ბს-1295-1280(კ-11) 12 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 16 დეკემბერს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 18 ნოემბრის ¹01/01-23/09-2189 განკარგულების, 2009 წლის 8 ოქტომბრის ¹01/01-23/09-1831 განკარგულების, პირველი და განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ ოქმების, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2009 წლის 18 ნოემბერს გაცემული ¹01/09-01/23-გ-29683 მიწერილობისა და ლ. ს-ის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი 2009 წლის 20 ივლისის ¹1620/19 ექსპერტიზის დასკვნის ბათილად ცნობა, ასევე მის სახელზე რიცხული, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე უძრავი ქონების შეფასებაზე გამოცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის კანონიერების შესამოწმებლად საინჟინრო-ტექნიკური სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ გაზარდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად დამატებით ვ. მ-ე, ნ. ბ-ი და ლ. ს-ის სახელობის ექსპერტიზის ბიურო მიუთითა.
2009 წლის 21 დეკემბერს მ. ა-მა გაცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ვ. მ-ის, ნ. ბ-ისა და სხვათა სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინაზე ყადაღის დადება და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო აღმასრულებლისათვის სადავო ბინიდან მ. ა-ის გამოსახლების აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2010 წლის 4 იანვარს მ. ა-მა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივრის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავანა ზემდგომ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო მოპასუხეების _ ვ. მ-ისა და ნ. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთს (1/3 ნაწილს) მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში (ზონა თბილისი, სექტორი ..., კვარტალი 05); მ. ა-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით _ მოპასუხეთათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვის გამოყენებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. მ-ე, ნ. ბ-ი, ნ. კ-ია, თ. გ-ი, ვ. ბ-ი, მ. ფ-ე, ს. ჯ-ა, ლ. კ-უ, თ. გ-ე და ხ. დ-ე, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით _ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით მ. ა-ის სარჩელის მოთხოვნა _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 18 ნოემბრის ¹01/09-01/23-გ-29683 მიწერილობისა და ლ. ს-ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 20 ივლისის ¹1620/19 დასკვნის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მ. ა-ის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ ვ. მ-ისა და ნ. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე (1/3 ნაწილზე) მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში, (ზონა თბილისი, სექტორი ..., კვარტალი 05), ყადაღის დადების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
2012 წლის 6 იანვარს კასატორმა _ მ. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. შუამდგომლობის ავტორმა _ მოწინააღმდეგე მხარისათვის მ. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან გამოსახლების აკრძალვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოწინააღმდეგე მხარისათვის მ. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან (ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹5-ში მდებარე ბინიდან) გამოსახლების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ჯ. ხ-ს მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 5 დეკემბერს სს ,,...ი” გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
საკასაციო სასამართლოში განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც მ. ა-ის შუამდგომლობა მოწმის დაბარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის განჩინება;
3. ჯ. ხ-ს დაუბრუნდეს მის მიერ მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 5 დეკემბერს სს ,,...ი” გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. მ. ა-ის შუამდგომლობა მოწმის დაბარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.