ბს-1736-1705(კ-11) 19 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. ბ-ის, მ. ქ-ის, ნ. ხ-ის, ი. რ-ის, ე. მ-ის, თ. ს-ის, ნ. ჯ-ის, ს. ბ-ის, ნ. ა-ისა და ა. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.
2011 წლის 11 თებერვალს ზ. ბ-მა, მ. ქ-მა, ნ. ხ-მა, ი. რ-მა, ე. მ-მა, თ. ს-მა, ნ. ჯ-მა, ვ. ჭ-მა, ს. ბ-მა, ნ. ა-მა, ა. ლ-მა და ლ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.
2011 წლის 4 მარტს მოსარჩელეების წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და აღნიშნეს, რომ მოსარჩელეებმა ვ. ჭ-მა და ლ. კ-მა უარი თქვეს სარჩელზე და მათ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2010 წლის 8 ნოემბრის ¹ბ-9819, ¹ქ-7495, ¹ხ-7878, ¹რ-8228, ¹მ-12506, ¹ს-7488, ¹ჯ-7464, ¹ბ-7879, ¹ა-8174, ¹ლ-9817 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ქ. თბილისის მერიის 2010 წლის 28 დეკემბრის ¹4748 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹3-ში მდებარე (მოსარჩელეების სარგებლობაში არსებულ) სადავო ბინებზე, მოსარჩელეებისათვის პრივატიზების უფლების მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის, მ. ქ-ის, ნ. ხ-ის, ი. რ-ის, ე. მ-ის, თ. ს-ის, ნ. ჯ-ის, ს. ბ-ის, ნ. ა-ისა და ა. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ბ-მა, მ. ქ-მა, ნ. ხ-მა, ი. რ-მა, ე. მ-მა, თ. ს-მა, ნ. ჯ-მა, ს. ბ-მა, ნ. ა-მა და ა. ლ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ზ. ბ-ის, მ. ქ-ის, ნ. ხ-ის, ი. რ-ის, ე. მ-ის, თ. ს-ის, ნ. ჯ-ის, ს. ბ-ის, ნ. ა-ისა და ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ბ-მა, მ. ქ-მა, ნ. ხ-მა, ი. რ-მა, ე. მ-მა, თ. ს-მა, ნ. ჯ-მა, ს. ბ-მა, ნ. ა-მა და ა. ლ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ა. ლ-ის ნაწილში ასევე არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ა. ლ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ნ. გ-ის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა ან მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ზ. ბ-ს, მ. ქ-ს, ნ. ხ-ს, ი. რ-ს, ე. მ-ს, თ. ს-ს, ნ. ჯ-ს, ს. ბ-ს, ნ. ა-სა და ა. ლ-ს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2012 წლის 16 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა ნ. გ-მა და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; ა. ლ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ნ. გ-ის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა ან მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ზ. ბ-ს, მ. ქ-ს, ნ. ხ-ს, ი. რ-ს, ე. მ-ს, თ. ს-ს, ნ. ჯ-ს, ს. ბ-ს, ნ. ა-სა და ა. ლ-ს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2012 წლის 30 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა ნ. გ-მა და კვლავ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით 5 დღით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორების წარმომადგენელს ნ. გ-ს და კასატორს _ ა. ლ-ს (მეუღლეს ა. ლ-ს ა. ლ-ისათვის გადასაცემად) 2012 წლის 14 თებერვალს ჩაბარდათ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინების ასლი კასატორების წარმომადგენელს ნ. გ-ს და კასატორს _ ა. ლ-ს 2012 წლის 14 თებერვალს ჩაბარდათ, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2012 წლის 15 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2012 წლის 20 თებერვალს (ვინაიდან, 2012 წლის 19 თებერვალი იყო დასვენების დღე კვირა) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ზ. ბ-ის, მ. ქ-ის, ნ. ხ-ის, ი. რ-ის, ე. მ-ის, თ. ს-ის, ნ. ჯ-ის, ს. ბ-ის, ნ. ა-ისა და ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.