ბს-1813-1781(კ-11) 12 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. გ-მ 2004 წლის 9 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა, ზუსტი ჩანაწერების რეგისტრაცია და ზუსტი საკადასტრო რუკების შედგენა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის განჩინებით წინამდებარე საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განჩინებით ი. გ-ის სარჩელი მოპასუხეების - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისი, ბ. გ-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით ი. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25-26 იანვრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25-26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი. გ-ის საჩივრის საფუძველზე გაუქმებული იქნა ამავე სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, ი. გ-ის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის ნაწილში, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით საქმე დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შესაბამისის საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ, საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის, ზუსტი ჩანაწერის რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის დავალების ნაწილში, საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადასაგზავნად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის, ზუსტი ჩანაწერის რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის დავალების ნაწილში, განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; ხოლო სამოქალაქო საქმეზე ¹2ბ 1212-06 შეჩერდა ი. გ-ის სააპელაციო საჩვრის ერთ-ერთი მოთხოვნის, ¹394 მიწის ნაკვეთზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და ბ. გ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ (71,64 კვ.მ ნაწილში) ბათილად ცნობის ნაწილში განხილვა, აღნიშNული განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ი. გ-ის მოთხოვნებზე ადმინისტარციული სამართალწარმოების წესით დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 06 ნოემბრის საოქმო განჩინებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და ბ. გ-ი ამოირიცხნენ მოპასუხეთა სიიდან და მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში ჩართული იქნენ მესამე პირებად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ჩანაწერების და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის შესახებ, ამ თვალსაზრისით ზუსტი ჩანაწერების რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის დავალების ნაწილში და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილევლად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. გ-ის მიერ რამოდენიმეჯერ იქნა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის 2004 წლის 23 იანვრის ჩანაწერი ბ. გ-ის სახელზე ¹394 მიწის ნაკვეთის (მიწის სარეგისტრაციო ¹..., განცხადების რეგისტრაციის ¹8339/2004, ფართობი 431,64 კვ.მ) საკუთრებად აღრიცხვის და თანდართული საკადასტრო რუკა;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის 2004 წლის 23 იანვრის ჩანაწერი ბ. გ-ის სახელზე ¹395 მიწის ნაკვეთის (მიწის სარეგისტრაციო ¹..., განცხადების რეგისტრაციის ¹8340/2004, ფართობი 18,37 კვ.მ) საკუთრებად აღრიცხვის და თანდართული საკადასტრო რუკა;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მ (წარმომადგენელი მ. პ-ა).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. გ-მ (წარმომადგენელი მ. პ-ა) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გ. გ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. გ. გ-ს ი. გ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (პირადი ¹...) დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები _ ს.ს. ბანკი “...” ბანკის BIჩ კოდი: ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹..., დებეტი ანგარიშის ¹...).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.