Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1705-1677(კ-11) 23 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.11 წ. განჩინებაზე ო. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.11 წ. განჩინებით ო. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.06.11 წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩვრით გაასაჩივრა ო. კ-მა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.11. წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით ო. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ერთი ასლი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.12 წ. განჩინებით ო. კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.11. წ. განჩინებით განსაზღვული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი ო. კ-ის წარმომადგენელს _ ი. ბ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე 07.02.12 წ. ჩაბარდა. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 14.02.12 წ. (სამშაბათი) ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 16.02.12 წ. მომართა განცხადებით, რომლითაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განცხადება ფოსტის განყოფილებას ჩაბარდა 15.02.12 წ. ე.ი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დარღვევით, ამასთან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სრულად. ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი (300 ლარი) გადახდილ იქნა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (14.02.12 წ.) ვერ გახდება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი, ვინაიდან კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.11. წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დაევალა გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე ო. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო ი. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. ი. ბ-ს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ 14.02.12 წ. ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.