ლარით განისაზღვრა.

შპს «ს-მა" და შპს «საქ-მ" სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს 13.11.01წ. ¹1-3/815 ბრძანების ბათილად ცნობა. სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მთავარ სხდომაზე შპს «ს-მა" და შპს «საქ-მ" შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც სსსკ 279-ე მუხლის «დ" ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიაში არსებული საქმის გადაწყვეტამდე. საოლქო სასამართლოს 18.03.02წ. განჩინებით შპს «ს-ის" და შპს «საქ-ის" შუამდგომლობა დაკმაყოფიდლა. საქმეზე შპს «ს-ისა" და შპს «საქ-ის" სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით შეჩერებულ იქნა საქმის წარმოება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს 13.11.01წ. ბრძანებით ფაქტობრივად მოისპო დავის საგანი და სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება არ დაექვემდებარება აღსრულებას.

სს «სა-ამ" სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს არ შეუცვლია და არ გაუუქმებია 29.12.94წ. დადგენილება. სასამართლო შეცდომით უთითებს, რომ 13.11.01წ. ბრძანების 1-ლი პუნქტი შეიცავს უშუალო მითითებას სარჩელის გამო მიმდინარე პროცესების დარეგულირებაზე, მაშინ, როდესაც 1-ლი პუნქტი უთითებს სამინისტროს 08.06.01წ. ¹1-3/389 ბრძანებით შექმნილი კომისიის დასაბუთებას. პალატის მოსაზრება, რომ 13.11.01წ. ბრძანებით მოისპო დავის საგანი და გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდება ადასტურებს პალატის ტენდენციურობას, ვინაიდან ბრძანება ხელს შეუშლის მხოლოდ აპელანტების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას. თუ აღნიშნული ბრძანების მიღება წარმოადგენს დავის საგნის მოსპობის საფუძველს, ასეთად უნდა მიჩნეუოიყო აგრეთვე მანამდე სს «სა-ის" საწესდებო კაპიტალში შეტანილი შენობის ნაწილის აპელანტთა საწესდებო კაპიტალში შეტანა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.03.02წ. განჩინებით სს «საქ-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს

თბილისის საოლქო სასამართლოს 18.03.02წ. განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კერძო საჩივრით ასევე გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, რომელმაც ასევე მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის შემტანი აღნიშნავს, რომ 13.11.01წ. ბრძანება არ წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილული სარჩელის და სააპელაციო საჩივრის საფუძველს. სამინისტრის მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს არა ამ საქმის, არამედ 13.11.01წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის შეჩერება. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბრძანების გამოცემით მოისპო დავის საგანი, რის გამო შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან დავა ბრძანების გამოცემამდე არის დაწყებული. თუ სასამართლო თვლის, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნება, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იქნეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.04.02წ. განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ კერძო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა ის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 13.11.01წ. ¹1-3/815 ბრძანება მიღებულ იქნა არსებული პროცესის დარეგულირების მიზნით, აღნიშნული ბრძანებით ფაქტობრივად მოისპო დავის საგანი და სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, იგი აღსრულებას არ დაექვემდებარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების და კერძო საჩივრების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ სს «სა-ის» და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო განხილვის სტადიაში სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებების შეჩერება არ არის გამოწვეული ობიექტური გარემოებებით, ფაქტებს, რომლებიც შეილება იქნეს დადგენილი სასამართლოს მიერ სხვა საქმის, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სამინისტროს 13.1101წ. ბრძანების კანონიერების დადგენისას, არ აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა იმ საქმისათვის, რომლის წარმოება სააპელაციო პალატის მიერ 18.03.02წ. განჩინებით შეჩერებულ იქნა.

საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი საკითხების გარშემო არსებობს სამი სხვადასხვა დავა, კერძოდ: 1. საქმე შპს «ს-სა» და შპს «საქ-ის» სარჩელისა გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მესამე პირის – სს «სა-ის» მიმართ ქონების მართვის სამინისტროს 29.12.94წ. დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც სს «სა-ის» საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა თბილისში, ...ის გამზ. ¹34-ში მდებარე ხუთსართულიანი შენობის V სართული და მესამე პირის, სს «სა-ის» დამოუკიდებელი მოთხოვნის გამო შპს «ს-ის» და შპს «საქ-ის» მიმართ, უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლების შესახებ. აღნიშნულ საქმეზე 18.03.02წ. შეჩერებული იქნა საქმის წარმოება. 2. საქმე სს «სა-ის» სარჩელისა გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მესამე პირების შპს «ს-ისა» და შპს «საქ-ის» მიმართ, სამინისტროს 13.11.01წ. ¹1-3/815 ბრძანების შესაბამისად, შპს «ს-ისა» და შპს «საქ-ის» სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის დავალების თაობაზე. აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილებული იქნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.11.01წ. გადაწყვეტილებით, რომელიც გაასაჩივრეს სააპელაციო წესით შპს «ს-მა» და შპს «საქ-მ", აღნიშნული საქმე იმყოფება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის წარმოებაში. 3. საქმე შპს «ს-სა» და შპს «საქ-ის» სარჩელისა გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, ამ სამინისტროს 13.11.01წ. ¹1-3/815 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული საქმე იმყოფება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში.

მითითებული საქმეების დავის საგნის გარკვევით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს «ს-ისა" და შპს «საქ-ის" სააპელაციო საჩივრების გამო დავა შეიძლება განხილული იქნეს დანარჩენი ორი საქმისაგან დამოუკიდებლად.

სამინისტროს 13.11.01წ. ¹1-3/815 ბრძანების გაუქმებაზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სარჩელისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.11.01წ. გადაწყვეტილებაზე სააპელქციო საჩივრის შეტანამდე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის წარმოებაში იმყოფებოდა საქმე შპს «ს-ისა" და შპს «საქ-ის" სარჩელის გამო სს ,,სა-ის” საწესდებო კაპიტალ.ნ მოსარჩელეთა კუთვნილი საწესდებო ფართის ამორიცხვის შესახებ. ამდენად, განსახილვებელ შემთხვევაში, შპს «ს-ისა" და შპს «საქ-ის" სარჩელის მიმართ ადგილი არა აქვს სსსკ 279-ე მუხლის «დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ 29.12.94წ. დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე შპს «ს-ისა" და შპს «საქ-ის" სარჩელის არსებითი განხილვა და გადაწყვეტა, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის ¹32/34-ში მდებარე შენობის მეხუთე სართულის საკუთრების, სს «სა-ის" საწესდებო კაპიტალში სადავო ფართის შეტანის კანონიერების დადგენაზე არის დამოკიდებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 13.11.01წ. ¹1-3/815 ბრძანების მართლზომიერება. სააპელაციო პალატის 18.03.02წ. განჩინებით შეჩერებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანით გაირკვევა სადავო ფართის მესაკუთრე, შესაბამისად აღნიშნულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება სხვა დავების მიმართ.

პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ არ დაიშვება მხარეთა შორის წამოჭრილი დავის რომელიმე სხვა სასამართლოს ან ორგანოს მიერ განხილვა. მიუხედავად აღნიშნულისა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 29.09.99წ. ბრძანების საფუძველზე სადავო ფართი შეტანილ იქნა შპს «ს-ის" და შპს «საქ-ის" საწესდებო კაპიტალში. 13.11.01წ,. ¹1-3/815 ბრძანების საფუძველზე სადავო ფართის საწესდებო კაპიტალ.ნ ამოღებით შპს «ს." და შპს «საქ." არ წყვეტენ ფუნქციონირებას, მათ არ ერთმევათ საშენმასალათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და საცდელი ქარხნის აქციონირების შედეგად დაფუძნებული სს «სა-ის" საწესდებო კაპიტალში მე-5 სართულის ფართის შეტანის კანონიერებაზე დავის წარმართვის შესაძლებლობა, სამინისტროს აღნიშნული ბრძანებით არ ისპობა დავის საგანი, დავა წარმოიშვა 13.11.01წ., ბრძანების გამოცემამდე, ბრძანებას არ აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი დავის მიმართ. ამასთანავე, სარჩელის სასამართლოში აღძვრისას (07.06.99წ.) სადავი ფართი არ იყო შეტანილი მოსარჩელეების საწესდებო კაპიტალში, მხარეები ფაქტობრივად დაბრუნდნენ თავდაპირველ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას.

უმართებულოა 18.03.02წ. განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ 13.11.01წ. ბრძანების 1-ლი პუნქტი შეიცავს უშუალო მითითებას შპს «ს-ისა" და შპს «საქ-ის” სარჩელის გამო მიმდინარე პროცესების დარეგულირებაზე. ბრძანების 1-ლი პუნქტი იშველიებს ამავე სამინისტროს 08.06.01წ. ¹1-3/389 ბრძანების სათაურს (ს.ფ. 218), სამინისტროს მიერ 08.06.01წ. ბრძანებით შექმნილი კომისიის 03.07.01წ. დასკვნის ცნობად მიღება წარმოადგენს სასამართლოში განსახილველი დავისადმი სამინისტროს დამოკიდებულებას, რაც ვერ იქნება მიჩნეული საქმის განხილვის შეჩერების საფუძვლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ 279-ე მუხლის «დ' ქვეპუნქტი, რის შედეგადაც უსაფუძვლოა საქმის წარმოების შეჩერება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «სა-ის» და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.03.02წ., 25.03.02წ. და 03.04.02წ. განჩინებები და შპს «ს-ისა» და შპს «საქ-ის» სააპელაციო საჩივრების გამო საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.

3. მოცემული საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.