ბს-51-51(კ-12) 12 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. გ-მ 2011 წლის 9 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის – ა. გ-ის მონაწილეობით და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საჯარო რეესტრის კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 ივნისის ¹83162 გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა.
გ. გ-მ 2011 წლის 24 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართ გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირის – ა. გ-ის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად (კასპის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 28 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის ყალბ დოკუმენტად) აღიარება.
გ. გ-მ 2011 წლის 11 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის განყოფილების მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე.
გ. გ-მ 2011 წლის 12 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ; მესამე პირები- ა. გ-ი და ა. რ-ი და მოითხოვა ა. გ-ისა და ა. რ-ს სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა კასპის რაიონის სოფელ რენეში მდებარე მიწაზე, რომლის საკადასტრო კოდია 67.02.37.050.
გ. გორჯილაძემ 2011 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ა. გ-სა და ა. რ-ის შორის დადებული 2011 წლის 24 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა,
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/103-11, საქმე ¹ 3/118-11 და საქმე ¹3/135-11 გაერთიანდა ერთ წარმოებად; მოცემულ საქმეში მესამე პირად სავალდებულო წესით ჩართულ იქნა ა. რ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/178-11 და საქმე ¹3/103-11 გაერთიანდა ერთ წარმოებად.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბერის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმესთან ცალკე წარმოებად გამოეყო მოთხოვნა ა. გ-ისა და ა. რ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; გ. გ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2011 წლის 16 ივნისის ¹91 749 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ ამ ეტაპზე სარჩელის გამოხმობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე გ. გ-ის სარჩელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის ხმიმართ, მესამე პირები – ა. გ-ი და ა. რ-ი, ა. გ-ის სახელზე გაცემული 1995 წლის 28 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის არარად აღიარების, ა. გ-სა და ა. რ-ზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების (საკადასტრო კოდი 67.02.37,050) ბათილად ცნობის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება ა. გ-სა და ა. რ-ზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის უარის თქმის ნაწილში და ახალი გაწყვეტილებით ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გ. გ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. გ. გ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები _ ს.ს. ბანკი “...” ბანკის BIჩ კოდი: ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹..., დებეტი ანგარიშის ¹...).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.