3გ-ად-45-02 31 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე)
მსაჯულები: ი. ბუხნიკაშვილი
ს. გამრეკელი
დავის საგანი: 1. ცსკოს განკარგულების ბათილად ცნობა; 2 ცსკოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების გახსნის და ხელახალი გადათვლის დავალება. შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
ცსკომ 24.07.02წ. 130/2002 განკარგულებით, ქ. ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის 14.07.02წ. ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით ¹.... ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა ¹..... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹..., ¹...., ¹...., ¹.... საარჩევნო უბნების საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების გახსნა და ხელახალი გადათვლა. ტ. ქ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «კ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უფლებამოსილება ცსკომ უნდა გამოიყენოს საარჩევნო კოდექსის სხვა ნორმების, კერძოდ 61-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. განცხადება-საჩივარი ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹..., ¹..., ¹...., ¹.... საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურების დარღვევისა და ბათილად ცნობის მოთხოვნით კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით შედგენილი არ ყოფილა და საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეებისათვის არ გადაცემულა დადგენილ ვადებში რეაგირებისათვის. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არ შემდგარა აგრეთვე განცხადება-საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ, საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით შეაჯამა კენჭისყრის შედეგები და დამტკიცებული ოქმი გადასცა ცსკოს. საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ზუგდიდის ¹.... საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ იქნა და შესაბამისი მოწმობებიც გადაეცათ 14.07.02.წ. ქ. ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეულ წევრებს, ჩატარდა ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა, სადაც ცნობილ იქნა ახლადარჩეული ცხრა წევრის უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ცსკოს არ უნდა განეხილა საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-6 პუნქტების დარღვევით შეტანილი საჩივრები (განცხადებები).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.07.02.წ. განჩინებით დაკმაყოფილდა გამგებლის კანდიდატის _ ვ. ც-იას შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა საქმეში მე-3 პირად ჩაბმას. ამასთანავე, 31.07.02.წ. ვ. ც-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ 29.07.02წ. ცსკომ განიხილა მისი განცხადება და მიზანშეუწონლად მიიჩნია ცსკოს მიერ 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულებით დადგენილი ¹.... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹..., ¹..., ¹.... და ¹.... უბნებზე საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახალი გადათვლისათვის კონკრეტული ვადის განსაზღვრა და იმავე ოლქის ¹..., ¹...., ¹...., ¹.... და ¹... უბნებზე კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლა. 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულების მიღებისას ცსკოს არ უმსჯელია ¹...., ¹...., ¹...., ¹.... და ¹.... უბნების ოქმებზე, რომელთა მიხედვითაც აშკარაა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოხდა ოქმების გაყალბება. ცსკომ აღნიშნა, რომ განცხადებაში დასმული საკითხების განხილვა არ შეიძლება, ვინაიდან არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების გადათვლის ვადის დადგენა საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციაა. მოსარჩელემ ცსკოს არგუმენტები უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან საკითხის სასამართლოში განხილვა ცსკოს არ უკრძალავს ახალი განკარგულების მიღებას კონკრეტული ვადების დადგენისა და ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ხმების გადათვლის თაობაზე. ამასთანავე, კოდექსი არ ანიჭებს საოლქო საარჩევნო კომისიას გადათვლის ვადის განსაზღვრის ფუნქციას, ხოლო სარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «კ» ქვეპუნქტის შესაბამისად სწორედ ცსკო წყვეტს საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების ხელახლა დათვლისა და ამომრჩეველთა სიების შემოწმების საკითხს, რაც გულისხმობს აღნიშნული შემოწმების ვადების დადგენასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენებისა და კონვერტების ხელახალი დათვლა შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, რაც ყოველგვარ აზრს უკარგავს ცსკოს 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულებას.
სსკ-ს 182-ე მუხლის საფუძველზე ვ. ც-იამ მოითხოვა მისი სასარჩელო განცხადების ტ. ქ-იას თავდაპირველ სარჩელთან გაერთიანება და სარჩელების ერთად განხილვა. პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილი სარჩელები ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, თავდაპირველი სარჩელის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ვ. ც-იას სასარჩელო მოთხოვნების გადაჭრა, სარჩელებში დასახელებულია ერთიდაიგივე მხარეები, ორივე სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია ცსკო, სარჩელები ერთგვაროვანია და ეხება ¹...... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 14.07.02წ. ქ. ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნების შედეგებს, შესაბამისად სარჩელებზე საქმის წარმოების გაერთიანება სასამართლოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დავის სწრაფი, სწორი და სრული გადაწყვეტის თვალსაზრისით.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის _ ტ. ქ-იას წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს, მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ვ. ც-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აღნიშნეს, რომ 14.07.02წ. ქ. ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონით განსაზღვრულ ვადებში განცხადება (საჩივარი) საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი არ ყოფილა, შესაბამისად ცსკო არ იყო უფლებამოსილი მიეღო 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულება. ცსკოს სხდომაზე საკითხის განხილვისას თვდაპირველად უარი ითქვა ბიულეტენების გადათვლაზე, მიუხედავად ამისა იმავე დღეს ცსკოს სხდომაზე მეორედ დაისვა კენჭისყრაზე აღნიშნული საკითხი. ცსკო არ იყო უფლებამოსილი განეხილა სადავო საკითხი იმის გათვალისწინებითაც, რომ ვ. ც-იას იმ დროისათვის ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ამასთანავე, ქ. ზუგდიდის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება უკვე ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ბიულეტენების გადათვლის შედეგად. ვ. ც-იას სასარჩელო მოთხოვნა ცსკოს 29.07.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს ცსკოს მიერ გადაწყვეტილების სახით ადმინისტრაციული აქტის მიღებას.
ვ. ც-იას წარმომადგენელმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, ტ. ქ-იას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «კ» ქვეპუნქტის საფუძველზე ცსკოს უფლება ჰქონდა თავისი ინიციატივით მიეღო 14.07.02წ. ¹130/2002 განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი რ. ი-ია არ იყო უფლებამოსილი შესწორებები შეეტანა შემაჯამებელ ოქმებში. საჭიროა 14.07.02წ. ¹130/2002 განკარგულების აღსრულების ვადის დადგენა, 14.07.02წ. ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგის დადგენის მიზნით დამატებით 5 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების გადათვლა, ცსკოს 29.07.02წ. მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.
ცსკოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს, გამგებლის არჩევნების შედეგებს 123.11 მუხლის თანახმად ადგენს და ოქმს ამტკიცებს საოლქო სარჩევნო კომისია. კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცსკოს უფლებამოსილება უნდა იქნეს განხილული კოდექსის სხვა მუხლებთან კავშირში, ცსკოს უფლებამოსილება დაადგინოს გადათვლა დაკავშირებულია შესაბამისი განცხადება-საჩივრების არსებობასთან. 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულების მოღებისას ცსკოს უცნობი იყო ვ. ც-იას მიერ ქუთაისის საოლქო სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ. შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა თავისთავად არ წარმოადგენს არჩევნების ბათილად ცნობის ან გადათვლის მიზეზს, ცსკოს სადავო განკარგულებით დადგინდა გადათვლა რამდენიმე ისეთ საარჩევნო უბანში, რომელთა ოქმებში არ იყო შეტანილი რაიმე შესწორება და პირიქით, არ დადგინდა გადათვლა ისეთ უბანში, რომელთა ოქმებშიც შეტანილია შესწორებები. ცსკოს 29.07.02წ. გადაწყვეტილებით ვ. ც-იას განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული, ვინაიდან ცსკოს 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით ტ. ქ-იას საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი. ვინაიდან არჩევნების შედეგების გადათვლა უნდა მოახდინოს საოლქო საარჩევნო კომისიამ, საკითხი უკავშირდება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რიგი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასთან, ცსკო ვერ განუსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გადათვლის ვადას.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა რ. ი-იამ განაცხადა, რომ 14.07.02წ. არჩევნები ოლქში კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა, დარღვევების თაობაზე საჩივარი (განცხადება) კომისიებში არ შემოსულა. არჩევნების შედეგები დროულად იქნა შეჯამებული, ზოგიერთ შემაჯამებელ ოქმში ადგილი ჰქონდა მექანიკურ არითმეტიკულ უზუსტობებს, რომელიც ფანქრით იქნა შესწორებული მის მიერ. შესწორებებს ჰქონდა ტექნიკური ხასიათი, კერძოდ ზოგ შემთხვევაში ხმათა რაოდენობაში შეჰქონდათ საკრებულოს და გემგებლის საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ოქმის შედგენისას დაშვებული ამგვარი მექანიკური შეცდომით იყო გამოწვეული ოქმში შესწორებების შეტანა. რამდენიმე ოქმში ფანქრით შეტანილ მინაწერს ჰქონდა ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზანი, აღნიშნულს არ შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ტ. ქ-იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ვ. ც-იას სარჩელის დაკმაყოფილებას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათ აგამო:
საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ა.წ. 14 ივლისს ქ. ზუგდიდში გაიმართა ქ. ზუგდიდის საკრებულოს და გამგებლის არჩევნები. «.... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ზოგიერთი საარჩევნო უბნის 14.07.02წ. ქ. ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნების შედეგების გადათვლის შესახებ» ცსკოს 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «კ» ქვეპუნქტის საფუძველზე, 14.07.02წ. ქ. ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით, ¹... ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა გაეხსნა და ხელახლა გადაეთვალა ¹..... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹...., ¹...., ¹...., ¹.... საარჩევნო უბნების საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. განცხადება-საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიაში და ¹..... ქ. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა.
ცსკოს 29.07.02წ. ¹47/2002 სხდომის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ 29.07.02წ. ცსკოს სხდომაზე ვ. ც-იას საჩივრის საფუძველზე განხილულ იქნა ცსკოს 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულებით განსაზღვრული სამუშაოების 2002წ. 15 აგვისტომდე შესრულების და ¹..... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹..... და ¹..... საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების გადათვლის საკითხი. კენჭისყრის შედეგად წინადადება არ იქნა მიღებული.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილით ცსკოს თავმჯდომარისადმი დასტურდება, რომ 23.07.02წ., საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, ¹..... ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა და შესაბამისი მოწმობები გადაეცა 14.07.02 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს. იმავე დღეს ჩატარდა ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა, სადაც ცნობილი იქნა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება. რეგისტრაციაში გატარდა და Dშესაბამისი მოწმობა გადაეცა აგრეთვე ზუგდიდის ქალაქის გამგებლად არჩეულ პირს _ ტ. ქ-იას.
სარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის «კ» ქვეპუნქტის თანახმად ცსკო განკარგულებით წყვეტს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახლა დათვლის და ამომრჩეველთა სიების შემოწმების საკითხს. ცსკოს აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება დაკავშირებულია კოდექსის სხვა ნორმებთან, კერძოდ 61-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან. მართალია, ცსკო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილია ბათილად ცნოს კენჭისყრის შედეგები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც უხეშად დაირღვა კანონის მოთხოვნები, მაგრამ ცსკომ სადავო 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულებით ისე დაადგინა ¹..... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹...., ¹....., ¹...., ¹..... საარჩევნო უბნების საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების გახსნა და გადათვლა, რომ აღნიშნულ უბნებში არ ყოფილა ბათილად ცნობილი არჩევნების შედეგები. ცსკოს სადავო განკარგულება უთითებს რა სააჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის «კ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ ცსკოს ზოგად უფლებამოსილებას გადაწყვიტოს სარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების ხელახალი დათვლის საკითხი, არ აღნიშნავს საარჩევნო ოლქის ¹....., ¹....., ¹....., ¹..... საარჩევნო უბნებში ბიულეტენების გადათვლის კონკრეტულ მიზეზს. გადათვლის მიზეზი ვერც ცსკოს წარმომადგენელმა დაასახელა სასამართლო პროცესზე. ის გარემოება, რომ ცსკო კოლეგიალური ორგანოა და გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით არ ცვლის არჩევნების შედეგების გადათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მკვეთრი მოტივის, კანონის უხეში დარღვევის გამოვლენილი ფაქტების არსებობის საჭიროებას. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული უბნის ოქმებში ფანქრით მიწერილი ციფრები, ვინაიდან სადავო განკარგულებაში აღნიშნული საარჩევნო უბნების ზოგიერთ ოქმებში შესწორება საერთოდ არ არის შეტანილი (...... საარჩევნო ოლქის ¹...., ¹..... საარჩევნო უბნების საკრებულოს წევრთა საუბნო საარჩევნო კომისიის ხმის დათვლის შედეგების ოქმები), დანარჩენ საუბნო სარჩევნო კომისიის ხმის დათვლის შედეგების ოქმში შეტანილი შესწორებები ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავდა ოქმში დაშვებული მექანიკური შეცდომების გასწორებას (შესწორებები ეხება არა კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, არამედ გამოყენებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების რაოდენობას, საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენთა ოდენობის არასწორ აღნიშვნას, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ბიულეტენთა რაოდენობის აღმნიშვნელ გრაფაში ერთად შეჰქონდათ საკრებულოს და გამგებლის არჩევნებში გამოყენებული ბიულეტენთა რაოდენობა). ცსკო 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულებაში აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების ხმის დათვლის შედეგების ოქმებში ფანქრით შეტანილ შესწორებებს არ აქვთ ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღების მნიშვნელობა, ვინაიდან მათ არ შეეძლოთ რაიმე ზეგავლენა მოეხდინა კონკრეტული კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის შეჯამებაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, რაც არ წარმოადგენს აქტის გაუქმების, ახალი აქტის გამოცემის საფუძველს. აღნიშნული დასტურდება იმითაც, რომ სხვა საარჩევნო უბნის ოქმებში ამგვარი ჩასწორების არსებობის მიუხედავად ცსკომ არ მიიჩნია საჭიროდ ამ საარჩევნო უბნებში გადათვლის დადგენა. შემაჯამებელ ოქმში შესწორების არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს არჩევნების ბათილად ცნობის ან გადათვლის მიზეზს, შესაძლოა შესწორების მქონე ოქმი სწორად ასახავდეს არჩევნების შედეგებს და პირიქით, შესწორების არ მქონე ოქმი იყოს არასწორი.
კანონის რაიმე უხეში დარღვევის არარსებობა თავისთავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საკითხის განხილვა ცსკოს სხდომაზე მოხდა არა ცსკოს ინიციატივის, არამედ ცსკოში შემოსული საჩივრების საფუძველზე. კერძოდ, ცსკო 24.07.02წ. ¹44/2002 და ¹45/2002 სხდომის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ ცსკოში ქ.ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებით შემოსული იყო ვ. ც-იას და შ. ბ-შვილის განცხადებები, სხდომის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ საკითხი განხილულ იქნა სწორედ ცსკოში შეტანილი განცხადებების საფუძველზე, რითაც დაირღვა საქართველოს სააჩევნო კოდექსის 61-ე, 62-ე მუხლების მოთხოვნები. საარჩევნო ოლქის შესაბამისი საარჩევნო უბნების თავმჯომარეების სანოტარო წესით დამოწმებული და საქმეში დაცული ახსნა-განმარტებების ტექსტებით, ცსკოს თავმჯდომარის სახელზე საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადებით ირკვევა, რომ განცხადება (საჩივარი) ¹...... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹...., ¹....., ¹....., ¹..... საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების მოთხოვნათა მიხედვით კენჭისყრის დღეს შედგენილი არ ყოფილა. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არ შემდგარა აგრეთვე განცხადება-საჩივრები ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის წესების დარღვევის შესახებ. შესაბამისად კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული წესით განცხადება (საჩივარი) ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ, არ გადაცემულა საოლქო საარჩევნო კომისიისათვის შემდგომი რეაგირებისათვის. საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტების, 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დადგენილი პროცედურის დარღვევით შედგენილი და წარდგენილი განცხადება (საჩივარი) არ განიხილება.
პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმას, რომ ცსკოს მიერ სადავო განკარგულების მიღებამდე, 23.07.02წ. ქ.ზუგდიდის გამგებლის კანდიდატმა ვ. ც-იამ ქუთაისის საოლქო საამართლოში აღძრა სარჩელი ¹..... ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასარჩელო განცხადების განხილვის დღეს – 25.07.02წ. სასამართლო სხდომაზე ვ. ც-იამ განაცხადა უარი სარჩელზე და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.07.02წ. განჩინებით, სსსკ-ს 272-ე მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე ვ. ც-იას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა, მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება. ვინაიდან ცსკოს მიერ 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულების მიღებისას ქ.ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნების შედეგები გასაჩივრებული იყო სასამართლოში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე და სსკ-ს 184-ე მუხლების თანახმად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ცსკო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და გადაეწყვიტა ქ. ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხი. პალატა არ იზიარებს ცსკოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ცსკოს სხდომაზე სადავო საკითხის განხილვისას აღნიშნული გარემოება ცნობილი არ იყო. ცსკო 24.07.02წ. ¹44/2002 სხდომის ოქმის მიხედვით სხდომის თავმჯდომარემ გ.ზესაშვილმა განაცხადა, რომ ვ. ც-იამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, რის გამო ცსკო არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის ირგვლივ. იგივე აზრი, ოქმის მიხედვით, გამოითქვა ცსკოს იურიდიული განყოფილების წარმომადგენლის მიერ. ამდენად, პალატა თვლის, რომ ცსკოს 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულება ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია განკარგულების მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის პირობას.
ამდენად, პალატა თვლის, რომ არსებობს ცსკო 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად პალატა შეუძლებლად მიიჩნევს აღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული ზომების – ბიულეტენების და კონვერტების გახსნის და ხელახალი გადათვლის ვადის დადგენას. უსაფუძვლოა აგრეთვე ვ.ცხადაიას სასარჩელო მოთხოვნა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ქ. ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობის არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით ¹..... ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹...., ¹....., ¹...., ¹...., ¹..... საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების გახსნის და ხელახალი გადათვლის დავალების შესახებ. პალატა არ იზიარებს ვ. ც-იას მოსაზრებას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ოქმების გაყალბების თაობაზე. ¹..... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹..., ¹....., ¹....., ¹...., ¹..... საუბნო საარჩევნო კომისიების ხმის დათვლის შედეგების ოქმებში ბიულეტენთა და კონვერტთა საერთო რაოდენობის აღმნიშვნელ ციფრებთან ფანქრით მიწერილ, ბიულეტენების და კონვერტთა ბალანსის ამსახველ ციფრებს აქვთ არაარსებითი, ტექნიკური ხასიათი, მათ არ მოუხდენიათ რაიმე ცვლილება კანდიდატების მიერ დაგროვილ ხმათა რაოდენობაზე, ოქმები სწორად ასახავენ 14.07.02წ. არჩევნების შედეგებს. ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობით საარჩევნო პროცესი, არჩევნების შედეგების შედგენა-დაჯამების ვადები დროში მკაცრადაა რეგლამენტირებული, აღნიშნული ეხება არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული აქტების გასაჩივრებას, არამედ აგრეთვე არჩევნებთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. უკანასკნელი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას სადავო ადმინისტრაციული აქტის, განსახილველ შემთხვევაში შესაბამისი საუბნო საარჩევნო ოქმების, ბათილად ცნობის შედეგად, რაც ასევე უკავშირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ ვადების დაცულობის საკითხს. პალატა თვლის, რომ ვ. ც-იას 31.07.02წ. სარჩელში დასმული 14.07.02წ. ჩატარებული არჩევების შედეგების ზუსტი დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დამატებით საარჩევნო უბნებში საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვენტების გადათვლის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნა სცილდება საარჩევნო კოდექსის 61-ე, 62-ე, 64-ე, 77-ე მუხლებით დადგენილი აღმკვეთი ხასიათის ვადებს. რომელთა აღდგენა არ დაიშვება. ამდენად, პალატა თვლის, რომ ვ. ც-იას სასარჩელო მოთხოვნას დამატებით საარჩევნო ოლქის 5 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების გახსნის შესახებ გაცდენილი აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად ვერ იქნება დაკმაყოფილებული აგრეთვე ვ. ც-იას სასარჩელო მოთხოვნა ცსკ-ს 29.07.02წ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ იქნება დაკმაყოფილებული აგრეთვე 18.07.02წ. შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოთხოვნა, მით უფრო, რომ 23.07.02წ. საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად ¹67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა და შესაბამისი მოწმობები გადაეცა 14.07.02წ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს ახალარჩეულ წევრებს და გამგებელს. იმავე დღეს ჩატარდა ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა, სადაც ცნობილი იქნა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება. «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუტის შესახებ» კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევები არ ითვალისწინებენ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას საარჩევნო უბნების საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახალი გადათვლის შედეგად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნლიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ტ. ქ-იას სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 24.07.02წ. ¹130/2002 განკარგულება «¹..... ქ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ზოგიერთ საარჩევნო უბნის 14.07.02წ. ქ. ზუგდიდის საკრებულოსა და გამგებლის არჩევნების შედეგების გადათვლის შესახებ».
2. ვ. ც-იას სასარჩელო განცხადება ცსკოს 29.07.02წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ცსკოსათვის 130/2002 განკარგულების შესრულების ვადის 2002წ. 15 აგვისტომდე განსაზღვრის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ქ. ზუგდიდის საკრებლოსა და გამგებლის არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენის მიზნით ¹..... ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ¹...., ¹...., ¹....., ¹....., ¹..... საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების გახსნის და ხელახალი გადათვლის დავალების, გადათვლის დასრულებამდე 18.07.02წ. შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.