Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-34-02 18 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები ლ. გაჩეჩილაძე,

ლ. თამაზაშვილი

დავის საგანი: საქართველოს ცსკოს 2002 წლის 10 ივნისის განკარგულებები.

შუამდგომლობა: დავაში მესამე პირად ჩაბმა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 13 ივნისს მოსარჩელეებმა – ახალქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა ხ. ა-იანმა, ს. ე-იანმა და პ. ტ-იანმა სარჩელი აღძრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხე – ცსკოს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ცსკოს ¹109/20002, ¹110/2002 განკარგულებების ბათილად ცნობა, რომლითაც დამტკიცდა 2002წ. 2 ივნისის ახალქალაქის ¹40 საარჩევნო ოლქში ასარჩევი ახალქალაქის გამგებლისა და მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი ახალქალაქის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები. მოსარჩელეები ასევე ითხოვენ ახალქალაქის ¹40 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის დადგენილების ძალაში დატოვებას, ახალქალაქის ¹1,2,3,4 საარჩევნო უბნებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ცსკოსათვის ახალქალაქში ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულებას.

სასამართლო სხდომაზე, საქმის განხილვის დაწყებამდე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობა დააყენა ახალქალაქის საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის ა. ჰ-იანის წარმომადგენელმა ლ. ჩ-ძემ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა, რასაც დაეთანხმა მოპასუხე ცსკო.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა ახალქალაქის საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის ა. ჰ-იანის წარმომადგენლის შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა. ჰ-იანი ჩაბმული უნდა იქნეს საქმეში ვინაიდან იგი არის სადავო სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, 2002წ. 2 ივნისის ახალქალაქის საკრებულოს არჩევნებში მონაწილე და ერთ-ერთი გამარჯვებული დეპუტატობის კანდიდატი, ამიტომ სადავო ადმინისტრაციული აქტები – ცსკოს ¹109/2002 და ¹110/2002 განკარგულებები უშუალოდ მის ინტერესს შეეხება და საქმეზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის ა. ჰ-იანის შუამდგომლობა.

2. ა. ჰ-იანი მესამე პირად ჩაბმულ იქნეს ხ. ა-იანის, ს. ე-იანისა და პ. ტ-იანის სარჩელთან დაკავშირებულ საქმის განხილვაში.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.