Facebook Twitter

ბს-1665-1637(კ-11) 21 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ე-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2011წ. გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ედუარდ ქ-სა და თ. ე-ს სარჩელების გამო, მოპასუხის – ქ. ფოთის მერიის მიმართ, მესამე პირების _ ფოთის საზღვაო ნავსადგურის, ლ. კ-სა და გ. კ-ის მონაწილეობით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

11.06.04წ. ე. ქ-მ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის _ ქ. ფოთის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანების ბათილად ცნობა ე. ქ-სათვის ქ. ფოთში, მ. ა-ის ქ. ¹14/504-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხის დავალდებულება მითითებული ბინის ე. ქ-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე საკუთრების უფლების მოწმობისა და შიდა საკადასტრო ნახაზის გაცემის შესახებ.

14.05.09წ. თ. ე-მ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ფოთის მერიის მიმართ და მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან ქ. ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ქ. ფოთში, მ. ა-ის ქ. ¹14/504-ში მდებარე საცხოვრებელ ბინის თ. ე-სათვის გადაცემის შესახებ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 25.06.09წ. საოქმო განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამავე განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ფოთის საზღვაო ნავსადგური.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.08.09წ. გადაწყვეტილებით თ. ე-სა და ე. ქ-ს სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მერიის 30.04.09წ. ¹136 ბრძანება და ქ. ფოთის მერიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ე-სა და ე. ქ-ს მოთხოვნებთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ქ-სა და თ. ე-ს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.09წ. გადაწყვეტილებით ე. ქ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. ე-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.08.09წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თ. ე-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მერიის 30.04.09წ. ¹136 ბრძანება და ქ. ფოთის მერიას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ე-სათვის ქ. ფოთში, მ. ა-ის ქ. ¹14/504-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ქ-ს მიერ.

საკასაციო სასამართლოს 26.01.11წ. განჩინებით ე. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.09წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.11წ. გადაწყვეტილებით ე. ქ-სა და თ. ე-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.08.09წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ქ-სა და თ. ე-ს სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ე-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ე-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ე-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, კასატორს _ თ. ე-ს (პირადი ნომერი ...) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით ი. ე-ს მიერ 15.11.2011წ. ¹1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ე-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2011წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – თ. ე-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით ი. ე-ს მიერ 15.11.2011წ. ¹1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.