Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3გ/ად-126-კ 1 დეკემებერი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა შპს «ი-ა” საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.06.2000 წ. გადაწყვეტილებაზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

14.07.97 წ. შპს «ს-ემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა სამგორის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა კუთვნილი ტერიტორიიდან შპს «ი-ა” გასახლება, პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება, დაკავებული ფართისა და კომუნალური მომსახურების გადასახადის დაკისრება. სამგორის რაიონის სასამართლოს 31.07.97 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ი-ა” დაეკისრა 6000 ლარის გადახდა შპს «ს-ის” სასარგებლოდ, შპს «ი-ა” მიერ დაკავებული შენობა გადაეცა შპს «ს-ეს”. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 04.12.97 წ. დადგენილებით გადაწყვეტილება გაუქმდა, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

04.05.98 წ. შპს «ი-ა” შეგებებული სარჩელით მიმართა სასა-მართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს «ს-ის” სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან ლითონნაკეთობათა საამქროს მიერ დაკავებული ფართის ამორიცხვა და შპს «ს-ის” დირექტორის ნ. ფ-ას მიერ მიყენებული ზარალის 626,26 ლ ანაზღაურება. სამგორის რაიონის სასამართლოს 20.05.98 წ. გადაწყვეტილებით შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დანართის მე-12 პუნქტიდან ამოირიცხა სიტყვა «შენობიანად” და ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის მიერ დაკავებული ფართი დარჩა შპს «ს-ეს”. ამასთანავე, შპს «ს-ეს” უარი ეთქვა შპს «ი-ა” 4400 ლარის გადახდის დაკისრებაზე. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.07.98 წ. განჩინებით 20.05.98 წ. გადაწყვეტილება დარჩა ძალაში გადასახადის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სასამართლოს. სამგორის რაიონის სასამართლოს 08.03.99 წ. გადაწყვეტილებით შპს «ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დანართის მე-12 პუნქტითად ამოირიცხა სიტყვა «შენობიანად”, ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობა დარჩა შპს «ს-ის” საკუთრებაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა საიჯარო ქირის მიღებაზე, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.04.99 წ. განჩინებით საქმე საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში წარმოებით შეწყდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გაუქმდა. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 22.07.99 წ. განჩინებით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებით, შპს «ს-ე” გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არასათანადო მოსარჩელედ იქნა ცნობილი, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიას მოსარჩელემ წარუდგინა დაზუსტებული სასარჩელი განცხადება, რომლითაც მოითხოვა შპს «ი-ა” საკითხების დამადასტურებელი მოწმობის დანართიდან სადავო შენობის ამორიცხვა, ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობის გამოთავისუფლება, მოსარჩელის ღობეზე უნებართვო მინაშენის დაშლა მოპასუხის ხარჯზე და ტერიტორიის გათავისუფლება, მიყენებული ზარალის 22000 ლარის ანაზღაურება. 15.09.99 წ. საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და მოითხოვა შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მთლიანად ბათილად ცნობა. თბილისის საოლქო სასამართლოს 04.10.99 წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «ს-ის” სარჩელი, შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დანართის მე-12 პუნქტიდან ამოირიცხა სიტყვა «შენობიანად”, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე. არ დაკმაყოფილდა აგრეთვე მესამე პირის _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 12.01.2000 წ. განჩინებით გაუქმდა 04.10.99 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიას, რომლის 23.03.2000 წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა შპს «ი-ა” გაცემული საკუთრების მოწმობის დანართის მე-12 პუნქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელე, შპს «ს-ე”, სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: ქ. თბილისში, ...... ¹4-ში მდებარე სამგორის რაიონის აგრარული ბაზარი, რომლის პრივატიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა შპს «ს-ე”, ფუნქციონირებდა 1940 წლიდან და წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას. სამგორის რაიონის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სადავო შენობა ქირავნობის ხელშეკრულებით ჰქონდა გადაცემული მოპასუხისათვის. 1995 წლიდან «ი-ა” შეწყვიტა ქირის გადახდა და მოახდინა შენობის უკანონო პრი-ვატიზება. მოსარჩელის აზრით, სადავო ობიექტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დანართში მოწმობის გაცემის შემდეგაა მიბეჭდილი, ვინაიდან არც 21.12.89 წ. არენდის, არც 01.02.91 წ. იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დანართებში სადავო ობიექტი არ არის მოხსენებული. მოსარჩელის აზრით, შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელი დოკუმეტის სიყალბეს ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მის გაცემას საფძველად უდევს 01.02.91 წ. იჯარა-გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულება და გამოსყიდული ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული ხელშეკრულების დანართში არ არის შეტანილი არც მოსარჩელის კუთვნილი ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობა და არც მოპასუხის სარგებლობაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მრავალი შენობა-ნაგებობანი. დანართებში ქონება შეტანილი და გამოსყიდულია სამჯერ აუცილებელი აფასების გარეშე, ხოლო მოწმობის გაცემის მეორე საფუძველი, გამოსყიდული ქონების მიღება-ჩაბარების აქტი საერთოდ არ არსებობს. მოსარჩელის აზრით, ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის (სადავო) შენობის ერთადერთი მესაკუთრეა შპს «ს-ე”, რაც დასტურდება პრივატიზაციის შედეგად თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით. მოპასუხემ შპს «ი-ა” შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს «ს-ის” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან მის სახელზე რიცხული ლითონნაკთობათა ¹..... უბნის შენობის ამორიცხვა და შპს «ს-ის” დირექტორის ნ. ფ-ასათვის 626,26 ლარის მიყენებული ზარალის ანაზღაურების დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო: სადავო ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობა შპს «ი-ა” საკუთრებას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს 23.03.96 წ. გადაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹.....-ი. სადავო ობიექტის პრივატიზების შემდეგ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა დაიწყო საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრის პრივატიზება, რისთვისაც მიმართა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს, რათა აღრიცხვაზე აეყვანა ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე შენობები და მიწის ფართობი, ობიექტზე მისული ტექინვენტარიზაციის ბიუროს წარმომადგენელი შეცდომაში შეიყვანეს და შპს «ს-ის” სარგებლობაში არსებულ ფართთან ერთად აღრიცულ იქნა ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობაც. შპს «ს-ის” დირექტორმა ნ. ფ-ამ 08.10.96 წ. საამქროში დაამტვრია ლითონის ფორმების ჩამოსასხმელი ღუმელი, 28.04.98 წ. ცულით დაჩეხა წყლის მილი, რის შედეგადაც შეწყდა წყლის მიწოდება, შეუძლებელი შეიქმნა მუშაობის გაგრძელება. საზოგადოების მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შპს «ი-ა” მოითხოვა ნ. ფ-ასათვის 676,26 ლარის დაკისრება.

მესამე პირმა _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მოითხოვა შპს «ი-ა” 29.03.96 წ. გაცემული მოწმობის ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროსა და «ი-ა” შორის 21.12.89 წ. დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ახლავს საიჯარო ქონების ნუსხა და შეფასების აქტები, ქონება შეფასებულია მანეთებში. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 14.09.92 წ. ¹926 დადგენილებით, მინისტრთა კაბინეტის 23.12.93 წ. ¹933 და 16.05.95 წ. ¹263 დადგენილებებით განისაზღვრა გაერთიანებათა, საწარმოთა, ორგანიზაციათა ძირითადი ფონდების და კაპიტალდაბანდებათა გადაფასება და ინდექსირება. მიუხედავად ამისა, შპს «ი-ა” მიერ არ განხორციელებულა დადგენილებებით განსაზღვრულიMძირითადი ფონდების და კაპიტალდაბანდებათა აფასებები და ქონება გამოსყიდულ იქნა შემცირებული თანხებით. გარდა ამისა, 21.12.89 წ. ხელშეკრულების დანართში აღნიშნულია 461 დასახელების ობიექტი და ძირითადი საშუალება, ხოლო მომდევნო წლების ხელშეკრულებების (01.02.91 წ., 26.12.91 წ.) დანართებში ქონების 357 დასახელების ჩამონათვალია, ანუ მოპასუხემ მიითვისა 134 ობიექტი. შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹.....-ი გაცემის საფუძვლად მითითებულია 01.02.91 წ. ხელშეკრულება და ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთანავე, 01.02.91 წ. ხელშეკრულება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 23.07.91 წ. დაადგენილებით გაუქმებულად ჩაითვალა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.06.2000 წ. გადაწყვეტილებით შპს «ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹....ი დანართის მე-12 პუნქტი, შპს «ი-ა” გამოსახლდა ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობიდან, მოპასუხეს დაეკისრა საკუთარი ხარჯებით მოსარჩელის კუთვნილ ღობეზე უნებართვო მინაშენის დანგრევა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ლითონანაკეთობათა ¹.... უბნის შენობის მოცდენით მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. შპს «ი-ა” შეგებებული სარჩელი და მესამე პირის _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 06.10.98 წ. განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგზე:

საქართევლოს საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს და ფირმა «ი-ა” შორის 21.12.89 წ. საარენდო ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტი არ არის დადასტურებული მეიჯარის მიერ, მასში არ არის შეტანილი სადავო ობიექტი. 01.02.91 წ. ფირმა «ი-ა” და სახელმწიფო კონცერნ «ქ-ის” შორის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით არ მომხდარა ქონების მიღება-ჩაბარება, 01.02.91 წ. ხელშეკრულების დანართი არ შეიცავს მითითებას სადავო ობიექტზე, დანართში მითითებულია ¹..... საამქროს მინაშენი, რომელიც წარმოადგენს უკანონო ნაგებობას. გარდა ამისა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 23.07.91 წ. დადგენილებით 01.02.91 წ. ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვალა, რის შედეგადაც უმართებულოა მოწმობის საფუძვლად 01.02.91 წ. ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის მითითება. მიუხედავათ იმისა, რომ ხელშეკრულებით მეიჯარეს წარმოადგენს სახელმწიფო კონცერნი «ქ-ი”, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცება იმისა, რომ ხელშეკრულების უმთავრესი მხარე, ქონების გამსხვისებელი არის კონცერნი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ საფუძვლიანად მიიჩნია შპს «ს-ის” სარჩელი შპს «ი-ა” გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწობის დანართის მე-12 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

კოლეგიამ მიიჩნია აგრეთვე, რომ შპს «ს-ის” სარგებობაში არსებული მიწის ნაკვეთზე აღმართული უკანონო ნაგებობა უნდა დაინგრეს, მინაშენი არ არის მოხსენებული 1989წ. ხელშეკრულების დანართში, მის საფუძველზე დადებული 01.02.91 წ. ხელშერკულების დანართში. მინაშენის 1978 წლიდან არსებობა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლი ითვალისწინებდა უკანონო მინაშენის დანგრევას ამშენებლის ხარჯზე.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა აგრეთვე, რომ ვინაიდან მოპასუხე შენობას ფლობდა და სარგებლობდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, დავის გადაწყვეტამდე მოპასუხეს ჰქონდა კანონიერი საფუძველი ესარგებლა სადავო ფართით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა 22000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. უარი ეთქვა აგრეთვე მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ქონების მართვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას 29.03.96 წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹.....-ი ბათილად ცნობაზე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ გაშვებულ იქნა 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 15.09.99 წ., ხოლო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა 29.03.96 წ. სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ მათთვის არ იყო ცნობილი ობიექტის პრივატიზების შესახებ და მიუთითა, რომ დამტკიცებული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის თანახმად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ერთი პირი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ინახება.

უარი ეთქვა აგრეთე შპს «ი-ა” შეგებებულ სარჩელს შპს «ს-ის” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან სადავო ობიექტის ამორიცხვისა და მიყენებეული ზარალის ანაზღაურების შესახებ. კოლეგიამ აღნიშნა, რომ შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში არასწორად იქნა მითითებული 01.02.91 წ. ხელშეკრულება, ხოლო მიყენებული ზარალის _ 626,26 ლარის გადაანგარიშების თაობაზე საქმეში არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება.

შპს «ი-ა” მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 02.01.2000 წ. გადაწყვეტილებაზე. კასატორი ეთანხმება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც უარი ეთქვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და შპს «ს-ის” სასარჩელო მოთხოვნას მიყენებული ზარალის და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. კასატორი არ ეთანხმება გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილს და უთითებს, რომ 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლი ეხება მოქალაქის მიერ უნებართვოდ აშენებულ საცხოვრებელ სახლს ან აგარაკს და არა იურიდიული პირის მიერ აშენებულ საწარმოო შენობას. შენობა აშენებულია სათანადოდ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად და რეგისტრირებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში. კასატორი აღნიშნავს, რომ იჯარის პერიოდში აშენებული შენობა არ შედიოდა იჯარით აღებული ქონების შემადგნლობაში, მაგრამ იგი საიჯარო საწარმოს საკუთრებას წარმოადგენდა. «სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებ-ლობის საფუძვლების” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროდუქცია და შემოსავალი, რომელსაც მოიჯარე იღებს იჯარით აღებული ქონების გამოყენების შედეგად, მისი საკუთრებაა, მოიჯარეს საკუთრებაა აგრეთვე მის მიერ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მიღებული და შეძენილი მატერიალური და სხვა ფასეულობანი, რომლებიც არ Aშედის იჯარით აღებული ქონების შემადგენლობაში. კასატორის აზრით, სასამართლოს რომ გაეთვალისწინებინა აღნიშნული ნორმა, იგი არ დაავალებდა მას კანონიერად აშენებული შენობის დანგრევას მისივე სახსრებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ საფუძვლების მე-10 მუხლში საერთოდ არაა გათვალისწინებული იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიღება. საფუძვლების მე-15 მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულების პირობები ძალაშია ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში იმ შემთხვევაშიც, როცა მისი დადების შემდეგ კანონდმებლობით დგინდება წესები, რომლებიც აუარესებს მოიჯარის მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, სასამართლოს რომ გაეთვალისწინებინა მე-10 მუხლის მოთხოვნა, იგი ვერც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნაწილის ბათილობას შეეხებოდა და არც 01.02.91 წ ხელშეკრულებას შეაფასებდა. კასატორის აზრით, საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ბათილად გამოცხადებული 01.02.91 წ. საიჯარო ხელშეკრულების ნაცვლად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა 26.12.91 წ. ხელშეკრულება. სასამართლოს არ შეუფასებია ის, რომ სადავო შე-ნობა ასახული იყო საკუთრების დამადასტურებელი დროებით მოწმობაში და 26.12.91 წ. ხელშეკრულების ჩამონათვალში. ამასთანავე, შპს «ს-ის” სარჩელს გაცდენილი აქვს 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 14.07.97 წ., შპს «ი-ა” საკუთრების დამადასტურებელი დროებითი მოწმობა გაცემულია 02.11.95 წ., ხოლო მუდმივი მოწმობა 29.05.96 წ. იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის მომენტიდან საკოლმეურნეო ბაზრისა-თვის ცნობილი იყო, რომ შენობა შპს «ი-ა” ბალანსზე ირიცხებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს 02.06.2000 წ. გადაწყვეტილე-ბის გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს «ს-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, შპს «ს-ის” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან სადავო ობიექტის ამორიცხვას.

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს-ემ”, მესამე პირმა _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საკასაციო საჩივარი არ ცნეს.

საკასაციო პალატა საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:P

მოსარჩელე შპს «ს-ე” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოით-ხოვდა შპს «ი-ა” გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹.....-ი მოწმობის დანართის მე-12 პუნქტიდან ლითონნაკეთობათა ¹.... უბნის შენობის ამორიცხვას. საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ მოითხოვა რა დანართის მე-12 პუქნტის მთლიანად ბათილად ცნობა, გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებას, ვინაიდან დანართის მე-12 პუნქტი, შპს «ი-ა” მიერ გამოსყიდული სახელმწიფო ქონების შემადგენლობაში გარდა შენობისა ითვალისწინებდა აგრეთვე ძირითად საშუალებათა აქტიურ ნაწილსაც (დაზგა-დანადგარებს და სხვ.). აღნიშნული პუნქტის ბათილად ცნობით გაუქმდა «ი-ა” პრივატიზაცია ¹.... ლითონნაკეთობათა საწარმოს არა მხოლოდ ძირითად საშუალებათა პასიურ ნაწილზე _ შენობა-ნაგებობაზე, არამედ აგრეთვე ძირითად საშუალებათა აქტიურ ნაწილზეც, დაზგა-დანადგარებზე და სხვა ფასეულობებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.2 და 224.1 მუხლების თანხმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გაადიდოს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე. დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის თანხმობის შემთხვევაში. მოწინააღმდეგე მხარეს, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, ასეთი თანხმობა არ განუცხადებია, რის გამო საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹.....-ი დანართის მე-12 პუნქტის ბათილად ცნობას. გარდა ამისა, შპს «ს-ე”, არის რა ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობის მესაკუთრე, შპს «ი-ა” გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹.....-ი მოწმობის დანართის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დანარჩენი ნაწილის, კერძოდ, ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის მიმართ, წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს. სასამართლო პროცესზე შპს «ს-ის” დირექტორმა ნ. ფ-ამ დაადასტურა, რომ შენობის გარდა, არავითარი პრეტენზია და ინტერესი არ აქვს მოპასუხის ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილისადმი. ამასთანავე, მე-12 პუნქტის ბათილად გამოცხადება ეწინააღმდეგება საოლქო სასამართლოს 02.06.2000 წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო შენობის მოცდენით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე იმ მოსაზრებით, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დანართში სადავო შენობის ასახვის მართლზომიერების თაობაზე მხარეებს შორის დავის გადაწყვეტამდე მოპასუხეს ჰქონდა სადავო ფართით სარგებლობის კანონიერი უფლება, ანუ საუბარია აქტის ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებ-რივ შედეგებზე, მაშინ, როდესაც აქტის (მისი ნაწილის) ბათილად გამოცხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹.....-ი გაცემის დროისათვის (29.03.96 წ.) მოქმედი «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიცაზიის შესახებ” 09.04.91 წ. კანონი არ ითვალისწინებდა სასარჩელო ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას და ადგენდა, რომ პრივატიზების პროცესში მესაკუთრეთა უფლებების დაცვა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად (22-ე მუხ.). იმჟამად მოქმედი 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლი ადგენდა ერთწლიან სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყებას ამავე კოდექსის მე-80 მუხლი უკავშირებდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღეს, ანუ იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. პალატა აღნიშნავს, რომ ბაზრის ადმინისტრაციასთან შპს «ი-ზე» მიერ იჯარის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა არ ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო «ი-ა” მიერ შენობის პრივატიზების შესახებ. შპს «ს-ის” დირექტორის ნ. ფ-ას ახნსა-განარტების თანახმად, სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა ობიექტის შპს «ი-ა” მიერ პრივატიზების შეტყობინებისთანავე. სამგორის რაიონის სასამართლოში სარჩელის შეტანის დროისათის (14.07.97 წ.) მოქმედი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 30.05.97 წ. კანონით დადგენილი პრივატიზებულ სახელმწიფოთა ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გაცდენილი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საიჯარო ურთიერთობების შედეგების შეცვლა ეწინააღმდეგება საიჯარო ხელშეკრულების დადების პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას. პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა არ განეკუთვნება საიჯარო პირობებს, ამასთანავე, «სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების” მე-10 მუხლი ითვალისწინებდა სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების კა-ნონმდებლობით იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევების გათვალისწინების შესაძლებლობას. პალატა აღნიშნავს, რომ 01.02.91 წ. საიჯარო ხელშეკრულება «ქ-სა” და ფირმა «ი-ა” შორის დაიდო «სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების” მე-16.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთანავე, «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ” 20.09.94 წ. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ადგენდა, რომ «იჯარის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე ქონების გამოსყიდვის უფლებით დადებულ ყვე-ლა კანონიერ საიჯარო ხელშეკრულებას გადააფორმებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, რომელიც ხდებოდა მეიჯარის უფლება-მოვალეობათა უფლებამონაცვლე. კანონმდებლობის ეს მოთხოვნა სავალდებულო იყო როგორც 01.02.91 წ., ასევე შემდგომში 26.12.91 წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების მიმართ. დადგგენილების ეს მოთხოვნა შპს «ი-ა” მიერ არ შესრულებულა, ხელშეკრულების გადაფორმება არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე, _ მეიჯარე (საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახუ-რების სამინისტრო, ხოლო შემდგომში სახელწმიფო კონცერნ «ქ-ი”) შეწყვიტა არსებობა. სავალდებულო იყო აგრეთვე იჯარის პერიოდში მიღებული მთავრობის 14.09.92 წ. ¹926 მინისტრთა კაბინეტის 23.12.93 წ. ¹933, 16.05.95 წ. დადგენილებებით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების ღირებულების აფასებების ჩატარება, რომლის განუხორციელებლობის შედეგად ქონება შემცირებულ ფასში იქნა გამოსყიდული. ამასთანავე, სსრკ კანონმდებლობისაგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობით არ დაიშვებოდა საიჯარო ქირის ჩართვა საკუთრებაში შეძენილი ქონების გამოსასყიდ თანხაში. გარდა ამისა, მი-ნისტრთა კაბინეტის 14.05.93 წ. ¹348 დადგენილებით განისაზღვრა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, რომლის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენდა _ ხელშეკრულება და ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. შპს «ი-ა” გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, მოწმობის საფუძველს წარმოადგენს 01.02.91 წ. ხელშეკრულება და ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთანავე, 01.02.91 წ. ხელშეკრულება, ..... ¹15 შენობის ნაწილთან დაკავშირებულ დავაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 23.07.91 წ. მიღებული დადგენილების თანახად, ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტს, ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს 01.02.91 წ. ხელშეკრულების დანართი, ვინაიდან მას ხელს აწერენ მხოლოდ მოიჯარე ორგანიზაციის წარმომადგენლები, იგი არ შეიცავს მითითებას ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობაზე. ცალმხრივად, მეიჯარე მხარის წარმომადგენლების გარეშე იქნა შედგენილი აგრეთვე 26.12.91 წ. საიჯარო ხელშეკრულების დანართი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაუშვებელია საიჯარო ურთიერთობების შედეგების შეცვლა.

«სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების” მე-4 მუხლის თანახმად, ქონების იჯარით გაცემის უფლება ეკუთვნოდა მესაკუთრეს. მიუხედავად ამისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება მეიჯარის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი რაიმე საბუთი. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს დაქვემდებარებული, თბილისის საწარმო გაერთიანება «თ-ა” შემდგომში რეორგანიზებულ იქნა ფირმა «ი-ა” სახელწოდებით, 21.12.81 წ. სამინსიტროს მიერ დამტკიცებულ იქნა საარენდო დებულება, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს დაიდო საარენდო ხელშეკრულება სამინისტროსა და ფირმა «ი-ა” შორის. ხელშეკრულებით ფირმა «ი-ა” არენდით აიღო 5943,7 ათასი მანეთის ღირებულების ქონება,Mმათ შორის, შენობები 3229,7 ათასი მანეთის. ხელშეკრულებას თან ახლავს იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ცალმხრივად, მოპასუხის მიერ არის ხელმოწერილი და მეიჯარის მიერ არ არის დადასტურებული. მიღება-ჩაბარების აქტში არ არის შეტანილი ....... ¹4-ში ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სადავო ლითონნაკეთობათა ¹...... უბნის შენობა. დანართში შეტანილია მხოლოდ «ი-ა” კუთვნილი 21 დასახელების დაზგა-დანადგარი 16925 მანეთის საბალანსო ღირებულებით.

ფირმა «ი-ა” და კონცერნ «ქ-მა” 01.02.91 წ. დადეს იჯარის ხელშეკრულება ქონების გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულების დანართში ¹.... საამქროს ჩამონათვალში შესულია მინაშენი 1500 მანეთის საბა-ლანსო ღირებულებით, დანართი ასევე არ შეიცავს მითითებას ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობაზე. ვინაიდან საკუთრების მოწმობას საფუძვლად 01.02.91 წ. ხელშეკრულებაა მითითებული, უმართებულოა მოწმობის დანართში 21.12.91 წ. ხელშეკრულების დანართის გამოყენება, რომელიც პრივატიზაციის მასალებში არ მოიპოვება, დარღვეულია დანართის ჩამონათვალი (აღნიშნულ ჩამონათვალში სიტყვა «შენობა” იწყება რიგითი ნომრით «....” და მთავრდება «.....” ნომრით, თუმცა ჩამონათვალი მოიცავს 23 ერთეულს და მაშასადამე «....” ნომრით უნდა მთავრდებოდეს) თვით საკუთრების მოწმობის გამცემი ორგანო უარყოფს სადავო ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემას. საქმის მასალებში დაცულია ქირავნობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც შპს «ი-ა” ქირით იღებდა ბაზრის კუთვნილ სადგომს, იხდიდა ქირას, რითაც დასტურდება შპს «ს-ის” უფლება სადავო ობიექტზე. გარდა ამისა, შპს «ს-ემ” კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, მიღება-ჩაბარების აქტით გადახდილი აქვს სადავო შენობის ღირებულება. საკასაციო პალატა ტექ-ნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შპს «ი-ა” გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე მასზე შენობის აღრიცხვას არ მიიჩნევს ობიექტის კანონიერი პრივატიზაციის საფუძვლად, ვინაიდან პრივატიზაცია განხორციელდა მოწმობის გაცემის და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხვამდე.

პალატა აღნიშნავს, რომ მინაშენის აგება სათანადო ნებართვის, დამტკიცებული პროექტის გარეშეE იძლეოდა საკმაო საფუძველს ნაგებობის თვითნებურ მშენებლობად მიჩნევისათვის. კასატორმა ვერ წარმოადგინა ნაგებობის აშენების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, მშენებლობის დამტკიცე-ბული პროექტი, სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულება მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის უვადო სარგებლობაში გაცემის შესახებ, მშენებლობის და არქიტექტურის ორგანოების ნებართვა). პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ კანონის ანალოგიის გამოყენებით სწორად დააფუძნა თვითნებური მშენებლობის შედეგები 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლზე, რომელიც შეიცავდა აღნიშნული ურთიერთობების მოწესრიგების ყველაზე უფრო მსგავს ნორმებს და ითვალისწინებდა თვითნებური ნაგებობის დანგრევას ამშენებლის მიერ ან მის ხარჯზე. ვინაიდან მინაშენის აგება განხორციელდა მეიჯარესთან შეუთანხმებლად, მართებულია მისი დაშლა შპს «ი-ა” ხარჯებით. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნაგებობა წარმოადგენს მის საკუთრებას, ვინაიდან თვითნებურად აგებულ მინაშენზე საკუთრების უფლება არ წარმოიშობა, რაც არ გამორიცხავს მის საკუთრებას მინაშენის დაშლის შედეგად დარჩენილ მასალებზე და კონსტრუქციებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 399-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს «ი-ა” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.06.2000 წ. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის «ა” ქვეპუნქტი, რომლითაც შპს «ი-ის» საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹.....-ი დანართის მე-12 პუნქტი ბათილად იქნა ცნობილი, გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: «სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და საპრივატიზებო დეპარტამენტის მიერ შპს «ი-ა” 29.03.96 წ. გაცემული ¹.....-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დანართის მე-12 პუნქტიდან ამოირიცხოს სიტყვა «შენობიანად” და ლითონნაკეთობათა ¹..... უბნის შენობა, მდებარე თბილისი, ..... ¹4 დარჩეს შპს «ს-ის” საკუთრებაში”.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.06.2000 წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს ძალაში.

3. შპს «ს-ეს” დაეკისროს შპს «ი-ა” სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 15 ლარის ოდენობით.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.