ბს-117-116(კ-12) 28 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე. ნ-მა, მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შეასახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 ნოემბრის ¹310424 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ე. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2011 წლის 21 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. ნ-მა, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, ე. მ-ისა და ც. ე-ის მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება; ქუთაისში, ...ის I ჩიხის ¹9-11-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 557,6 კვ.მ დარეგისტრირდეს ე. ნ-ის საკუთრებად მის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიით და ამის შესაბამისად, შევიდეს ცვლილება ე. მ-ისა და ც. ე-ის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტისა და 2011 წლის 25 მარტის განჩინებებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სს ,,...ის” ქუთაისის ფილიალი და მ. ო-ე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 30 ნოემბერს მიღებული ¹310424 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 16 ნოემბერს მიღებული ¹882010830419-04 გადაწყვეტილებები; ბათილად იქნა ცნობილი ე. მ-ისა და ც. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ...ის I ჩიხი ¹9-11-ში / ყოფილი კიროვის ქუჩის პირველი ჩიხი ¹9-11 / მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 03.03.04.179 557,6 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართის ნაწილში და ქ. ქუთაისში, ...ის I ჩიხი ¹9-11-ში მდებარე 557,6 კვ.მ დაუზუსტებელი ფართის (დაზუსტების შემთხვევაში შესაბამისი ფართი) დასახელებული უძრავი ქონება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე აღირიცხოს ე. ნ-ის საკუთრების უფლებით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ე-მა.
აპელანტი _ ც. ე-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ც. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ე-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. ე-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ც. ე-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ც. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ც. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ც. ე-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ც. ე-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ე-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. ნ. ა-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 9 თებერვალს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹4860857, სს ბანკ ,,...ის” ქუთაისის ფილიალი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი, სს ბანკ “...ის” მეშვეობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.