Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-106/144კ 21 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა შემდეგი შემადგენლობით:

ბადრი მეტრეველი (თავმჯდომარე),

ვალერი ხრუსტალი,

მერაბ ტურავა,

ბესიკ კობერიძე,

ნანა კლარჯეიშვილი,

ნუგზარ სხირტლაძე,

ბეჟან ხიმშიაშვილი,

როზა ნადირიანი,

მიხეილ გოგიშვილი

დავის საგანი: შემნახველი სალაროს ანაბრის წიგნაკებზე რიცხული საჭოთა მანეთის თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

პირველმა კასატორმა _ რ. შ-შვილმა 1999 წლის 1 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს «გ. ქ. ბ.» საბურთალოს ¹.... ფილიალის მიმართ აღძრა სარჩელი, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში რომლითაც მოითხოვა 1986 წლიდან მისი და აწ გარდაცვლილი მეუღლის გ. ც-ძის მიერ შემნახველი სალაროს წიგნაკზე შეტანილი 226 029 მანეთის შესაბამისი თანხის 365 000 დოლარის იძულებითი წესით დაბრუნება.

მოპასუხე გაერთიანებული ქართული ბანკის ფილიალმა თ.შ-შვილის სარჩელი არ ცნო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 1993 წლის ¹575 დადგენილების «საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის ¹363 საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹716 ბრძანებულების, ასევე «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანნის 48-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ შემნახველი სალაროს ანგარიშზე რიცხული ყველა თანხა და მათ შორის თ.შ-შვილის ანაბარიც გადაანგარიშებული იქნა დადგენილი წესით და ანაზღაურებაც «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის «ვ» პუნქტის შესაბამისად მოხდებოდა. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ქართული ბანკი არასათანადო მოპასუხეა და მოპასუხეთდ ჩართული უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 1999 წლის 1 ოქტომბრის სხდომაზე მოსარჩელემ თავად დააყენა შუამდგომლობა გაერთიანებული ქართული ბანკის არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.

მეორე მოპასუხემ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც არ ცნრო სარჩელი და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფომ იკისრა მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი ანაბრების ნაწილობრივი კომპენსაცია, რაც ეტაპობრივად ხორცილდება კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ყოველწლიური ბიუჯეტის გათვალისწინებით ასიგნებების ფარგლებში, ირველი ჯგუფის ინვალიდებისა და სოციალურად დაუცველი მოსახდეობის რიგითობის დაცვით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 28 მარტის განჩინებით რ. შ-შვილის საქმე განსჯადობით გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ გაერთიანებული ქართული ბანკის 2000 წლის 28 აპრილის ¹4-1-1. 5-117/825 წერილის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელის რ. შ-შვილის სახელზე ბანკის ¹.... ფილიალში გახსნილ ანგარიშზე ერიცხებოდა ანაბრის ნაშთი და გასაცემი ინდექსაციის თანხა:

1. ანგარიშის ¹08247, გახსნილია 1990 წლიდან – 15287 მანეთი «ინდექსაციის თანხა - 122,82 ლარი;

2. ანგარიში ¹051633, გახსნილია 1991 წლიდან _ 5417 მან. ინდექსაციის თანხა – 82,89 ლარი;

3. ანგარიში ¹ 0573544 – გახსნილია 1991 წლიდან – 28632 მან., ინდექსაციის თანხა – 144,48 ლარი;

4. ანგარიში ¹8619 – გახსნილია 1980 წლიდან – 28238 მან – 221,50 ლარი:

5. ანგარიში ¹31380 – გახსნილია 1991 წლიდან – 56967 მან. ინდექსაციის თანხა _ 347, 70 ლარი;

6. ანგარიში ¹0575866 _ გახსნილია 1991 წლიდან – ინდექსაციის თანხა 167,04 ლარი.

სულ რ. შ-შვილის ანგარიშზე რიცხული თანხის _ 226029 საბჭოთა მანეთის ინდექსირებულმა თანხამ შეადგინა 1086 ლარი, 43 თეთრი, სულ ¹11506 და ¹30269 საანაბრო ანგარიშიდან 32191 მან და 59297 მან თანხით ამ ცნობის თანახმად არ აღმოჩნდა რ. შ-შვილის სახელზე ბანკში გახსნილი.

მეორე კასატორმა _ ე. გ-იამ 1998 წლის 22 ივნისს მიმართა ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს სს «გ. ქ. ბ.» ჩუღურეთის ¹3/29 ფილიალს მიმართა და მოითხოვა მის საკუთარი და თავის ოჯახის წევრების სახელზე შეტანილი ანაბრებზე რიცხული 184 836 საბჭოთა მანეთის ნაზღურება დაურიცხავი პროცენტობის და ინდექსაციის გათვალისწინებით სულ 560000 აგგ დოლარის. მეორე მოპასუხის საქართველოს პრეზიდენტის მიმართ კი მოსარჩელე გრიგოლია ითხოვდა: 1) «მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 დლეკებრის ¹716 ბრძანებულების ბათილად ცნობის თავისი დახმარებით;

თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 25 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა როგორც სასამართლოს არაქვემდებარე. 1999 წლის 1 თებერვალს სასამართლომ ხელმეორედ განიხილა ე. გ-იას სარჩელი ანაბრებზე რიცხული თანხის ანაზღაურების შესახებ, რაზეც უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა, რაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც განსჯადობით საქმე განსახილველად ვაკის რაიონულ სასამართლოს გადასცა და ვაკის სასამართლომ კი 1999 წლის 28 მაისის განჩინებით საქმის მასალები განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიას.

1998 წლის 4 მაისს მოსარჩელე ე. გ-იამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა კონსტიტუციური სარჩელის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოპასუხედ პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განიხილა რა კონსტიტუციური სარჩელი 1999 წლის 21 ივნისის განჩინებით სასამართლო წარმოება შეწყვიტა სადავო ბრძანებულებაში არსებითი ხარისხის ცვლილებების შეტანის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ «გ. ქ. ბ.» 2001 წლის 28 ივნისის ¹1-2/62-1235 ცნობის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ე. გ-იას «გ. ქ. ბ.» ფილიალები ინდექსაციის გათვალისწინებით ერიცხებოდა ანაბრის შემდეგი თანხა:

1. ფოთის ფილიალი, ანგარიში ¹65390 ანაბარი _ 0-11 ლარი, ინდექსაციის თანხა 6,24 ლარი;

2. გარდაბნის ფილიალი, ანგარიში ¹13807, ანაბარი – 0,10 ლარი ანაბარი, ინდექსაციის თანხა – 0,20 ლარი;

3. თბილისის დიდუბის ფილიალი (ყოფილი ჩუღურეთის შემნახველი ბანკი) ანგარიში ¹159101 ანაბარი _ 0-13 ლარი, ინდექსაციის თანხა 124-41 ლარი;

4) ¹-578259 ანგარიში განულებულია და ინდექსაციის თანხა შეადგენს 0,98 ლარს;

5) მთაწმინდის ფილიალი, ანგარიში ¹16466 ასევე გან ინდექსაციის თანხა – 7,33 ლარი;

«გაერთიანებული ქართული ბანკის 2001 28 ივნისის ¹1-2/62-1235 ცნობის მიხედვით ე. გ-იას სახელზე გაზრდილ ანგარიშზე ირიცხებოდა ინდექსაციის თანხა 139 ლარი და 56 თეთრი.

ანაბრების ინდექსაციის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით შექმნილ სახელმწიფო კომისიის 1999 წლის სხდომის ¹3 საოქმო გადაწყვეტილების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 27 სექტემბრის ¹213 ბრძანებით გამონაკლისის სახით ინდექსაციის თანხა უნდა გადაცემულიყო 92 მეანაბრეზე, მათ გორის რ. შ-შვილზე ¹35 და ე. გ-იაზე ¹20, რაც მეანაბრეთა მიწეწით არ შესრულდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სასამართლოს და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული ქართული ბანკის ¹4-1-1-5-117/825 წერილზე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის ¹575 დადგენილების (საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო სუბიექტად გამოცხადების შესახებ) I და V პუნქტით საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულების «მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ლარის ნაშვების შესახებ» I და მე-4 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების «მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი საზსრების ინდექსაციის მექანიზმსა და მისი განხორციელების შესახებ» და «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის I პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელე რ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 1086 ლარის და 43 თეთრის გადახდა, ხოლო ამავე კოლეგიის 2000 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე ე. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 139 ლარის და 56 თეთრის ანაზღაურება. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოტანისას იხელმძღვანელა შემდეგი ნორმატიული აქტებით:

ა) საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის ¹575 დადგენილების «საქართველოს რესპუბლიკიის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონის ერთადერთი კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცადების შესახებ I და V პუნქტის თანახმად, 1993 წლის 3 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიერ საგადამხდელო საშალებად გამოცხადდა კუპონი და საბანკო ანგარიშებზე მანეთიდან გადაყვანილ იქნა ეროვნული ბანკის კუპონზე, შეფარდებით 1:1;

ბ) საქართველოს სახელმწიფო მეთარის 1995 წლის 16 სექტემბრის ¹363 ბრძანებულების ¹მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ლარის გამოშვების შესახებ» I და მე-4 პუნქტი შესაბამისად, 1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ეროვნული ვალუტა «ლარი» და კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით 1000000 კუპონი : 1 ლარი;

გ) საქართველოს მოსახლეობის მიერ საბჭოთა კავშირის შემნახველ სალაროებში შეტანილი ანაბრები დაექვემდებარა ინდექსაციას, რომლის განხორციელების მექანიზმი დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულებით ¹ მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმსისა და მისი განხოარციელების შესახებ»;

დ) «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის I პუნქტის «ა» ქვეპუნქტითა და II პუნქტით, მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება სახელმწიფო ვალით იქნა აღიარებული, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 16 მაისისა და 20 ივლისის გადაწყვეტილებები საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ, ისინი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილებების გაუქმებასა და მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვენ იმ მოტივით, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიფენა საქართველოს პრეზიდენტის ¹716 ბრძანებულება, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 15 სექტემბრი განჩინებით საკასაციო აჩივრები ერთ წარმოებად გაერთიანდა, ხოლო 2000 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ე. გ-იას შუამდგომლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე ¹3გ/ად-106/114კ გაერთიანებულ საქმეზე შეჩერდა საკასაციო წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში ე. გ-იას კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტამდე, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულება, 1999 წლის 8 ივნისის ¹362 ბრძანებულებასთან ერთად და «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს I კოლეგიის 2001 წლის 13 იანვრის განჩინებით აღნიშნული სამართალწარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან ბრძანებულებით «საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ» ძალადაკარგულად ჩაითვალა სადავო ნორმატიული აქტები – საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹716 და 1999 წლის ¹362 ბრძანებულება, რითაც იმავდროულად მოისპო «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის სადავო ნაწილის შინაარსიც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 24 ივლისის განჩინებით განახლდა საკააციო წარმოება და საქმე განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

დიდ პალატაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას, კასატორ რ. შ-შვილის წარმომადგენელმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოითხოვა თბილისის საოლქო საამართლოს 2000 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის ¹716 ბრძანებულება, რომელიც უკვე ძალადაკარგულია და ხელახლა განსახილველად დაბრუნების გარეშე, დიდი პალატის მიერ სარჩელის დაკმაყოფილება. კერძოდ, ანაბარზე რიცხული, მისი კუთვნილი 226000 საბჭოთა მანეთის შესაბამისი 226000 ლარის რ. შ-შვილისათვის ანაზღაურება, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე.

კაატორ ე. გ-იას წარმომადგენელმაც ასევე მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაუბრუნებლად, სამოქალაქო კოდექსის 383-ე, 389-ე და 874-ე მუხლის საფუძველზე, 184 857 ლარის ანაბრის თანხის ანაზღაურების თაობაზე ე. გ-იას სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი ე. გ-ია ნაწილობრივ არ დაეთანხმა თავის წარმომადგენელს და საქართველოს ამოქალაქო კოდექსის მე-6, 21-ე, 38-ე, 367-ე, 368-ე, 371-ე, 389-ე, 427-ე, 434-ე, 623-ე, 859-ე, 998-ე და 1507-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მისი საკუთრების, ანაბარზე რიცხული 956 536 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოწინააღმდეგე მხარეთა – საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრები არ ცნეს, უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვეს მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. შ-შვილისა და ე. გ-იას საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 16 მაისისა და 20 ივლისის გადაწყვეტილებები და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო;

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 103-ე და 389-ე მუხლების თანახმად, მოქალაქეთა შრომითი დანაზოგი, სახელმწიფო შრომით შემნახველ სალაროებსა და საკრედიტო დაწესებულებებში განთავსებული ანაბრები და მათზე მოგების სახით დარიცხული პროცენტი წარმოადგენდა მოქალაქეთა პირად საკუთრებას, ხოლო სახელმწიფო უზრუნველყოფდა ანაბრების საიდუმლოებას, მათ დაცვასა და მეანაბრის პირველი მოთხოვნისთანავე გაცემას. «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის I პუნქტის «ა» ქვეპუნქტითა და II პუნქტით, მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება სახელმწიფო ვალად იქნა აღიარებული, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების შესაბამისად.

«მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ» ¹716 ბრძანებულება სადავო ანაბრების ინდექსაცია-გაცემის მომწესრიგებელი ერთადერთი ნორმატიული აქტი იყო, ამიტომ თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა და შესაბამისად, განსახილველი საკასაციო საჩივრების ძირითადი მოტივიც ამ ბრძანებულების გამოყენების კანონიერებას ეხებოდა. «საქართველოს მოსახლეობისათვი ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი ღონისძიების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ¹716 ბრძანებულება, რის გამოც კასატორებმა მოხსნეს საკასაციო საჩივრის აღნიშნული საფუძველი და დავის გადაწყვეტა მოითხოვეს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე. ამასთან, ¹258 ბრძანებულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე ნორმატიული აქტის შემუშავება.

თბილისის საოლქო სსამართლომ დავის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოების, კასატორთა ანაბრები ინდექსირებული თანხის, დადგენისას იხელმძღვანელა სს «გაერთიანებული ქართული ბანკის» 2000 წლის 28 აპრილის ¹4-1-1-5-117/825 და 28 ივნისის ¹1-2/62-1235 ცნობებით, რომლებშიც ინდექსირებული თანხები უკვე ძალადაკარგული ¹716 ბრძანებულების საფუძველზეა დაანგარიშებული. ვინაიდან კასატორმა ე. გ-იამ დიდ პალატაზე საქმის განხილვისას სადავოდ გახადა საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, მის ანაბრებზე რიცხული ინდექსირებული თანხის ოდენობა, ამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლიდან გამომდინარე, დიდ პალატას ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რადგან საჭიროა საქმის ამ უმთავრესი ფაქტობრივი გარემოების, კასატორთა ანაბრებზე რიცხული ინდექსირებული თანხის, ზუსტი განსაზღვრა, რომლის მექანიზმსაც შეიმუშავებს პრეზიდენტის ¹258 ბრძანებულებით შექმნილი სამთავრობო კომისია. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ უნდა მოხდეს კასატორთა ანაბრებზე რიცხული თანხების ხელახალი დაანგარიშება, ე.ი. ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი გამოკვლევა-დადგენა, რაც სპეციალურ საფინანსო-ეკონომიკურ ცოდნას მოითხოვს და საჭიროებს საქმეში ექსპერტის ან სპეციალისტის მოწვევას, რისი განხორციელებაც საკასაციო ინსტანციაში პროცესუალურად დაუშვებელია, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო პალატა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ამოწმებს მხოლოდ კასაციის ფარგლებში, კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების თვალსაზრისით, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა კი უნდა განახორციელოს პირველი ინსტანციის სასამართლომ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი პალატა მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელია, შესაბამისად საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს და 412-ე მუხლის თანახმად, საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. შ-შვილისა და ე. გ-იას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 16 მაისის და 20 ივლისის გადაწყვეტილებები და გაერთიანებული საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.