1418აპ ქ. თბილისი
18 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატების – მ. გ-სა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განაჩენით კ. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 208-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გაუქმდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მარტის ბრძანება შპს «---»-ისა და მისი ---ის კ. მ-ის ანგარიშებზე: «--- ბანკის» ანგარიში ნომერი --, «---ბანკის» მიმდინარე ანგარიში ¹--, სავალუტო ანგარიში --, «---» ანგარიში ¹--, «---ბანკის» ანგარიშსწორების ანგარიში --, საალუტო ანგარიში ¹--, სს «--- ბანკი» ანგარიშსწორების ანგარიში ¹--, სავალუტო ანგარიში ¹--, ¹--, ¹--, «გქბ» ანგარიში ¹--ზე _ ყადაღის დადების შესახებ.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი კ. მ-ის ოფისის ჩხრეკისას ამოღებული «მაკაროვის» სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდითა და შვიდი ცალი საბრძოლო ვაზნით, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს --- სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს --- სამმართველოს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი კ. მ-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 11,430 აშშ დოლარი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სს «--- ბანკს».
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი კ. მ-ის ოფისის ჩხრეკისას ამოღებული შემდეგ დასახელების ბეჭდები და შტამპები: კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ---, ქ. ---ის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ე. ფ-ას --- ბეჭედი კოდით --, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის -- და ---ის ბეჭედი კოდით --, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის --- ბეჭედი კოდით --, სს «---ს» ბეჭედი კოდით --, საქართველოს --- დეპარტამენტის შტამპი, წარწერით: «---» კოდით ¹--, პატარა ზომის შტამპები წარწერებით 24 ჯან 2006 და 25 ჯან 2006, სს «--- ბანკის» ცენტრალური ფილიალის --- განყოფილების კლიენტთა მომსახურების განყოფილების შტამპი კოდით -- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი კ. მ-ის ოფისის ჩხრეკისას ამოღებული, საქმეზე არსებული ის დოკუმენტაცია, რომელზეც გამოყენებულია მისი ოფისის ჩხრეკისას ამოღებული ბეჭდები და შტამპები, კერძოდ, კ. მ-ის მიერ სს «--- ბანკში» წარდგენილი 2004 წლის -- ივლისის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, (¹--\--\--\-\-- გან. რეგისტრაცია --\--), ---ს ნ. ბ-ის ოფისიდან ამოღებული 2004 წლის -- ივლისის (--\--\--\-\-- გან. რეგისტრაცია --\--), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 2004 წლის 23 აგვისტოს, შპს «---» და შპს «---სს» შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმებული ---ს ე. ფ-ას მიერ, რეესტრის ნომერი -- - --), სს «--- ბანკის» ¹-- ფილიალში გახსნილი წიგნაკი ანგარიშით ¹--, ¹--\--, ცნობა ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ, საბაჟო დეკლარაციების ასლები აზერბაიჯანიდან საქართველოში თხევადი გაზის შემოტანის შესახებ:
ჩ --,--\--. ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\--
ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- ჩ --,--\-- აგრეთვე საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ გაყალბებული ამონაწერი და სს «---ს» საკადასტრო რუქის ქსეროასლები, რომლებიც ერთვის სს ¹-- საქმეს და შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენით კ. მ-ლს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ბანკისათვის სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა. მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის არაერთგზის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში: კ. მ-ლი, იყო რა შპს „---ის“ ---რი, 2005 წლის 28 დეკემბერს, თითქოსდა სამეწარმეო მიზნებისათვის სესხის მისაღებად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მიმართა სს „--- ბანკის“ ფილიალის ---ს განყოფილებას და განაცხადა, რომ სურდა 300 000 აშშ დოლარის ოდენობის მიზნობრივი კრედიტის მიღება, რომლის ქონებრივ უზრუნველყოფას მოახდენდა, თითქოსდა, მისი ფირმის - შპს „---ის“ კუთვნილი, ქ. თბილისში, ---ის გზატკეცილის ¹--ში მდებარე მიწის ფართით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. ამ მიზნით მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, კრედიტის გამოსატანად საჭირო დოკუმენტაციის გასაყალბებლად დაამზადა სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ყალბი ბეჭდები და შტამპები, კერძოდ: საქართველოს --- სამინისტროს --- რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის --- ბეჭედი, ქ. ---ის სანოტარო ბიუროს ---ს ე. ფ-ას --- ბეჭედი კოდით --, ქ. ---ის საგადასახადო ინსპექციის ბეჭედი კოდით --, საქართველოს სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ბეჭედი კოდით --, სს „---ს“ ბეჭედი კოდით --, საქართველოს --- დეპარტამენტის შტამპი წარწერით „---“ კოდით ¹--, პატარა ზომის შტამპები _ ---, სს „--- ბანკის“ ფილიალის ---ს განყოფილების კლიენტთა მომსახურების განყოფილების შტამპი კოდით --, აგრეთვე შემდეგი დასახელების დოკუმენტები: კერძოდ 2004 წლის 23 აგვისტოს შპს „--- და შპს „---ს“ შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული ე. ფ-ას მიერ (რეესტრის ნომერი -- - --), საბაჟო დეკლარაციების ასლები აზერბაიჯანიდან საქართველოში თხევადი --- შემოტანის შესახებ, აგრეთვე გაყალბებული ამონაწერი --- რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ და სს „---ს“ --- რუკის ქსეროასლები. მან სს „--- ბანკიდან“ მოტყუებით თანხის დაუფლების განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, აღნიშნული ბანკის --- ფილიალის ---, ე. კ-ლს 2006 წლის იანვრის დასაწყისში, ხოლო 2006 წლის 31 იანვარს კი ---ს ნ. ბ-ეს საკუთრების დასადასტურებლად წარუდგინა გაყალბებული ამონაწერი --- რეესტრიდან (¹--/--/--/--/-- რეგისტრაცია --/--) დამოწმებული საქართველოს --- სამინისტროს --- რეესტრის ეროვნული სააგენტოს ---ის სარეგისტრაციო სამსახურის ყალბი --- და --- ბეჭდებით და დადასტურებული აღნიშნული სამსახურის ---ის – ნ. ბ-ის სახელით შესრულებული ყალბი ხელმოწერით, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქ. თბილისში, ---ის გზატკეცილის ¹68ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა შპს „---ის“ საკუთრებას, მაშინ, როდესაც ქ. თბილისში, ---ის გზატკეცილის ¹--ში მდებარე 4842 კვ. მიწის ნაკვეთზე (სარეგისტრაციო ¹--/--/--/--/--) 1998 წლის -- დეკმბერს რეგისტრირებული იყო (რეგისტრაციის ¹--/--) შპს „---ს“ საკუთრების უფლება. ამასთან, 2003 წლის 13 სექტემბერს გაცემული იყო როგორც მოქალაქე ჯ. დ-ას კუთვნილი ქ. თბილისში, ---ის ¹26-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2004 წლის 24 აგვისტოს „---ის“ საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის მიზნით, მან მოატყუა რა შპს „---ის“ --- ჯ. ხ-ლი, მიიყვანა იგი ქ. თბილისში, ---ის გზატკეცილის ¹--ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების აუდიტორული შეფასების ჩასატარებლად და მოტყუებით მიიღო ¹-- აუდიტორული დასკვნა, რომლის შესაბამისადაც ზემოაღნიშნული ქონების ღირებულებამ შეადგინა 913685, 5 ლარი. აუდიტორული დასკვნის საფუძველზე მან კვლავ მოტყუებით შეცდომაში შეიყვანა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლო და 2004 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით შპს „---ის“ საწესდებო კაპიტალში შეატანინა ცვლილებები, რითაც საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 2000 ლარიდან გაიზარდა 91568, 5 ლარამდე. ყოველივე აღნიშნული კი მან --- და ---ის საგადასახადო განყოფილებიდან მიღებულ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერთან, წინასწარ დანაშაულებრივად დამზადებულ ყალბ ¹--/-- ცნობასთან ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ სხვა ყალბ საბუთებთან ერთად წარადგინა ხსენებულ ბანკში კრედიტის მიღების მიზნით, მაშინ, როდესაც საქართველოს --- სამინისტროს --- რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ¹--/-- ცნობა ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ, 2006 წლის 30 იანვარს გაცემული იყო ა. კ-ზე შპს „---ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ---ის მასივი, -- კვარტალი კორპ. ¹22.
გარდა აღნიშნულისა, მან ,,--- ბანკის» ზემოაღნიშნული თანამშრომლები მიიყვანა თავის ოფისში (მდებარე ქ. თბილისი, ---ის ქ. --, ბ. 12), სადაც იმის დასტურად, რომ მისი ფირმა ეწეოდა თხევადი --- შემოსავლიან ბიზნესს, მათ წარუდგინა დანაშაულებრივად დამზადებული შემდეგი ნომერაციის, კერძოდ:
ჩ--,--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/--
ჩ--,--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/--
ჩ--,--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/--
ჩ--,--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/--
ჩ--,--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/--
ჩ--,--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/--
ჩ--,--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/--
ჩ--,--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/-- ჩ--,--/--/--
ჩ--,--/--
ყალბი საბაჟო დეკლარაციების ასლები, თითქოსდა, აზერბაიჯანიდან საქართველოში თხევადი --- შემოტანის შესახებ, მაშინ, როდესაც აღნიშნული ნომერაციის საბაჟო ოპერაციები განხორციელებული იყო სხვა ფირმებისა და ორგანიზაციების მიერ.
სს „--- ბანკიდან» კრედიტის მოტყუებით მიღების მიზნით, მან შეიქმნა კეთილსინდისიერი ბიზნესმენის იმიჯი და ხსენებული ბანკის ---ს _ ე. კ-ლს განუცხადა, რომ მას სს „--- ბანკის“ ¹-- ფილიალში გახსნილ ¹-- ანგარიშზე ჰქონდა ფულადი თანხა - 93680 აშშ დოლარის ოდენობით და წარუდგინა ამ ბანკის შემნახველი წიგნაკი გაყალბებული ნაშთის მონაცემებით, მაშინ, როდესაც კ. მ-ლს ზ/აღნიშნული ანგარიშის გახსნისას შეტანილი ჰქონდა მხოლოდ 10 აშშ დოლარი და ამ ანგარიშზე როგორც სალარო, ისე სავალუტე ოპერაციები არ იყო განხორციელებული.
გარდა აღნიშნულისა, მან კვლავ გააგრძელა რა სს „--- ბანკის“ ---ს განყოფილების საკრედიტო ---ის – ე. კ-სა და ამავე ბანკის ---ის – გ. ჯ-ის მოტყუება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სს „--- ბანკის“ კუთვნილი თანხის კრედიტის სახით მიღებისა და შემდგომი დაუფლებისათვის, აღნიშნული პირები მიიყვანა ქ. თბილისში, ---ის გზატკეცილის ¹--ში და მოტყუებით განუცხადა, რომ ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა მისი კომპანიის _ შპს „---ის“ საკუთრებას. კ. მ-საგან მიღებულ ზემოხსენებულ ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე, რომ მის ნათქვამში ეჭვი არ შეპარვიათ, ე. კ-მა და გ. ჯ-მა შეადგინეს სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც წარუდგინეს სათავო ოფისის ხელმძღვანელობას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ვინაიდან „--- ბანკის“ ხელმძღვანელობამ რეალურად მიიჩნია კ. მ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, 2006 წლის 1 იანვარს ქ. თბილისის --- სანოტარო ბიუროს ---ს ნ. ბ-სთან მან გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სს „--- ბანკის» ცენტრალური ფილიალის ---ს განყოფილებიდან მიიღო მიზნობრივი კრედიტი 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 2006 წლის 1 თებერვალს 200 000 აშშ დოლარი ¹-- ჩეკით მიიღო ხელზე, რითაც სს „--- ბანკს“ გაცემული თანხის პროცენტთან ერთად მიადგა დიდი ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი - 237. 683.56 აშშ დოლარის ოდენობით. მანვე 2005 წლის დეკემბრის თვეში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი შვიდი საბრძოლო ვაზნით, რასაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის კუთვნილ ოფისში, მდებარე ქ. თბილისი, ---ის ქ. ¹--, ბინა ¹12-ში. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულ იქნა 2006 წლის 9 თებერვალს შსს კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, რის შემდეგაც კ. მ-ლი იმავე დღესვე დააკავეს ზემოაღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ზემოაღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები მ. გ-ვა და თ. გ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, განაჩენი ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კანონომდებლობის მოთხოვნების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
მსჯავრდებულ კ. მ-ზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული და გამოკვლეული ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ოფისის ჩხრეკის ოქმით, კ. მ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, სს ,,--- ბანკიდან» ამოღებული დოკუმენტაციით და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო და საოლქო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული კ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და თვლის, რომ მის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ კ. მ-ლს საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა გაუნახევრდეს და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ კობა მემანიშვილს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მსჯავრდებულ კ. მ-ლს საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულ კ. მ-ლს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.