Facebook Twitter

ბს-76-76 (კ-12) 28 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 7 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ფ-მ მოპასუხეების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოებზე უარის თქმის შესახებ” 2010 წლის 3 ნოემბრის ¹422 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის ¹3 ბრძანების ბათილად ცნობას, ასევე მოპასუხის დავალდებულებას გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის ¹6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნებართვის გაცემის შესახებ.

2011 წლის 11 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ფ-მ მოპასუხეების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” მიმართ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2010 წლის 26 ნოემბრის ¹467 ბრძანების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 18 იანვრის ¹15 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” დავალდებულება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის ¹6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეკონსტუქციო სამუშაოების ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

2011 წლის 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ფ-მ მოპასუხეების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ,,ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის ¹6-ში მდებარე ¹2 ...ს 480 კვ.მ. შენობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული 575, 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით მიღებული ადმინისტრაციული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და 2006 წლის 27 აპრილს გაფორმებული ¹1-4547 ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 21 დეკემბრის ბრძანებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის თაობაზე მიღებული ბრძანების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 1 თებერვლის ¹24 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალდებულება – გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის ¹6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისა და პირობების შესრულებისათვის დამატებითი ვადის დანიშვნის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე ¹3-49/11, ა. ფ-ის სარჩელისა გამო აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემის შესახებ, ადმინისტრაციული საქმე ¹3-61/11 ა. ფ-ის სარჩელისა გამო აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ა.რ. მთავრობისა და სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემის შესახებ და ადმინისტრაციული საქმე ¹3-64/11 ა. ფ-ის სარჩელისა გამო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ფ-ის სარჩელი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და აჭარის ა.რ. მთავრობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ფ-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ა. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ფ-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკამყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ფ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ფ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ფ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. დ. გ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 30 იანვარს (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹4830710) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “...ის” მეშვეობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.