Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-9-კს-01 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსკბ «თ.” საკუთრებაში არსებულ შენობზე დადებული ყადაღის მოხსნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სარჩელი აღძრა სსკბ «თ.” მიმართ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოითხოვა ქ. თბილისში, .... გამზ. ¹ 27 მდებარე შენობაზე მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა. საქმეში მესამე პირად ჩართულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2000 წლის 11 დეკემბერს დმოუკიდებელი სარჩელი აღძრა და იმავე მოპასუხის – სსკბ «თ.” მოითხოვა როგორც ვალის დაბრუნების ხელშეკრუელბის გაფორმება, ასევე, რუსთაველის გამზ. ¹ 27 მდებარე შენობის იპოთეკით დატვირთვა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა საქართველოს ეროვნული ბანკის სარჩელის გამო «თ.” მიმართ, სარჩელზე უარის თქმის მოტივით და შესაბამისად გაუქმდა ამავე კოლეგიის 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით «თ.” კუთვნილი ზემოაღნიშნული შენობის დაყადაღების შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 25 იანვრის იმავე განჩინებით გაგრძელდა საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთან სამინისტროს სარჩელისა გამო «თ.” მიმართ ვალის დაბრუნების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კვლავ დაედო ყადაღა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შენობას, მდებარე თბილისში, ... გამზ. ¹ 27.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 25 იანვრის განჩინებაზე სსკბ «თ.” შეიტანა კერძო საჩივარი და მისი აგუქმება მოითხოვა შენობის დაყადაღების ნაწილში, არც საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არ დააკმაყოფილა დაუშვებლობის ადა დაუსაბუთებლობის მოტივით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსკბ «თ.” წარმომადგენლის ა. თ-არის კერძო საჩივარი უმოძრაოდ იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადაუხდელობის გამო და ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა 2001 წლის 22 მარტამდე.

2001 წლის 13 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა სს «თ.” წარმომადგენელმა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობით და მოითხოვა საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმადაც მხარეები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანისა თუ სასამართლო აქტების გასაჩივრების შესახებ, თავადვე შეუძლიათ უარი თქვან სარჩელზე (სააპელაციო–საკასაციო საჩივარზე), ცნონ სარჩელი (საჩივარი) ან დავა დაამთავრონ მორიგებით. დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით ასევე დასაშვებია კერძო საჩივარზე უარის თქმაც, ანალოგიურად სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკბ «თ.” წარმომადგენლის ა. თ-არის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესაჰხებ დასაშვებია, უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს კერძო საჩივარზე საქმის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მესამე მუხლებით, მეცხრე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-7 მუხლებით, 272 მუხლის «გ” პუნქტით, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს სსკბ «თ.” წარმომადგენლის ა. თ-არის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და შეწყდეს კერძო საჩივარზე საქმის წარმოება.

2. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილშისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

3. სსკბ «თ.” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2500 ლარის გადახდა.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.