Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ¹ ბს-1523-1502(კ-11) 30 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05..11წ. განჩინებაზე.

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო სასამართლო გაეცნო ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 20.10.2011წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მითითებული განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. ასევე, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2011წ. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორს ზ. ხ-ეს 01.12.2011წ. ჩაჰბარდა.

12.12.2011წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ხ-ემ და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან არის უმუშევარი, ჰყავს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი, არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა, ცხოვრობს ნაქირავებში, არ გააჩნია შემოსავალი, არ ღებულობს სოციალურ დახმარებას და თანხის უქონლობის გამო ვერ შესძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კასატორის მითითებით, დამატებით ვადაში წარმოადგენს ბაჟის გადახდის ქვითარს, რის გამოც იშუამდგომლა მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.11წ. განჩინებით კასატორს ზ. ხ-ეს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.10.11წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით; კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვება და დარჩება განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2011წ. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორს ზ. ხ-ეს 26.12.2011წ. ჩაჰბარდა, მიუხედავად ამისა, მის მიერ მითითებული ხარვეზი არ იქნა შევსებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება. კასატორმა ზ. ხ-ემ არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 393-ე-397-ე მუხლებით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე