Facebook Twitter

ბს-994-987(კ-11) 8 თებერვალი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ს-ის უფლებამონაცვლის ლ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-მ 06.06.08 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის და მ. ჯ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ.ბათუმის მერიის 19.08.99წ. ¹78 გადაწყვეტილების (თ. თ-ის ნაწილში) და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის 05.10.99წ. ¹68 ექსპლუატაციაში მიღების აქტის ბათილად ცნობა და მ. ჯ-ის დავალდებულება შეწყვიტოს საერთო სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონო მშენებლობა და მოახდინოს მისი დემონტაჟი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.09წ. გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის 19.08.99წ. ¹78 გადაწყვეტილების და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის 05.10.99წ. ¹68 ექსპლუატაციაში მიღების აქტის ბათილად ცნობის და ქმედების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.09წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.09წ. განჩინებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.09წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რეგიონულ სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.03.10წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ლ. ს-ის გარდაცვალების გამო, მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.11.10წ. განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება განახლდა, ლ. ს-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ლ. დ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.12.10წ. გადაწყვეტილებით ლ. ს-ის უფლებამონაცვლის ლ. დ-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის 19.08.99წ. ¹78 გადაწყვეტილების და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის 05.10.99წ. ¹68 ექსპლუატაციაში მიღების აქტის ბათილად ცნობის და ქმედების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.12.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-მ და მისმა წარმომადგენელმა ა. ბ-მ, რომლითაც მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.12.2010 წლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის 19.08.99წ. ¹78 გადაწყვეტილების (თ. თ-ის ნაწილში) და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის 05.10.1999 წლის ¹68 ექსპლუატაციაში მიღების აქტის ბათილად ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.11წ. განჩინებით ლ. ს-ის უფლებამონაცვლის ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.12.10წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. დ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ლ. დ-ს დაუბრუნდეს ჯ. ე-ის მიერ (13.07.11 წლის საგადახდო დავალება ¹1) ლ. დ-ის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.