ბს-1184-1173 (კ-11) 14 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “...” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
2. სსიპ შემოსავლების სამსახური; 3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი;
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინება;
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 25 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “...მ” მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 11 ივნისის ¹604/1066/10, ¹604/1067/10; ¹604/1098/10, ¹604/1104/10, ¹604/1209/10, 2010 წლის 11 აგვისტოს ¹604/1635/10, ¹604/1637/10 და 2010 წლის 16 სექტემბრის ¹604/2009/10 საბაჟო შეტყობინებების ბათილად ცნობას; შპს “...ის” საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის ¹1303, 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1732 და 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1952 ბრძანებებისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის (წარმოდგენილი 08.11.2010 წლის ¹03/16741 წერილით) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “...ის” სარჩელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომ შპს “...” წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 21 მარტის ¹1-1/237 ბრძანების საფუძველზე 100 %-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მას საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹736 ბრძანებულების საფუძველზე მინიჭებული აქვს “ნავთობის ეროვნული კომპანიის” სტატუსი. დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად შპს “...” განკარგავს საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილ წილს, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობსადენების მართვასა და განვითარებას, რომელთა საშუალებით ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება, საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება, აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში.
შპს “...მ” ბათუმის ნავთობტერმინალში განათავსა ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული ტვირთი, ნედლი ნავთობი და ¹ც-2879 11.05.2010; ჩ-2829 08.05.2010; ჩ-2831 09.05.2010;ჩ-2865 11.05.2010; ჩ-296014.05.2010; ჩ-2818 07.05.2010; ჩ-2817 07.05.2010; ჩ-2943 13.05.2010; ჩ-2903 12.05.2010; ჩ-290211.05.2010; ჩ-2832 27.07.2010; ჩ-2860 28.07.2010; ჩ-2882 29.07.2010; ჩ-5499 12.09.2010 სატვირთო საბაჟო დეკლარაციებით ტვირთი მოქცეულ იქნა ექსპორტის საბაჟო რეჟიმში.
საქმეში წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებით, ვაგონ-ცისტერნის დაცლის აქტებით, საბაჟო დეკლარაციების მონაცემების შედარებით და მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ შპს “...ის” მიერ ბათუმის ნავთობტერმინალში განთავსებული ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის შედეგად აღმოჩნდა ზოგ შემთხვევაში საქონლის მეტი, ხოლო ზოგ შემთხვევაში-ნაკლები ოდენობა იმასთან შედარებით, რაც შპს “...ის” მიერ იქნა დეკლარირებული, კერძოდ, 1. ჩ-2879 11.05.2010 მიხედვით 29 კგ-ით მეტი; 2. ჩ-2829 08.05.2010 მიხედვით 183 კგ-ით მეტი; 3. ჩ-2831 09.05.2010 მიხედვით 303 კგ-ით მეტი; 4. ჩ-2865 11.05.2010 მიხედვით 15 კგ.-ით მეტი; 5. ჩ-2960 14.05.2010 მიხედვით 540 კგ-ით ნაკლები; 6. ჩ-2818 07.05.2010 მიხედვით 227 კგ-ით მეტი; 7. ჩ-2817 07.05.2010 მიხედვით 17კგ-ით მეტი; 8. ჩ-2943 13.05.2010 მიხედვით 152 კგ-ით ნაკლები; ჩ-2903 12.05.2010 მიხედვით 233 კგ-ით მეტი; 10. ჩ-2902 11.05.2010 მიხედვით 90 კგ-ით მეტი; 11. ჩ-2832 27.07.2010 მიხედვით 405 კგ-ით ნაკლები; 11.08.12 ჩ-2860 28.07.2010 მიხედვით 409 კგ-ით ნაკლები; 13. ჩ-2882 29.07.2010 მიხედვით 460 კგ-ით ნაკლები; 14. ჩ-5499 12.09.2010 მიხედვით 46 კგ-ით ნაკლები.
საბაჟო საგუშაგო “ბათუმის პორტიდან” წარმოდგენილი ნავთობპროდუქტების ვაგონ-ცისტერნის დაცლის აქტებში მითითებულია და დადასტურებულია, რომ ტვირთი ს/ს “ს-ს” მიერ არის შეფასებული და აზომილი მასში აღწერილია მაჩვენებლები, როგორც დეკლარაციებისა და საბუთების მიხედვით ისე ფაქტიური მიღების მიხედვით, რაც დასტურდება აქტებზე დასმული ბეჭდებითა და ინსპექტორების ხელმოწერებით. აღნიშნული ფაქტები ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო საგუშაგო “ბათუმის პორტის” ინსპექტორის მიერ მიჩნეულ იქნა საქართველოს საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევად, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემების შეტანისათვის და 2010 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა ¹008244, ¹008245,¹011653, ¹011654, ¹011655, ¹011656, ¹011657, ¹011658, ¹011659, 31 მაისს ¹044291, 9 აგვისტოს ¹044467, ¹044468, ¹044469, 15 სექტემბერს ¹044549 საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმები, რის შემდგომ საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის, მე-9 პუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილის მიერ, 2010 წლის 11 ივნისს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამოიცა ¹604/1066/10, ¹604/1067/10; ¹604/1098/10, ¹604/1104/10; ¹604/1209/10 საბაჟო შეტყობინებები და საბაჟო შეტყობინების დასაბუთება; 2010 წლის 11 აგვისტოს ¹604/1635/10, ¹604/1637/10 და 2010 წლის 16 სექტემბრის ¹604/2009/10 საბაჟო შეტყობინება და საბაჟო შეტყობინების დასაბუთება.
ვინაიდან 2010 წელს შპს “...” უკვე არაერთხელ იყო დაჯარიმებული ანალოგიური სამართალდარღვევისათვის, მას ყველა საბაჟო სამართალდარღვევა, განმეორებით ჩადენილად ჩაეთვალა და დაერიცხა სანქცია, ჯარიმის სახით თითოეული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარის ოდენობით, სულ-14000 ლარი.
საბაჟო შეტყობინებები და საბაჟო შეტყობინების დასაბუთება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹1755 ბრძანების “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” მე-17 მუხლის შესაბამისად, ფოსტით გაეგზავნა შპს “...ს”.
საბაჟო შეტყობინებები და საბაჟო შეტყობინებების დასაბუთებები მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის ¹1303, 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1732 და 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1952 ბრძანებების თანახმად შპს “...ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის ბრძანება ¹669 მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2010 წლის 1 ნოემბრის (წარმოდგენილი 08.11.2010 წლის ¹03/16741 წერილით) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ განმარტა საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლი და მიიჩნია, რომ შპს “...ის” მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატებოდა იმაში, რომ მის მიერ შევსებულ, ნედლი ნავთობის დეკლარაციებში საბაჟო ღირებულება რიგ შემთხვევაში შემცირდა და რიგ შემთხვევაში გაიზარდა საქონლის წონის შემცირებისა და გაზრდის შესაბამისად, ხოლო ზუსტი წონისა და ღირებულების მითითება კი საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით შპს “...ის” პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგტენს.
სასამართლომ განმარტა საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლი, რომლის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით და მიიჩნია, რომ კანონშესაბამისი იყო ბათუმის რეგიონალური ცენტრის საბაჟო საგუშაგო “ბათუმის პორტის” ინსპექტორის მიერ 2010 წლის 17 მაისს შედგენილი ¹008244, ¹008245, ¹011653, ¹011654, ¹011655, ¹011656, ¹011657, ¹011658,, ¹011659,31 მაისს ¹044291, 9 აგვისტოს ¹044467, ¹044468, ¹0444469, 15 სექტემბერს ¹044549 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.
სასამართლომ განმარტა “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიღებას, საქართველოში მოქმედებს უშუალოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ 1992 წლის 13 მარტს ხელმოწერილი, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის განხორციელების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმების დებულებები, რომლებიც ეხება ე.წ. “გოსტის” მოქმედ სტანდარტებს, ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს რაიმე მითითებას, თუ რა ფორმით და ვის მიერ უნდა იქნას გამოყენებული ეს დებულება ეროვნულ დონეზე, ხელშეკრულება არ მიუთითებს, თუ ვის წარმოექმნა უფლება- მოვალეობები ამ დებულების შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები არ ადგენს კონკრეტული ხასიათის უფლება-მოვალეობებს და ისინი საჭიროებენ დაზუსტებას შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მეშვეობით, ხოლო საქართველოს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტი არ აქვს მიღებული, სასამართლო დაეთანხმა საგადასახადო სამსახურის მოსაზრებას, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულება უშუალოდ ვერ იქნება გამოყენებული შიდასახელმწიფოებრივი ურთიერთობის რეგულირების დროს და შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაზეც, რის გამოც მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ შპს “...ის” ნავთობპროდუქტის მასის გაზომვების შესრულებისას გამოყენებული მეთოდიკა ამ ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტებთან არის შესაბამისობაში, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სასამართლომ არ გაიზიარა სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისას ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლომ მიუთითა, რომ საბაჟო სამართალდარღვევები ეხება საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევას, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი კი დგება საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი ვალდებულია მიიწვიოს სამართალდამრღვევი მხარის წარმომადგენელი და ისე შეადგინოს ოქმი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს, შპს “...ს” არ მიეცა დასწრების შესაძლებლობა. თუმცა, აღნიშნული ოქმები საბაჟო ორგანომ გადაუგზავნა და ჩააბარა მის წარმომადგენელს, ასევე შპს “...ს” სრული შესაძლებლობა მიეცა საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დამრღვევი არ ესწრებოდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული წარმოების კანონით გათვალისწინებულ არსებით დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შპს “...ის” პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “...ის” მიმართ 2010 წლის 30 მარტს შედგენილი იყო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც შპს “...” დაჯარიმებული იყო საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში შპს “...ის” მიერ საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ადრინდელი ანალოგიური სამართალდარღვევიდან ერთი წლის ვადაშია ჩადენილი.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება სამართალდარღვევასთან დაკავშირებით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს “...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...ის” საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სს ,,...ის“ გენერალური დირექტორის – ზურაბ ჯანჯღავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს ,,...ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს ,,...“.
2012 წლის 15 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სს ,,...ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის ¹1418 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ საჩივარი და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის ¹1303, 15 სექტემბრის ¹1732 და 8 ოქტომბრის ¹1952 ბრძანებები და ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 11 ივნისის ¹604/1066/10, ¹604/1067/10, ¹604/1098/10, ¹604/1103/10, ¹604/1104/10 და ¹604/1209/10, 11 აგვისტოს ¹604/1635/10, ¹604/1636/10 და ¹604/1637/10 და 16 სექტემბრის ¹604/2009/10 საბაჟო შეტყობინებები და მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...ის“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს “...” წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.03.06 წლის ¹1-1/237 ბრძანების საფუძველზე 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მას საქართველოს პრეზიდენტის 12.12.2006 წლის ¹736 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა “ნავთობის ეროვნული კომპანიის” სტატუსი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 11 ივნისის ¹604/1066/10; ¹604/1067/10; ¹604/1098/10; ¹604/1104/10; ¹604/1209/10; 2010 წლის 11 აგვისტოს ¹604/1635/10-¹604/1637/10; 2010 წლის 16 სექტემბრის ¹604/2009/10 საბაჟო შეტყობინებებით შპს “...ს” საქართველოს საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თითოეული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის ¹1303, 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1732, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1952 ბრძანებებით არ დაკმაყოფილდა შპს “...ის” ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის ¹1303, 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1732 და 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1952 ბრძანებები. ყველა ზემოაღნიშნული აქტი წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს.
საგულისხმოა, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის ¹1418 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა შპს ,,...ის“ საჩივარი და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის ¹1303, 15 სექტემბრის ¹1732 და 8 ოქტომბრის ¹1952 ბრძანებები, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 11 ივნისის ¹604/1066/10, ¹604/1067/10, ¹604/1098/10, ¹604/1104/10; ¹604/1209/10, 11 აგვისტოს ¹604/1635/10, ¹604/1636/10 და ¹604/1637/10; 16 სექტემბრის ¹604/2009/10 საბაჟო შეტყობინებები და მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელ ძირითად თავისებურებაზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად.
როგორც უკვე აღინიშნა სს ,,...ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაჯარიმების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის საბაჟო შეტყობინებების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის ¹1303, 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1732, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1952 ბრძანებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის ¹03/20350 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამდენად, დავის საგანია სადავო აქტების საფუძველზე შპს ,,...ისათვის“ ჯარიმის სახით დარიცხული თანხის კანონიერების განსაზღვრა. შესაბამისად, სახეზეა შეცილებითი სარჩელი, რაც იძლევა შესაძლებლობას სარჩელის დასაშვებობა შემოწმდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,...ის“ სარჩელის მიზანს და მის კანონიერ ინტერესს სადავო აქტების საფუძველზე მისთვის ჯარიმის სახით დარიცხული თანხის გაუქმება წარმოადგენს და სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის ¹12347 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრიოვი აქტი, რომელიც წარმოადგენდა წინამდებარე დავის საგანს, ამასთან, მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა, ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და რაც სს ,,...ის“ სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღარ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი, რის გამოც ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სს ,,...ის“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის ¹1303, 2010 წლის 15 სექტემბრის ¹1732, 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1952 ბრძანებები, ასევე, ბათუმის რეგიონალური ცენტრის საბაჟო შეტყობინებები და მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება დაევალა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სავალდებულო ძალის მქონე აქტს აღარ წარმოადგენს და შესაბამისად სარჩელის ამ ნაწილშიც სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს ,,...ს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს ,,...ს“ (შპს ,,...ის“ უფლებამონაცვლე) უნდა დაუბრუნდეს შპს ,,...ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,...ის“ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. სს ,,...ს“ (შპს ,,...ის“ უფლებამონაცვლე) დაუბრუნდეს შპს ,,...ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.