ბს-1337-1322(კ-11) 08 თებერვალი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
06.12.10წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ღ-მ მოპასუხეების ლ. ხ-ისა და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 10.11.10წ. ჩატარებული აუქციონის შედეგების, კერძოდ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ¹A10062183-010/001 ოქმისა და 12.11.10წ. ¹A10062183-013/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ლ. ღ-მ მოითხოვა ლ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე – ქ. ქუთაისი, ...ის ქ. ¹2-ში (...ის ქუჩა ¹2ა) არსებულ ¹4 ბინაზე ყადაღის დადება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.12.10წ. განჩინებით - ლ. ღ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ლ. ხ-ის სახელზე რიცხულ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹2-ში (...ის ქუჩა ¹2ა) მდებარე ¹4 ბინას ფართით 72,64 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ¹...).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.01.2011წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ლ. ღ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 1205 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.12.2010წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა მოეხსნა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. ¹2-ში (...ის ქ. ¹2ა) მდებარე ¹4 საცხოვრებელ ბინას ფართით 72,64კვ.მ. (საკადასტრო კოდი ¹...).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ღ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2011წ. გადაწყვეტილებით ლ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.01.2011წ. გადაწყვეტილება ლ. ღ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 1205 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ღ-ს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში საქმის წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით სულ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი 250 (100+150) ლარი. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.01.2011წ. გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ღ-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. აღნიშნულის გამო, ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ღ-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.11წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ლ. ღ-ს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.