გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-37-კ-01 13 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავი საგანი: არასაცხოვრებელი ფართი.
აღწერილობითი ნაწილი:
1994 წლის 8 ივლისს თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ რეგისტრაციაში გაატარა შპს «ს.”, დამფუძნებლები – დ. ს-ია, ვ. ნ-ია, ჯ. ღ-შვილი, იურიდიული მისამართი – თბილისი ... 1994 წლის 28 ივლისს თბილისის მერიის არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ «ს.” გაიცა ... 78Ìმ2 არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობაზე სარეგისტრაციო მოწმობა ¹ 3915 შპს «ს.” პარტნიორებს შორის წარმოშობილი უთანხმოების გამო, 1995 წლის 17 თებერვალს მოხდა იჯარით აღებული ფართის გაყოფა: 52Ìმ2 გამოეყო დ. ს-იას და ჯ. ღ-შვილს, ხოლო 26 მ2 – ვ. ნ-იას. 1995 წლის 11 იანვარს დიდუბის რაიონის გამგეობის ¹12 განკარგულებით შეიქმნა შპს «კ.”, 1996 წლის 26 სექტემბერს დიდუბის რაიონის სასამართლოს დადგენილებით, რეგისტრაციის ¹ 2/957, რეგისტრირებულ იქნა შპს-მ «ნ.”, დირექტორი ვ. ნ-ია, ამავე სასამართლოს მიერ, ასევე, დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმე «...”. 1996 წლის 1 სექტემბერს შპს-მ «ნ.” და დიდუბის რაიონის სსკ (საბინაო-საექსპლუატაციო უბანი) ¹ 24 გააფორმეს ხელშეკრულება ¹ 491 ... მდებარე 26Ìმ2 არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის შესახებ, 2000 წლის 11 სექტემბრამდე ვადით, რაზეც თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა იმავე დღეს გასცა არასაცხოვრებელი ფართის სარეგისტრაციო მოწმობა ¹ 6094.
თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა 1996 წლის 25 სექტემბრის ოქმით ¹ 4/5 დააკმაყოფილა შპს «კ.” მოთხოვნა ... მდებარე 76,63 მ2 არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვაზე.
თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 4 მარტის ¹ 1/3/152 ბრძანებით გაუქმდა შპს «ნ.-ზე” გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ¹ 6094, 26Ìმ2 არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის შესახებ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 30 აპრილის ¹ 1-3/395 ბრძანებით შეიქმნა ... მდებარე 76,6 მ2 არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზებო კომისია, 7 მაისის ¹ 1-4/262 ბრძანებით ობიექტის საპრივატიზებო ღირებულება განისაზღვრა – 489,09 აშშ დოლარი, ასევე პრივატიზების ფორმად დადგინდა იჯარა-გამოსყიდვა, ხოლო კონკურსის დღედ – 1997 წ. 12 ივნისი, რის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნდა 1997 წლის 10 მაისს გაზეთ «ს. და ს.”. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის საკონკურსო კომისიის 1997 წლის 12 ივნისის ¹ 16/4 ოქმის მიხედვით კონკურსში მონაწილეობდა შპს «კ.” (წარმომადგენელი გ. გ-ძე) და დ. ჩ-უა. კონკურსში გაიმარჯვა დ. ჩ-უამ, რის საფუძველზეც 1997 წლის 19 ივნისს დ. ჩ-უასა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს შორის დაიდო ... მდებარე 76,63 მ2 არასაცხოვრებელი ფარითს 10 წლით იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
1997 წლის 19 ივნისის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ინიდვიდუალურმა მეწარმე დ. ჩ-უამ 1997 წლის 1 დეკემბერს სარჩელი აღძრა შპს-ს «ნ.” წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართიდან საწარმოს გამოსახლება. დავა არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. 1998 წლის 21 დეკემბრის დიდუბის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. ჩ-უას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე – შპს «ნ.-ს” გამოსახლებაზე. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 4 მარტის ¹ 1-3/152 ბრძანება შპს «ნ.-ის” სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის ¹ 6094 (26 მ2 ქირავნობის) გაუქმების შესახებ და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა. სასამართლო დავის პროცესში დ. ჩ-უა 1997 წლის 19 ივნისის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების თანახმად ახდენდა არასაცხოვრებელი ფართის გამოსყიდვას და 1999 წლის 11 მარტს, საიჯარო ქონების სრულად გამოსყიდვის შემდეგ, დ. ჩ-უაზე თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ გასცა თბილისში, ... განთავსებული 76,69Ìმ2 არასაცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹N23/574.
1999 წლის 20 აპრილს დ. ჩ-უამ საზედამხედველო საჩივარი შეიტანა დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზე, რაც დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. 1999 წლის 2 ივლისს თბილისის სახელმწფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «ნ.-ს” შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა დიდუბის რაიონის სსკ ¹ 24-სა და შპს «ნ.-ს” შორის ... მდებარე 26 მ2 არასაცხოვრებელ ფართზე 1996 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების გადაფორმება, კერძოდ ¹ 24 საბინაო-საექსპლოატაციო უბნის ნაცვლად, გამქირავებლის უფლებამოსილება გადავიდა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოზე.
2000 წლის 6 იანვარს მოპასუხე ვ. ნ-იამ შპს _ «ნ.-ს” წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელე დ. ჩ-უასა და თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
1. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 4 მარტის ¹ 13/152 ბრძანების (შპს «ნ.-ზე” გაცემული ¹ 6094 სარეგისტარციო მოწმობის გაუქმების შესახებ) გაუქმება;
2. 1997 წლის 12 ივნისს ჩატარებული კონკურსის უკანონოდ ჩათვლა;
3. 1997 წლის 19 ივნისს დადებული იარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება;
4. 1999 წლის 11 მარტს გაცემული ¹ 23/574-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის არიონული სასამართლოს 2000 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვათ დ. ჩ-უას და ვ. ნ-იას სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 146-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე, დაკმაყოფილდა დ. ჩ-უას სარჩელი და სააპელაციო საჩივარი, ხოლო ვ. ნ-იას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით:
1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლსო მოსაზრება შპს «ს.” მიერ სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული 78Ìმ2 არასაცხოვრებელი ფართობის პარტნიორთა შორის გაყოფის უკანონობის თაობაზე, რადგან მუნიციპალურ ქონებაზე კერძო პირთა ამგვარი შეთანხმება ეწინააღმდეგება «იჯარის შესახებ” 1994 წლის კანონსა და «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ” დებულებას.
2. 1996 წლის 11 სექტემბერს დიდუბის რაიონის სსუ ¹ 24-სა და შპს «ნ.-ს” შორის დაიდო შპს «კ.” იჯარით გაცემულ 26Ìმ2 ფართობზე ქირავნობის ხელშეკრულება და გაიცა არასაცხოვრებელი ფართის სარეგისტრაციო მოწმობა ¹N6094, რომლის საფუძვლად მითითებულია დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 26 სექტემბრის ¹ 2/358 გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო პალატის აზრით უსწოროა, რადგან ამ გადაწყვეტილებით ვ. ნ-იას უარი ეთქვა შპს «ს.” აღდგენაზე და შპს «კ.” გაუქმებაზე, ხოლო 26Ì2 სადავო ფართობის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი.
3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ... მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე კონკურსის გამოცხადება-ჩატარება, დ. ჩ-უასთან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადება და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემა განხორციელდა «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ” დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს და ვ. ნ-იას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. 26 მ2 ფართობზე შპს «ნ.-ს” და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 1999 წლის 2 ივლისს დამატებითი ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება, პალატის აზრით, უკანონოა, ვინაიდან ამ გარიგებით მოხდა დ. ჩ-უას კუთვნილი ქონების განკარგვა, ამასთან გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, 2000 წლის 27 ნოემბრისათვის აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკვე ამოწურული იყო, რადგან დაიდო 2000 წლის 11 სექტემბრამდე ვადით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ვ. ნ-ია ასაჩივრებს საკასაციო წესით, ითხოვს მის გაუქმებას და ხელახლა არსებითად განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას შემდეგი საფუძვლით:
1. კასატორი სადაოს ხდის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე, სადაო 26 მ2 ფართის მის მიერ ფლობასთან, «კ.” იჯარით გაცემული 76,63 მ2 ფართობის პარტნიორთა შორის გაყოფასთან, მიღება-ჩაბარების აქტთან და სარეგისტარციო მოწმობასთან დაკავშირებით.
2. სასამართლომ არ იმსჯელა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაზე, რაც გამოიხატა დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების იგნორირებით და 1999 წლის 11 მარტს დ. ჩ-უასათვის სადავო ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემით, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლი, «საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-4 მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი.
3. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 393ე მუხლის მე-3 ნაწილი, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები და სათანადო შეფასება არ მისცა 1997 წლის 12 ივნისის კონკურსთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს. სახელდობრ კონკურსის ოქმს, რომლის ნამდვილობას კასატორი სადავოდ ხდიდა, რადგან 1997 წლის 12 ივნისის კონკურსის შედეგების ოქმი ასახულია 1998 წლსი სტამბური წესით დაბეჭდილ ბლანკზე, რომელშიც არის გადასწორებული ადგილები, ხოლო კი მისიის წევრთა ხელმოწერები გაურკვეველია.
მოწინააღმდეგე მხარემ – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ და დ. ჩ-უამ საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობის გამო ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის გაცნობისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-იას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შპს «ს.» 78 მ2 არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის, «ს.» პარტნიორთა შორის მუნიციპალური საკუთრების საიჯარო ფართის 26 მ2 და 52მ2-ად გაყოფის, ცალ-ცალკე გაყოფილი ფართების საწარმოთა მიერ იჯარით აღების შესახებ და მიუთითებს, რომ 1992 წლიდან დღემდე კასატორი კანონიერად ფლობს 26 მ2 სადავო ფართს საიჯარო ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკსაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამომდინარეობენ საქმის მასალებიდან, წერილობითი მტკიცებულებებიდან, მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ეს გარემოებანი დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფსება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შპს «ს.» იჯარით გაცემული მუნიციპალური საკუთრების არასაცხოვრებელი ფართის პარტნიორებს (ფიზიკურ პირებს) შორის გაყოფის არაკანონიერად ცნობა შეესაბამება «იჯარის შესახებ» 1994 წლის კანონს, «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ» დებულებასა და «თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ» სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის ¹ 487 და საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის ¹ 19 ბრძანებულებას.
საკასაციო პალატის აზრით, ასევე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მითითება დ. ჩ-უას მიერ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე, «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-4 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის დარღვევებზე, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-უას უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვა სადავო 26 მ2 არასაცხოვრებელი ფართიდან ვ. ნ-იას გამოსახლებაზე და გაუქმდა თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის 1997 წლის 4 მარტის ¹ 1-3/152 ბრძანება შპს «ნ.-ზე» 1996 წელს გაცემული არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის სარეგისტრაციო მოწმობის ¹ 6094 გაუქმების შესახებ. სსამართლოს გადაწყვეტილებით არ მომხდარა ... მდებარე 76 მ2 არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვაზე 1997 წლის 12 ივნისის კონკურსის შედეგების უკანონოდ ცნობა, ასევე 1997 წლის 19 ივნისს დ. ჩ-უასა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს შორის აღნიშნულ ფართზე 10 წლით იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, რადგან მაშინ ვ. ნ-იას ისინი სადავოდ არ გაუქხდია, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ დ. ჩ-უას მიერ 1997 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად, საიჯარო ქონების ვადაზე ადრე გამოსყიდვა არ ეწინააღმდეგება არც იჯარა-გამოსყიდვის (პრივატიზების) შესახებ კანონმდებლობას, არც საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლს და არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას (შეუსრულებლობას), ამ ნაწილშიც საკასაციო აჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ვინაიდან დ. ჩ-უას მიერ ... მდებარე 76,69 მ2 მთლიანი არასაცხოვრებელი ფართობის გამოსყიდვა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საიჯარო ქონების სრულად გამოსყიდვის შემდეგ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ კანონიერად გასცა დ. ჩ-უას სახელზე გამოსყიდულ მთლიან 76,69 მ2 არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹ 23/57 და დ. ჩ-უა გახდა ფართის კანონიერი მესაკუთრე. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს არგუმენტს, რომ 1999 წლის 2 ივლისს უკვე არამესაკუთრის – თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს «ნ.» სახელზე სადავო 26 მ2 არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემა ¹ 24 საბინაო-საექსპლუატაციო უბანთან 1992 წლის საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმების სახით უკანონოა, ვინაიდან ამ გარიგებით შეილახა დ. ჩ-უას კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე (კონსტიტუციის 21-ე მუხლი) და მოხდა არაუფლებამოსილი პირის – არამესაკუთრის მიერ სხვისი საკუთრების განკარგვა. ამასთან, საოლქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ¹ 24 საბინაო-საექსპლუატაციო უბანთან 26მ2 იჯარის შესახებ ხელშეკრულება შპს «ნ.-ს» დადებული ჰქონდა 2000 წლის 11 სექტემბრამდე ვადით და ამ პერიოდამდე (ამჟამადაც) ვ. ნ-ია ფლობდა და სარგებლობდა სადავო ქონებით, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია სადავო ქონების მართლზომიერი ფლობისათვის, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სადავო ფართიდან ვ. ნ-იას გამოსახლების შესახებ და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს – დ. ჩ-უას უნდა დაუბრუნდეს სადავო 26 მ2 არასაცხოვრებელი ფართი.
სასამართლო ითვალისწინებს ვ. ნ-იას მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, ამასთან იგი არის ლტოლვილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის I ნაწილით ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 390-ე, 399-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ნ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. კასატორი ვ. ნ-ია გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.