Facebook Twitter

ბს-131-130(კ-12) 20 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. პ-ის, ა. ც-ის, შ. ს-ის და სხვების (სულ 18 პირის) სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. პ-მ, ა. ც-მ, შ. ს-მ და სხვებმა (სულ 18 პირმა) სარჩელი აღძრეს ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპეციის) მიმართ მესამე პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით და მოითხოვეს 1999-2001 წ.წ. სახელფასო დავალიანების, სულ – 15383,5 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-12).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 74-82; 98-105).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. პ-ის, ა. ც-ის, შ. ს-ის და სხვების (სულ 18 პირის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა სახელფასო დავალიანების: მ. პ-ის სასარგებლოდ – 513,45 ლარის; ა. ც-ის საასრგებლოდ – 493,14 ლარის, შ. ს-ის სასარგებლოდ – 446,6 ლარის, მ. რ-ის სასარგებლოდ – 365,08 ლარის, ს. ტ-ის სასარგებლოდ – 132,6 ლარის, ე. ს-ის სასარგებლოდ – 433,92 ლარის, თ. ტ-ის სასარგებლოდ – 482,79 ლარის, მ. კ-ის სასარგებლოდ – 528,21 ლარის, ჯ. პ-ის სასარგებლოდ – 544,66 ლარის, დ. ჩ-ის სასარგებლოდ – 156,62 ლარის, თ. ც-ის სასარგებლოდ – 477,35 ლარის, ს. ჯ-ის სასარგებლოდ – 432,14 ლარის, ვ. რ-ის სასარგებლოდ – 495,47 ლარის, ნ. უ-ის სასარგებლოდ – 313,7 ლარის, ზ. შ-ის სასარგებლოდ – 510,51 ლარის, გ. ჩ-ის სასარგებლოდ – 528,07 ლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ – 562,16 ლარისა და გ. ვ-ის სასარგებლოდ – 166,9 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 135-148).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-ის, ა. ც-ის, შ. ს-ის და სხვების (სულ 18 პირის) წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 154-172).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 181-189).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ის, ა. ც-ის, შ. ს-ის და სხვების (სულ 18 პირის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა მოსამსახურეთა (მოსარჩელეთა-აპელანტთა) შრომითი გასამრჯელოს, ხელფასის შემადგენელი ნაწილის - პრემიის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: მ. პ-ის სასარგებლოდ – 524,30 ლარის; ა. ც-ის საასრგებლოდ – 511,55 ლარის, შ. ს-ის სასარგებლოდ – 446,64 ლარის, მ. რ-ის სასარგებლოდ – 515,82 ლარის, ს. ტ-ის სასარგებლოდ – 132,6 ლარის, ე. ს-ის სასარგებლოდ – 459,32 ლარის, თ. ტ-ის სასარგებლოდ – 488,48 ლარის, მ. კ-ის სასარგებლოდ – 541,20 ლარის, ჯ. პ-ის სასარგებლოდ – 536,65 ლარის, დ. ჩ-ის სასარგებლოდ – 228,40 ლარის, თ. ც-ის სასარგებლოდ – 476,34 ლარის, ს. ჯ-ის სასარგებლოდ – 316,61 ლარის, ვ. რ-ის სასარგებლოდ – 509,49 ლარის, ნ. უ-ის სასარგებლოდ – 307,61 ლარის, ზ. შ-ის სასარგებლოდ – 527,24 ლარის, გ. ჩ-ის სასარგებლოდ – 516,98 ლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ – 579,55 ლარისა და გ. ვ-ის სასარგებლოდ – 180,72 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 218-230).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის პრემიის ანაზღაურების ნაწილში უარის თქმა (იხ. ს.ფ. 235-243).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 247-248).

მ. პ-ის, ა. ც-ის, შ. ს-ის და სხვების (სულ 18 პირის) წარმომადგენელმა მოსაზრებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-643-611(კ-09) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივრისა გამო ნ. ბ-ის მიმართ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.