უსწორობის გასწორების შესახებ
ბს-1503-1509(კს-11) 10 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლების საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება.
აღნიშნული განჩინების დადგენილებით ნაწილში, კერძოდ მე-2 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა და ნაცვლად ,,უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება.” მითითებულია: ,,უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება.”
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად თავისი ინიციატივით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-2 პუნქტში უნდა გასწორდეს უზუსტობა და ნაცვლად: ,,უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება.” მიეთითოს: ,,უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება” შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით, განჩინება აკრეფილია კომპიუტერის საშუალებით, რა დროსაც არასწორად მიეთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინების დადგენილებით ნაწილში: ,,უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება.”
მითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ შესწორებას და საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-2 ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: - ,,უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებაში შეტანილ იქნეს შესწორება და აღნიშნული განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: - ,,უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინება”;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.