Facebook Twitter

ბს-1519-1498 (კ-11) 15 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 24 ივლისს მ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მესამე პირების- დ. გ-ს, თ. ფ-ს, ს. გ-ის, ს. გ-ს, რ. გ-ს, რ. გ-ს და რ. ფ-ს მიმართ.

2009 წლის 3 ნოემბერს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მ. ფ-მა წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 2 ივლისის ¹882009176971-07; 2009 წლის 5 ივლისის ¹882009176971-08 და 2009 წლის 25 სექტემბრის ¹882009295866-03 ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას; მოსარჩელე ასევე ითხოვდა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული რ. გ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული რ. გ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული ხ. გ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული რ. ფ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული ს. გ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული თ. ფ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული დ. გ-ზე; ბათილად ცნობას.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 2 ივლისის ¹882009176971-07; 2009 წლის 5 ივლისის ¹882009176971-08 და 2009 წლის 25 სექტემბრის ¹882009295866-03 ადმინისტრაციული აქტები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელე მ. ფ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში_ შემდეგი მონაცემებით; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული რ. გ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული რ. გ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული ხ. გ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული რ. ფ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული ს. გ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული თ. ფ-ზე; ნაკვეთის საკადასტრო კოდი ¹... გაცემული დ. გ-ზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და რ. გ-მა, დ. გ-მა, ს. გ-მა, ს. გ-მ, რ. გ-მ, რ. ფ-მ და თ. ფ-მ.

აპელანტი- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

აპელანტი- გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

აპელანტები- დ. გ-ა, თ. ფ-ა, ს. გ-ი, ს. გ-ა, რ. გ-ა, რ. გ-ა და რ. ფ-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და დ. გ-ის, თ. ფ-ს, ს. გ-ის, ს. გ-ის, რ. გ-ს, რ. გ-ს და რ. ფ-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ფ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მ. ფ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ფ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ს-ს უნდა დაუბრუნდეს მ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ა. ს-ს დაუბრუნდეს მ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.