ცსკოს განკარგულება
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-33-02 17 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. კობერიძე
მსაჯულები: ს. გამრეკელი,
ვ. მგელაძე
განიხილა საარჩევნო ბლოკ “მ. გ. ს.ს” სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, მესამე პირები: “ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად”, ქუთაისის ¹... საარჩევნო ოლქის ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები: შ. კ-ი, მ.Aჭ-ი, ზ. გ-ე, ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹ 105/2002 განკარგულების ბათილად ცნობისა, ქუთაისის ¹54 საარჩევნო ოლქში 2002წ. 2 ივნისს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (საკრებულოს არჩევნების) შედეგების (საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში აღნიშნული შედეგები) შემოწმების (არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და გაცემული ბიულეტენების რაოდენობის შედარებისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი დათვლის გზით), საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე შემოწმებისათვის საჭირო ახალი ვადების, წესის განსაზღვრისა და ცსკოს საარჩევნო ბიულეტენების ქ. ქუთაისში გადათვლის ჩატარების დავალების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 ივნისს საარჩევნო ბლოკმა “მ. გ. ს.” სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი გადაწყვეტილებით შემთხვევითი შერჩევის წესით შეამოწმა ასიდან ორ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები. შემოწმდა არა ყველა კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა, არამედ – მხოლოდ რამდენიმე კანდიდატის. აღმოჩნდა დიდი განსხვავება ნამდვილ შედეგსა და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში აღნიშნულ შედეგებს შორის. განსხვავებამ გამოიწვია არჩეულ პირთა შეცვლა. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემოწმება აღარ გააგრძელა და ცსკოს სთხოვა, რომ მას შეეჯამებინა არჩევნების შედეგები. იმავდროულად ითხოვა, რომ ცსკოს გადაემოწმებინა ყველა საარჩევნო უბნის შედეგი, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ოქმებში აღნიშნული შედეგები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
მოსარჩელის განმარტებით, ცსკომ 2002წ. 10 ივნისის სხდომაზე იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეემოწმებინა (ანუ არ გადაეთვალა) საარჩევნო უბნებში დათვლის შედეგები, ხოლო იმ ორი საარჩევნო უბნის შედეგები, რომლებიც ნაწილობრივ გადათვალა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ჩაეთვალა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ნაწილობრივი გადათვლის შედეგად მიღებულ შედეგებად და საბოლოო შედეგი დაედგინა ამ ოქმების საფუძველზე.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნები.
მოსარჩელის განმარტებით, ორი საარჩევნო უბნის შედეგების ნაწილობრივი გადათვლით შემოწმების საფუძველზე არ შეიძლებოდა საბოლოო შედეგის დადგენა, რადგან რამდენიმე შემოწმებული კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის შეცვლა აუცილებლად გამოიწვევდა სხვა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის შეცვლასაც, ეს კი გათვალისწინებული არ ყოფილა.
სარჩელში მითითებულია, რომ შემთხვევითი შერჩევის წესით აღებულ ორ საარჩევნო უბანზე იმდენად დიდი განსხვავება აღმოჩნდა ოქმსა და ნამდვილ შედეგს შორის, რომ შეიქმნა საკმარისი საფუძველი, ეჭვი შეტანილიყო დანარჩენ 98 უბნის შედეგებშიც და ამიტომ ამ უბნების ბიულეტენებიც უნდა გადათვლილიყო, მით უფრო, რომ არაერთი საჩივარი და მოთხოვნა იყო ამის თაობაზე.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹105/2002 განკარგულების ბათილად ცნობა და ცსკოსათვის ბიულეტენების გადათვლის დავალება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის დაწყებისას ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას შუამდგომლობებით მიმართეს “ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად” წარმომადგენელმა ო. ა-მ, ქუთაისის ¹59 საარჩევნო ოლქის ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა მ. ჭ-მა, ზ. გ-ემ, შ. კ-მა და ითხოვეს საქმეში მესამე პირებად ჩაბმა.
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა ზემოთ აღნიშნული შუამდგომლობები და გამოიტანა განჩინება მათი დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე “მ. გ. ს.” საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელმა ვ. ხ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა:
ცსკოს დავალებოდა მიეღო გადაწყვეტილება: ა) ქუთაისის ¹54 საარჩევნო ოლქში 2002წ. 2 ივნისს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (საკრებულოს არჩევნების) შედეგების, სახელდობრ, საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში აღნიშნული შედეგების შემოწმების შესახებ (არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და გაცემული ბიულეტენების რაოდენობის შედარებისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის გზით); ბ) საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე შემოწმებისათვის საჭირო ახალი ვადებისა და წესის განსაზღვრის თაობაზე; გ) ქ. ქუთაისში საარჩევნო კოდექსით დადგენილი გამჭვირვალობისა და საჭიროების პირობების დაცვით ბიულეტენების გადათვლის დადგენის შესახებ.
მოპასუხე, ცსკოს წარმომადგენელმა, დ. შ-ემ, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ცსკოს 2002წ. 10 ივნისის ¹105/2002 განკარგულება გამოიცა ცსკოს მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
მესამე პირებმა განმარტეს, რომ ქუთაისის ¹.... საარჩევნო ოლქში 2002წ. 2 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები ჩატარდა კანონის უხეში დარღვევებით და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002წ. 10 ივნისის “2002წ. 2 ივნისის ქუთაისის ¹.... საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ქუთაისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი”, აგრეთვე, ¹105/2002 განკარგულება არ შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს.
მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ქუთაისის ¹.... საარჩევნო ოლქში 2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები ჩატარდა კანონის უხეში დარღვევებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეამოწმა სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, მოუსმინა მხარეების, მესამე პირების, მოწმეების განმარტებებს, გაეცნო წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს და დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2002წ. 2 ივნისს ქუთაისის ¹.... საარჩევნო ოლქში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები.
2002წ. 5 ივნისს ქუთაისის ¹.... საოლქო საარჩევნო კომისიამ ცსკოს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ ქუთაისის ¹.... საარჩევნო ოლქში კანონის დარღვევით ჩატარებული არჩევნებიდან გამომდინარე საჭიროდ თვლიდა ქუთაისის ¹.... საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შედეგების გადასინჯვის აუცილებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისის ¹.... საოლქო საარჩევნო კომისიის მთელი შემადგენლობა თანამდებობიდან გადადგებოდა.
2002წ. 5 ივნისს ცსკომ დაავალა ქუთაისის ¹... საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ აღნიშნულ არჩევნებთან დაკავშირებული მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გადაეგზავნა საარჩევნო კომისიიდან ცსკოში.
2002წ. 6 ივნისს ქუთაისის ¹.... საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაატარა სხდომა და შეადგინა ¹12 ოქმი, რომელშიც აღინიშნა, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია შეუდგა საჩივრების განხილვას. გაიხსნა ¹6 და ¹41 საარჩევნო უბნები, სადაც დაფიქსირდა უხეში შეცდომები, რის გამოც გაკეთდა დასკვნა, რომ გაგრძელებულიყო დანარჩენი საარჩევნო უბნების საარჩევნო დოკუმენტაციის განხილვა, მაგრამ შრომატევადობისა და მოუქნელი საარჩევნო კოდექსის გამო შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადებში ყველა საჩივრის განხილვა, ამიტომ საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა: არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი არ გაგზავნილიყო ცსკოში, გადაგზავნილიყო მხოლოდ საარჩევნო უბნებიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული დოკუმენტაცია. ცსკოს საოლქო საარჩევნო კომისიისგან ეთხოვა ყველა საარჩევნო უბნის გახსნა, რათა არჩევნების შედეგები ყოფილიყო კანონიერი.
ცსკომ 2002წ. 10 ივნისის სხდომაზე შეაჯამა 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ქუთაისის საკრებულოს არჩევნების შედეგები და შეადგინა შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც დადგინდა ქუთაისის საკრებულოს წევრებად არჩეული და რეგისტრირებული 15 დეპუტატობის კანდიდატი.
იმავე დღეს, 2002წ. 10 ივნისს, ცსკომ გამოსცა ¹105/2002 განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა 2002წ. 2 ივნისის ქუთაისის ¹.... საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ქუთაისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ გახსნა ¹6 და ¹41 საარჩევნო უბნები, სადაც დაფიქსირდა შეცდომები. მოსარჩელე, საარჩევნო ბლოკ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა ¹9, ¹11, ¹42, ¹78, ¹86, ¹88 საარჩევნო უბნებზე საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის შედეგების ოქმები, რომლებშიც, აგრეთვე, დაფიქსირდა შეცდომები.
სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანში ხმის დათვლის შედეგების ოქმებში არსებულ შედეგებსა და ნამდვილ შედეგს შორის არსებული განსხვავებების გამო, აგრეთვე, იმიტომ, რომ არსებობს ეჭვი დანარჩენ საარჩევნო უბნებში ხმის დათვლის შედეგების სისწორეზე, არ შეიძლება გახდეს ¹.... ქუთაისის საარჩევნო ოლქის 98 საარჩევნო უბანში საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საფუძველი.
მართალია, სასამართლო სხდომაზე მესამე პირებმა და მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ მთლიანად ქუთაისის ¹.... საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, მაგრამ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არჩევნების დღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად შედგენილი განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა ქუთაისის ¹54 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე კანონის უხეში დარღვევის ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის შესაბამისად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ ცსკოს, 2002წ. 10 ივნისის ¹105/2002 განკარგულების გამოცემისას არ დაურღვევია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის “კ” ქვეპუნქტისა და 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შემადგენლობა თვლის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლო შემადგენლობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საარჩევნო ბლოკ “მ. გ. ს.” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.