გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-9ა 18 დეკემბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ბ. მეტრეველი,
ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა შპს «ზ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგო-რიის საქმეთა პალატის 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გაუქმებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 17 მარტის განჩინება, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც შპს «ზ-ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა _ დეპარტამენტ «ს-ოსა” და შპს «ზ-ს” შორის 1993 წლის 27 თებერვალს დადებული საიჯარო ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვალა იმავე ვადით და იმავე პირობებით, ე.ი. 2003 წლის 1 თებერვლამდე. გაზეთ «.....-ში” 1999 წლის 14 მაისის ¹21-22-ში გამოქვეყნებული ცნობიდან «საქართველოს ენერგოგენერაციის ობიექტების გასახელმწიფოებრიობის წინადადების მოთხოვნის შესახებ” ზემოაღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის _ შპს «ზ-ის” გასახელმწიფოებრიო-ბის შესახებ გამოქვეყნებული ცნობა ჩაითვალა ბათილად. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს «ზ-ის” სარჩელი დეპარტამენტ «ს-ოსა” და შპს «ზ-ს” შორის 1993 წლის 27 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულების ქონების მართვის სამინისტროსთან (როგორც დეპარტამეტ «ს-ოსPუფლებამონაცვლესთან) იგივე ვადით და იგივე პირობებით გაგრძელებულად ცნობის შესახებ და ქონების მართვის სამინისტროს გაზეთ «......” საინფორმაციო ცნობარიდან შპს «ზ-ის” ამორიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს «ზ-ის” წარმომადგენლის მოსაზრება, რომ ქონების მართვის სამინისტროს არ გამოუხატავს ნება სადავო საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მიიჩნია, რომ ქონების მართვის სამინისტრომ სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატა თავის 1997 წლის 5 მაისის ¹04-6-2030 წერილით. საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ საქმეში არსებული მტკიცებულებე-ბიდან და გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ ქონების მართვის სამინისტროს სა-დავო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება არ სურდა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და არც ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული გარემოების დამადასტურებ-ლად საკასაციო სასამართლომ მიიჩნია ის, რომ შპს «ზ-ის” წარმომადგენელ თ. ჩ-ეს, მისივე განმარტებით, ქონების მართვის სამინისტრომ, მიუხედავად არაერთი მომართვისა, უარი უთხრა სადავო საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის საკითხის მოქმედ კანონმდებლობის შესაბამისად მოწესრიგებაზე.
შპს «ზ-ის” დირექტორი თ. ჩ-ე განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის გადასინჯვის თაობაზე, ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 1998 წლის 24 დეკემბერს შპს «ზ-სა” და სს «თ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ელექტროენერგიის ნასყიდობის თაობაზე ექვსი წლის ვადით. მიუთითებს, რომ «თ-იდან” 14.08.2000 წელს მიღებული წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და კომპანია «ა-ს” შორის დადებული საპრივატიზაციო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომელიც გაფორმდა მხარეებს შორის 1998 წლის 21 დეკემბერს. შპს «ზ-სა” და სს «თ-ს” შორის გაფორმებული ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება, განმცხადებლის განმარტებით, წარმოადგენდა სს «თ-ის” აქციათა პაკეტის პრივატიზაციის ხელშეკრულების ძალაში შესვლის წინაპირობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გაუფორმა, რა კომპანია «ა-ს” ხელშეკრულება სს «თ-ის” აქციათა პაკეტის პრივატიზაციის თაოაბზე, გამოხატა თავისი თანხმობა შპს «ზ-სა” და შპს «ს-ოს” შორის 1993 წლის 27 თებერვალს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე იმავე ვადითა და იმავე პირობებით. მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები მისთვის უცნობი იყო საქმის სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ ეს გარემოება უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” პუნქტით განსაზღვრულ გარემოებად. რის გამოც უნდა მოხდეს საქმის წარმოების განახლება.
ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება, განმცხადებლის განმარტებით, ინახება ქონების მართვის სამინისტროში, ითხოვს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ გამოითხოვოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და კომპანია «ე-ის” მიმართ 1998 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ქონების მართვის სამინისტროსაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იმსჯელა შპს «ზ-ის” ზემოაღნიშნული განცხადების დასაშვებობის საკითხზე. 2000 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მიიღო იგი წარმოებაში; დაავალა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატისათვის ქონების მართვის სამინისტროსა და კომპანია «ე-ის” შორის 1998 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სს «თ-ის” აქციების პრივატიზების შესახებ.
საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ქართული ვარიანტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში წარმოდგენილ იქნა 2000 წლის 7 დეკემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე გამოცხა-დებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს «ზ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქართველოს ქონების მმართვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მასა და კომპანია «ე-ის” შორის 1998 წლის 21 დეკემბერს დადებულ სს «თ-ის” აქციათა პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან ირკვევა, მასში მითითებული არის «ზ-იდან” ჰიდროელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებაზე. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების დანართ 3-ში «დამატებითი ხელშეკრულებები” მითითებულია, რომ «ქვემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულებები დამატებაა, დამატებითი ხელშეკრულებების სახით თანდართულია ხელშეკრულებაზე: შემდეგ მითითებულია ჰიდროელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები, მათ შორის 1,3 პუნქტში მითითებულია «ზ-ი”. «ზ-ია” მითითებულია ასევე აღნიშნული ხელშეკრულების 51-ე გვერდზე 11.13 პუნქტის «გ” ქვეპუნქტში. აღ-ნიშნულის გათვალისწინებით და ხელშეკრულების მთელი ტექსტის ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს შემადგენლობას მიაჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულების დადების დროისათვის, 1998 წლის 21 დეკემბერს, ჰიდროელექტროსადგური «ზ-ი” ფლობდა და ექსპლუატაციას უწევდა შპს «ზ-ს”, ეს გარემოება ცნობილი იყო ქონების მართვის სამინისტროსათვის. მას არ მიუღია არავითარი ზომები შპს «ზ-ის” მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების ამოღებისათვის, სს «თ-ის” აქციათა პრივატიზაციის ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე მხარეა ქონების მართვის სამინისტრო და შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ტექსტი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოში წარდგენილი რომ ყოფილიყო აღნიშნული ხელშეკრულება მტკიცებულების სახით და პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს საქმეზე გადაწყვეტილება გამოეტანათ მისი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, შეიძლება გამოეწვია საკასაციო სასამართლოს მიერ განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა.
ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქმის ზეპირი განხილვისას ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო ხელშეკრულების შინაარსი და მასში «ზ-სა” და სს «თ-ს” შორის დადებული ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების გათვალისწინება ცნობილი იყო შპს «ზ-ისათვის” საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების გამოტანამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შემადგენლობას სარწმუნოდ მიაჩნია შპს «ზ-ის” განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარემოება მისთვის ცნობილი გახდა სს «თ-ის” 14.08.2000 წლის ¹1-04/464 წერილით, რომელსაც ხელს აწერს იურისტი დავით კაპანაძე. სასამართ-ლოს მიაჩნია, რომ შპს «ზ-ს” თავისი ბრალის გარეშეEარ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახლად აღმოჩენილ გარემოებასა და მტკიცებულებაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «ზ-სა” და სს «თ-ს” შორის 1998 წლის 24 დეკემბრის ნასყიდობის ხელ-შეკრულება არ წარმოადგენს სს «თ-ის” აქციათა პაკეტის პრივატიზაციის ხელშეკრულების წინაპირობა და განუყოფელ ნაწილს და ამიტომ, იგი არ უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად. სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია გამოირკვეს, ქონების მართვის სამინისტრომ განუცხადა თუ არა შპს «ზ-ს” 1993 წლის 27 თებერვლის ხელშკერულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შემადგენლობას მიაჩნია, რომ შპს «ზ-ის” განცხადებაში ახლად აღმოჩნილ გარემოებათა გამო საქმის წარმოე-ბის განახლების შესახებ, მოყვანილი გარემოებები და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის ¹3გ-ად-63-კ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმის წარმოება უნდა განახლდეს და საქმე თავიდან განსახილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაეგზავნოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგო-რიის საქმეთა პალატამ, იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე, 430-ე მუხლის მე-3 და 431-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ზ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 18 ივლისის ¹3გ-ად-63-კ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და საქმე თავიდან განსახილველად გადაეცეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.