Facebook Twitter

¹ 3გ/ად-132-კ-01 30 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 6 აპრილს ი. რ-ვამ და დ. ე-ძემ სარჩელი შეიტანეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვეს ქ. ბათუმში, ... მდებარე მათი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნული ბინის პრივატიზაცია 1992 წელს გაკეთებული ჰქონდა მათ დედას ი. ს-ინას ისე, რომ უფროსი შვილის, იმ დროს სრულწლოვანი ი. რ-ვას თანხმობა არ მიუღია, შესაბამის ორგანოებში კი ყალბი ცნობა იყო წარდგენილი ი. რ-ვას დაბადების თარიღის თაობაზე და 1971 წლის ნაცვლად 1977 წელი იყო მითითებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა და გაუქმდა 1992 წლის 22 დეკემბრის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო ი. ს-ინასა და ქ. ბათუმის ¹... საბინაო-საექსპლუატაციო კანტორას შორის, რომლის სამართალმემკვიდრედ სარჩელის წარდგენის დროისთვის ბათუმის ¹... მ/რაიონის გამგეობა ითვლებოდა. B

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის ¹... მ/რაიონის გამგეობამ და მისი გაუქმება მოითხოვა.

აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, რადგან გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია ფაქტობრივ გარემოებებზე, მას არ გამოუყენებია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმები, რაც, აპელანტის აზრით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაბრუნებოდა, რადგან სასამართლოს სრულყოფილად არ ჰქონდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, სასამართლოს არ გაურკვევია პრივატიზაციის დროისათვის ცხოვრობდა თუ არა სადავო ბინაში მოსარჩელე ი. რ-ვა, ჰქონდა თუ არა მას ბინაზე უფლება და იმდროისათვის აუცილებელობას წარმოადგენდა თუ არა მისი თანხმობა სადავო ბინის პრივატიზაციის ნამდვილობისათვის. Aასევე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მოსარჩელის თანხმობის გარეშე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება მაშინ, როცა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებით საერთოდ გაუქმებული იყო პრივატიზაციისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრთა სავალდებულო თანხმობის მოთხოვნა. Bბათუმის საქალაქო სასამართლომ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სათანადო შეფასება არ მისცა და არ გამოიკვლია, რითი იყო გამოწვეული ი. ს-ინას მხრიდან სარჩელის აღიარება და პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა. საქმეში მესამე პირებად დ. ე-ძისა და ლ. ი-ძის ჩართვა განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ ი. ს-ინას მათგან ნასესხები ჰქონდა 4000 ამერიკული დოლარი და სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო ბინა ითვლებოდა გირაოს საგნად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ზემოთმითითებულ გარემოებებთან, ხომ არ იყო დაკავშირებული მოსარჩელეთა მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა, რათა აცილებულ ყოფილიყო გირაოს განხორციელება სადავო ბინაზე.Aამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დავის გადაწყვეტისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ გამოუყენებია მატერიალური ნორმები, კერძოდ, პრივატიზაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საფუძვლიანად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს გადაუგზავნა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ე-ძემ და ი. რ-ვამ. კასატორები საჩივარში მიუთითებენ, რომ საოლქო სასამართლოს განჩინებაში ჩამოყალიბებული საფუძვლებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და გარემოებათა ხელახალი გამოკვლევისათვის საქმის უკან დაბრუნება არასწორია, რადგან საქმეში წარმოდგენილი ცნობიდან დგინდება, რომ მოსარჩელეები და მოპასუხე ბინის პრივატიზაციის პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ სადავო ბინაში და პრივატიზაციის ნამდვილობისათვის ი. რ-ვას თანხმობაც აუცილებელი იყო; საჩივარში აღნიშნულია, რომ რაც შეეხება, მესამე პირების _ ლ. ი-ძისა და დ. ე-ძის განცხადებას, თითქოს ი. რ-ვას საცხოვრებელი ადგილი 1993 წლამდე უცნობი იყო, ხოლო 1993 წლიდან ბათუმში, ... ქუჩაზე და არა სადავო ბინაში იყო ჩაწერილი _ არასწორია. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლო განხილვის დროს არ გამოკვლეულა, არ ყოფილა მიჩნეული დადგენილ მტკიცებულებად. საჩივრის ავტორები ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სასამართლოს იმ მოსაზრებას, თითქოს გასარკვევი იყოს, რატომ არის მოპასუხე ი. ს-ინაც პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების მომხრე და თვლიან, რომ, მოპასუხის პოზიციის მიუხედავად, ი. რ-ვას თანხმობის გარეშე ბინის პრივატიზებისას მისი ინტერესების შელახვა უდავო ფაქტია.

ამდენად, კასატორები Aაჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვენ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ისე განიხილა საქმე, რომ სრულად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ უმსჯელია მოსარჩელეებსი. რ-ვასა და დ. ე-ძეს ჰქონდათ თუ არა პრივატიზაციის დროისათვის სადავო ბინაზე უფლებამოსილება, ცხოვრობდა თუ არა და საჭირო თუ იყო პრივატიზაციისათვის ი. რ-ვას თანხმობა. სასამართლოს, ასევე, არ გამოუკვლევია რატომ აცხადებდა მოპასუხე ი. ს-ინაც პრივატიზაციის გაუქმებაზე თანხმობას. ამას გარდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ უმსჯელია დავის გადაწყვეტისას რა ბედი ეწეოდა მესამე პირების ლ. ი-ძისა და დ. ე-ძის გირაოს უფლებას ბინაზე და დედა_შვილს შორის წარმოშობილი დავა ხომ არ წარმოადგენდა სადავო ბინაზე გირაოს უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბათუმის სასამართლოს არ შეუმოწმებია სარჩელის საფუძვლიანობა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებისას, მას არ უმსჯელია თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ბინის პრივატიზაციის გაუქმება, მაშინ როცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹420 დადგენილებით გაუქმებული იქნა ოჯახის წევრთა სავალდებულო თანხმობა ბინების პრივატიზაციისათვის და დავის განხილვის დროისათვის აღნიშნული ნორმატიული აქტი მოქმედებდა.Aასევე, მესამე პირების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იყი ი. რ-ვას მიერ შედგენილი ხელწერილი, რომელიც მოწმობდა, რომ სადავო ბინის გაყიდვის შემთხვევაში მას წილზე პრეტენზია არ ექნებოდა, შემდგომში კი მანვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული გარემოებაც საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს. ამასთან, უნდა იმსჯელოს ქ. ბათუმის მერიის საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე, რადგან პრივატიზაციამდე სადავო ბინა კომუნალურ ფონდში ირიცხებოდა.

საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მასაზრებას იმის თაობაზეც, რომ საქმის განხილვისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ გამოუყენებია პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებული იმ დროს მოქმედი მატერიალური ნორმები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების ი. რ-ვასა და დ. ე-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.