Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-233-კ-01 22 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ქ. ხობის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებისა და ხობის რაიონის ადგილობრივი მმართველობის დადგენილების გაუქმება, სადავო მიწის ნაკვეთის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 8 ივნისს ცეკავშირის «ს.» დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა ხობის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ 1993 წლის 29 დეკემბრის მიწის შერჩევის აქტის საფუძველზე ქ. ხობის საკრებულოს გამგეობამ 1994 წლის 6 იანვრის ¹2 განკარგულებით ცეკავშირის სისტემას ბაზრის მოსაწყობად, ქალაქის ცენტრში, გამოუყო 2200კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საკრებულომ 1995 წლის 25 აგვისტოს ¹22 გადწყვეტილებით და ამავე წლის 28 სექტემბრის განკარგულებით აღნიშნული ტერიტორიიდან შპს «უ.» გადასცა 1000კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ხოლო მოგვიანებით ხობის რაიონის გამგეობამ 2000 წლის 28 მარტის ¹18 დადგენილებით ბაზრის ტერიტორიაზე გამოაცხადა ტენდერი და ამავე წლის ¹43 დადგენილებით 178,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით გაასხვისა, რითაც დაირღვა მათი, როგორც მესაკუთრის უფლებები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვინაიდან საკრებულოს 1994 წლის 6 იანვრის ¹2 განკარგულებით ისინი იყვნენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ქ. ხობის საკრებულოს გამგეობასა და ხობის რაიონის გამგეობას არ ჰქონდათ კანონიერი უფლება მათ საკუთრებაში არსებული ქონება გაესხვისებინათ. მოსარჩელემ ქ. ხობის საკრებულოსა და ხობის რაიონის გამგეობის განკარგულების, გადაწყვეტილებისა და დადგენილების გაუქმება და უკანონოდ ჩამორთმეული ტერიტორიის დაბრუნება მოითხოვა.

მოპასუხე – ქ. ხობის საკრებულოს გამგეობამ სარჩელი არ სცნო და მიუთითა: ცეკავშირის «ს.» დაპარტამენტი სადავო ტერიტორიის მესაკუთრე არასოდეს ყოფილა, აღნიშნული ტერიტორია მას გადაცემული ჰქონდა დროებით სარგებლობაში და იმის გამო, რომ ბაზარმა ვერ შესძლო გამოყოფილი ტერიტორიის მთლიანად ათვისება აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 1000კვ.მ. მიწის ფართი საკრებულომ შესაბამისი დადგენილებით გადასცა შპს «უ.». ვინაიდან სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ არასასოფლო-სამეუურნეო მიწის ნაკვეთს, კანონის თანახმად საკრებულო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა შესაბამისა ქმედება.

მოპასუხე – ხობის რ-ნის გამგეობამ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ სადავო ნაკვეთი ირიცხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთად, იგი რეესტრში არ ყოფილა დაფიქსირებული მოსარჩელის სახელზე, ამიტომ «სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის შესაბამისად ადგილობრივი მართველობის გამგეობები უფლებამოსილნი იყვნენ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილება მიეღოთ თავად, აქედან გამომდინარე გამგეობის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისება კანონიერად განხორციელდა.

მოპასუხე _ შპს «უ.» სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ქ. ხობის საკრებულოს მიერ კანონიერად განხორციელდა სადავო ფართის გამოყოფა, რის შდეგადაც შპს «უ.» გახდა 1000კვ.მ. მიწის ფართის კანონიერი მფლობელი.

ხობის რაიონული სასამართლოს 2001 წლი 23 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქის საკრებულო უფლებამოსილი იყო 1995 წლის 25 აგვისტოს ¹22 გადაწყვეტილებისა და 28 სექტემბრის ¹12 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული ტერიტორიიდან 1000 კვ.მ. თავისუფალი მიწის ნაკვეთი გადაეცა შპს «უ.», ხოლო «არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის 3-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად ხობის რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო გაესხვისებინა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით, რაც ხობის რაიონის გამგეობამ 2000 წლის ¹43 დადგენილების საფუძველზე 2200 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 176,5 კვ.მ. ფართი აუქციონის წესით გაასხვისება კანონის თანახმად განხორციელა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ცეკავშირის «ს.» დეპარტამენტმა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 4 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ცეკავშირის «ს.» დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება., რაც იმავე სააფუძვლით საკასაციო წესით გაასაჩივრა «ს.» დეპარტამენტმა.

კასატორი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მისი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორედ განმარტა იგი. ამდენად, საკასაციო სასამარათლო თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწრად მიუთითა კასატორს იმის შესახებ, რომ მთავრობის 1987 წლის 19 მაისი ¹301 დადგენილებით ცეკავშირის გამგეობას ბალანსზე გადაეცა არა ის მიწები რომლებზედაც განლაგებული იყო ბაზრები, არამედ შენობა-ნაგებობები და დანადგარები. ამასთან, საკასაციო სასამარლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებეს და მიიჩნევს, რომ ქ. ხობის საკრებულომ 1994 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით კასატორს გამოუყო 2200კვ.მ. მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის თანახმად არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და აქედან გამოდინარე, მასზე ვერ გავრცელდებოდა კანოით გათვალისწინებული ნივთზე საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველი, ამიტომ აღნიშნული ფართი წარმოადგანდა, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს. ხოლო, სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 2 აგვისტოს ¹283 ბრძანებულების თანახმად, საკრებულოს გამგეობები უფლებამოსილნი იყვნენ თავად განეკარგათ მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. აქედან გამომდინარე, ქ. ხობის საკრებულოს გამგეობის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემა შპს «უ.» კანონშეუსაბამოდ ვერ ჩაითვლება.

ასევე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ «არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» 1998 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის თანახმად მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ხოლო მიიწის გადაცემა ხორციელდება აუქციონის წესით, რაც აღნიშნულ შემთხვევაში ხობის რაიონის გამგეობამ დადგენილების საფუძველზე კანონიერად განახორციელა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის, როგორც სახელმწიფოს საკუთრების განკარგვის უფლება ხობის საკრებულოსა და ხობის რაიონის გამგეობას კანონის თანახმად ჰქონდათ, მითუმეტეს, დაგენილია, რომ ხობის კოოპერატივმა ვერ შესძლო აეთვისებინა Dდროებით სარგებლობაში გამოყოფილი მთლიანი ტერიტორია, რის გამოც ხობის საკრეებულომ კანონიერად მოახდინა თავისუფალი მიწის ნაწილის შპს «უ.» გადაცემა, ხოლო ნაწილი ტერიტორია რაიონის გამგეობამ აუქციონის წესით კანონიერად გაასხვია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ხობის საკრებულოს გამგეობის 1995 წლის ¹22 გადაწყვეტილება და ხობის რაიონის გამგეობის 2000 წლის ¹43 დაგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ცეკავშირის «ს.» დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუიო ნაწილი:

საქართველოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთ პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდდექსის 1-ლი, საქართველოსს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ცეკავშირის «ს.» დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.