Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-71-კ-ს-01 20 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 26 ნოემბერს ქ.თბილისის სკრებულომ მოპასუხეთა _ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი), საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სს «ე.-ი-ე.» თ. მიმართ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა «ელექტროენერგიის სამომხმარებლო და ელექტროენერგეტიკული სექტორის შიდა გამოფენის შესახებ» სემეკ-ის 2001 წლის 14 ნოემბრის ¹12 დადგენილების მეორე თავის მე-9 მუხლის I პუნქტისა და ¹6 ცხრილის ბათილად ცნობა, რომლითაც ელექტროენერგიის განაწილების საშუალო შეწონილი ტარიფი სს «ე.-ი-ე.» თ. განისაზღვრა 6,29 თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე (7,548 თეთრი/კვტსთ დღგ-ს ჩათვლით), მათ შორის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით 220-380 ვოლტი – 7,72 თეთრი/კვტსთ დღგ-ს ჩათვლით, 6-10 კილოვოლტი – 6,33 თეთრი/კვტსთ დღგ-ს ჩათვლით 6-10 კილოვოლტი – 6,33 თეთრი/კვტსთ დღგ-ს ჩათვლით.

მოსარჩელე – ქ.თბილისის საკრებულო სემეკ-ის 2001 წლის 14 ნოემბრის ¹12 დადგენილებაში ტარიფების ზრდის ბათილად ცნობას ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციული საპრცოესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე იმ მოტივით, რომ დადგენილება მიღებულია საკრებულოს კატეგორიული შენიშვნების გაუთვალისწინებლად, იუსტიციის სამინისტროში მისი რეგისტრაცია ყოველგვარი განხილვისა და რეგისტრაციისათვის სავალდებულო პროცედურების გარეშე მოხდა იმ პერიოდში, როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ ჰყავდა, ხოლო აქტის ბათილად ცნობის სხვა გარემოებებზე მოსარჩელე შემდგომში მიუთითებს დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში. 2001 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის «ვ» პუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა შემდეგი მოტივით:

1. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 25-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილის საფღუძველზე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის «ვ» პუნქტსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილს შორის კოლიზია კი არ არსებობს, არამედ ადმინისტრაციული პროცესის სპეციალური ნორმა – 29-ე მუხლი აკონტროლებს იმ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებს, რომელთა მოქმედება თავისთავად ჩერდება სარჩელის აღძვრით და ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის «ვ» პუნქტის ზოგადი ნორმის გამოყენება დავის გადაწყვეტამდე ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვისას, დაშვებულია;

2. სემეკ-ის გასაჩისრებული დადგენილება, «ნორმატიული აქტების შესახელ» კანონის მე-151 მუხლის თანახმად, უდავოდ ნორმატიული აქტია, ადმინისტრაციული საპროცესოო კოდექსის კი დავის გადაწყვეტამდე ნორმატიული აქტის შეჩერების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებას არ დაეთანხმა ქ.თბილისის საკრებულო, რომელიც კერძო საჩივრით, შემდეგი საფუძვლით ითხოვს განჩინების გაუქმებას და სარჩელის უზრუნველყოფის სახით დავის გადაწყვეტამდე სემეკ-ის დადგენილების სადავო მუხლის მოქმედების შეჩერებას:

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის «გ» პუნქტის თანახმად, სასამართლომ არასწორად განმარტა «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 151 მუხლი, როცა სემეკ-ის სადავო დადგენილება ნორმატიული აქტად მიიჩნია, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამავე კანონით, სემეკ-ის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ «ელექტროენერგეტიკის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და იერარქიით უფრო დაბლა დგას, ვიდრე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

2. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 25-ე მუხლის I ქვეპუნქტის თანახმად, ნორმტიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ენიჭება იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ აქტს. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპრცოესო კოდექსის 198-ე მუხლის «ვ» პუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა გასაჩივრებული აქტის მოქმედება, ვინაიდან სემეკ-ის დადგენილება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.

თბილისის საოლქო სასამართლომ 2001 წლის 18 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ქ.თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის «ვ» პუნქტით სარჩელის უზრუნველყოფის სახით გათვალისწინებული «სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტი» დააკონკრეტა საქართველოს ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა და ადმინისტრაციულმა საპროცესო კოდექსმა, რომელთა თანახმადაც შეჩერებას ექვემდებარება მხოლოდ გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელის უზრუნველყოფის სახით, დავის გადაწყვეტამდე სემეკ-ის სადავო ¹12 დადგენილების საქმედების შეჩერებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-151 მუხლი უსწოროდ განმარტებისა და სასამართლო კოლეგიის 5 დეკემბრის განჩინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის «გ» პუნქტით გაუქმების თაობაზე, რადგან მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს, კოლეგიამ სწორად გამოიყენა დაგანმარტა ზემოაღნიშნული ნორმა, რომლის თანახმადაც ზოგადად სემეკ-ის დადგენილება და ბუნებრივია, სადავო ¹12 დადგენილებაც, წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლის თანახმადაც ზოგადად სემეკ-ის დადგენილება და ბუნებრივია, სადავო ¹12 დადგენილებაც, წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც ამავე კანონის მე-2 მუხლის I ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ე» პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული, შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტია, შეიცავს დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

2. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს კანონთა კოლიზიასთან დაკავშირებით და ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც სამართლებრივად წარმოადგენს იგივე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო, მართალია, არსებითად ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 და 18 დეკემბრის განჩინებებს სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის თაობაზე, მაგრამ მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ უსწოროდ განმარტა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების დაუშვებლობის საკითხი. სახელდობრ, საქართველოს ადმინისტრაიცლი საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე მუხლები ითვალისწინებენ მხოლოდ ადმინისტრაციული აქტების ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «დ» პუნქტით განმარტებული ინდივიდუალური სამართლებრივი (ადმინისტრაციული) აქტების მოქმედების შეჩერებას, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების საკითხს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საერთოდ არ არეგულირებს. ამიტომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწალის თანახმად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით «სარჩელის უზრუნველყოფა» და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» პუნქტით, რომლის თანახმადაც: «სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება». სამართლებრივი აქტი, «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის 1-2 ნაწილის თანახმად, არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი, რომელიც ორი სახისაა – ნორმატიული და ინდივიდუალური.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია სარჩელის უზრუნველყოფის სახით სადავო სამართლებრივი აქტის, როგორც ინდივიდუალურ-სამართლებრივი (ადმინისტრაციული), ასევე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსმა 29-ე მუხლის I ნაწილით დამატებით დააწესა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც, სარჩელის წარდგენა სასამართლოში თავისთავად (ავტომატურად) აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაიცლი (ინდივიდუალური) აქტის მოქმედებას, განსხვავებით ნორმატიული აქტებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის მოქმედების შეჩერაბა დავის გადაწყვეტამდე არ არის დამოკიდებული სასამართლოს ნებაზე. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის «ვ» პუნქტსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილს შორის კოლიზია კი არ არსებობს, არამედ ადმინისტრაციული პროცესის სპეციალური ნორმა – 29-ე მუხლი აკონკრეტებს იმ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებს, რომელთა მოქმედება თავისთავად ჩერდება სარჩელის აღძვრით, მაგრამ არ კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის სახით დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას.

ნორმატიული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან იგი შეიცავს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს და შესაბამისად, მისი სოციალური დატვირთვაც უფრო დიდია (საზოგადოების ბევრად უფრო ფართო წრეს ეხება), აკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის სახით ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას ნათელი უნდა იყოს ამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი ნორმატიული აქტის კანონიერების თაობაზე ან უზრუნველყოფის გამოუყენებოლბა არსებით ზიანს უნდა აყენებდეს მხარეს ან შეუძლებელს ხდიდეს მისი კანონიერი უფლებების დაცვას ან გადაწყვეტილების აღსრულებას (სამოქალაქო საპრცოესო კოდექსის 191-ე მუხლი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის I ნაწილი).

რადგან კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული ნორმატიული აქტის _ სემეკ-ის 2001 წლის 14 ნომებრის ¹12 დადგენილების მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად არ უთითებს ზემოაღნიშნულ რომელიმე გარემოებაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სარჩელის უზრუნველყოფის სახით, დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება _ სემეკ-ის 2001 წლის 14 ნოემბრის ¹12 დადგენილების სადავო ნორმის ბათილად ცნობა, ზოგადი ადმინისტარიციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამოიწვევს აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რაც შესაძლებელს გახდის მიყენებული ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურებას მომატებული ტარიფით გადახდილი თანხის დაბრუნების ან სამომავლოდ გადასახდელ თანხაში ჩათვლის გზით. ამიტომ, გარდა მოთხოვნის დაუსაბუთებლობისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობა არ გამოიწვევს მხარისათვის არსებითი ზიანის მიყენებას და არც შეუძლებელს გახდის შემდგომში კანონიერი უფლებების დაცვას ან გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 და 18 დეკემბრის განჩინებებს და ცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო დავის გადაწყვეტამდე სემეკ-ის 2001 წლის 14 ნოემბრის ¹12 დადგენილების გასაჩივრებული ნორმის მოქმედების შეჩერებაზე კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, 29-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწალით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 და 18 დეკემბრის განჩინებები.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება