¹ბს-1621-1595(კს-11) 12 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ე
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 19 ივლისს მ. მ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2010 წლის 29 მარტის ¹B1002610215; 2010 წლის 3 მაისის ¹B1004437114; 2010 წლის 7 ივნისის ¹146242 და 2010 წლის 14 ივნისის ¹154291 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სს ,,...ის” 2004 წლის წესდების რეგისტრაციიდან მოხსნა და რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის სასარჩელო განცხადების საფუძველზე წარმოებული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
2011 წლის 26 იანვარს მ. მ-მ შუამდგომლობით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა საქმეში სს ,,...ის” დირექტორის ბ. (ბ.) გ-ს მოპასუხედ ჩაბმა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სს ,,...ის” დირექტორის ბ. (ბ.) გ-სათვის მომსახურების საფასურის (100 ლარის) ანაზღაურების დაკისრება და მისი სამსახურიდან განთავისუფლება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს ,,...ი” (დირექტორი ბ. გ-ა).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2010 წლის 29 მარტის ¹B1002610215; 2010 წლის 3 მაისის ¹B1004437114; 2010 წლის 7 ივნისის ¹146242 და 2010 წლის 14 ივნისის ¹154291 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სს ,,...ის” 2004 წლის წესდების რეგისტრაციიდან მოხსნა, რეგისტრაციის ბათილად ცნობა, სს ,,...ისათვის” მომსახურების საფასურის (100 ლარის) ანაზღაურების დაკისრება და ბ. (ბ.) გ-ს სამსახურიდან განთავისუფლება მოითხოვა. აპელანტის ალტერნატიულ სააპელაციო მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის დაბრუნება და სარჩელის დაკმაყოფილება წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2011 წლის 5 ოქტომბერს მ. მ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. მ-მ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაში გამეორებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობები. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებებში არასწორად არის დაფიქსირებული დავის საგანი, მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. ამასთან, განჩინებაში სს ,,...ი” მითითებული არის როგორც მესამე პირი, თუმცა იგი მოცემულ საქმეში მოპასუხეს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. მ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არასწორად არის დაფიქსირებული მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. ამასთან, უსწორობის გასწორების საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ განჩინებაში სს ,,...ი” მითითებული არის როგორც მესამე პირი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მ. მ-ე საქმეში სს ,,...ის” თანამოპასუხედ ჩაბმას ითხოვდა, მაგრამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით სს ,,...ი” საქმეში ჩაება მესამე პირად და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს მას სწორედ მესამე პირის სტატუსი ჰქონდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინების თანახმად, საქმე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სწორედ იმ მიზნით, რომ რაიონულმა სასამართლომ ხელახლა გაარკვიოს საქმეში მონაწილე პირების საპროცესო სტატუსი და დააზუსტოს, თუ რა სასარჩელო მოთხოვნები აქვს მოსარჩელე მხარეს მოპასუხეთა მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.