Facebook Twitter

ბს-1425-1407(2კ-2კს-11) 1 თებერვალი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-მ, ა. გ-მ, მ. კ-მა და ლ. ჯ-მ 09.11.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების, საქართველოს ფინანსთა სამინსტროს და სსიპ _ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის 03.08.10წ. ¹044336 სამართალდარღვევის ოქმის, ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილის 24.08.10წ. საბაჟო შეტყობინების და 24.08.10წ. ¹601/1615/10 საბაჟო შეტყობინების დასაბუთების, სსიპ _ შემოსავლების სამსახურის 08.09.10წ. ¹1692 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 18.10.10წ. ¹1472/2/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.03.11წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის, მ. კ-ის, ლ. ჯ-ისა და ა. გ-ის სარჩელი შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძლობის გამო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 03.08.10წ. ¹044336 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო და კერძო საჩივრები შეიტანეს მ. ბ-მ, მ. კ-მა, ლ. ჯ-მ და ა. გ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.11წ. განჩინებით მ. ბ-ის და ა. გ-ის სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.03.11წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მ და ა. გ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.11წ. განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორის წარმომადგენელს ი. ა-ს დაუბრუნდეს მის მიერ ა. გ-ის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.