Facebook Twitter

ბს-1590-1569(კ-11) 7 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ა. ე-ის სარჩელისა გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ლ. ე-ის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ა. ე-მა სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ლ. ე-ის მიმართ და მოითხოვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 10 ივნისის ¹323 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება მიეღო დადგენილება ახალქალაქის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის 1998 წლის 12 თებერვლის ¹85 მიწის მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.1).

მოპასუხეებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ლ. ე-მა შესაგებლებით ა. ე-ის სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 37-43; 54-61; ტ.1)

ა. ე-ის სარჩელთან დაკავშირებით მოპაუხე ლ. ე-მა შეგებებული სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ე-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე (იხ. ს.ფ. 89-97; ტ.1).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ა. ე-ის შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში (იხ. ს.ფ. 127-128; ტ.1).

2010 წლის 19 ოქტომბერს მოპასუხე ლ. ე-მა განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ა. ე-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის ¹0151008020 საქმე ა. ე-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაყალბების ფაქტზე (იხ. ს.ფ. 164-166; ტ.1).

Aახლქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ. ე-ს უარი ეთქვა საქმის წარმოების შეჩერებაზე (იხ. ს.ფ. 169-170; ტ.1).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ა. ე-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 262-265; ტ.1).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ე-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 269-271; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით ა. ე-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 277-282; ტ.1).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ა. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 354-364; ტ.1).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ე-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ის. ს.ფ. 372-385; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ა. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 19-30; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ე-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 35-44; 61-71 ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ა. ე-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 73-74; ტ.2).

ლ. ე-ის წარმომადგენელმა მოსაზრებით მოითხოვა ა. ე-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 77-78; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ა. ე-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ა. ე-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ა. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ა. ე-ის სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ა. ე-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე