Facebook Twitter

ბს-19-19(კ-12) 23 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ლ-მა 2011 წლის 7 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირი ნ. მ-ის მიმართ, რომლითაც სარეგისტარციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 ნოემბრის ¹882010876894 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 იანვრის ¹2152 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მემკვიდრეობის საფუძველზე დუშეთის, სოფ. ...ში 1500 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით ნ. ლ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ. ლ-ი.

მესამე პირმა, გ. ლ-მა დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 19 მაისის ნ. მ-ის სახელზე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრაციის ჩანაწერი;

2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მემკვიდრეობის საფუძველზე დუშეთის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. ლ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ;

3. ბათილად იქნეს ცნობილი ნ. მ-ის სახელზე გაცემული 1996 წლის 21 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹11.

ნ. ლ-ის მიერ არაერთგზის იქნა დაზუსტებული სარჩელი და საბოლოოდ 2011 წლის 17 მაისს დაზუსტებული სარჩელით მან მოითხოვა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება ¹2152;

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ¹882010876894 სარეგისტარციო წარმოების შეჩერების შესახებ;

3. ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1996 წლის 20 იანვრის დადგენილება ¹1 ოქმი ¹4 იმ ნაწილში, რომელიც წარმოადგენს 1996 წლის 21 იანვრის ¹11 მიღება-ჩაბარების აქის საფუძველს და ბათილად იქნეს ცნობილი 1996 წლის 21 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹11, რომლის საფუძველზეც ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

4. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მემკვიდრეობის საფუძველზე დუშეთი, სოფ. ...ში 1500 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის და გ. ლ-ის სასარჩელო განცხადებები არ დაკმაყოფილდა. აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ. ლ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ნ. ლ-ისა და გ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო

საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ნ. ლ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 01 ნოემბრის განჩინება;

3. ნ. ლ-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის (2011 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო დავალება ¹5032113498 და 2011 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო დავალება ¹5032120766; გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილვეელ საქმეებზე) 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.