ბს-57-57(კ-12) 13 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. გ-ის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. გ-მა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა 1996 წლის 22 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹141 აქტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის მიწის საკადასტრო კოდი ¹... ბათილად ცნობა (იხ. ტ.1; ს.ფ. 2-12).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურმა და ნ. გ-მა შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 78-85; 87-95).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა (იხ. ტ.1; ს.ფ. 118-119).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ნ. გ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹... ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ტ.1; 120).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ტ.1; ს.ფ. 129-135).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს მიღება-ჩაბარების აქტი საკარმიდამო (ეზოს) ნაკვეთის 0,17 ჰა ნ. გ-ის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში (იხ. ტ.1; ს.ფ. 161-167).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ1.; ს.ფ. 179-187).
დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტი ნ. გ-ი ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებლობის მოტივით (იხ. ტ.2; ს.ფ. 8-22).
ნ. გ-მა სააპელაციო შესაგებლით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ტ.2; ს.ფ. 58-66).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ტ.2; ს.ფ. 199-204).
დაზუსტებული სარჩელით ნ. გ-მა მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა (იხ. ტ.3; ს.ფ. 20-32).
ნ. გ-მა შესაგებლით ნ. გ-ის სარჩელი არ ცნო (იხ. ტ.3; ს.ფ. 46-54).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განჩინებით ნ. გ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ. გ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. ბორჯომი, სოფ. ...ა საკადასტრო კოდი ... და საკადასტრო კოდი ... განკარგვა და უფლებრივად დატვირთვა (იხ. ტ.3; ს.ფ. 75-77).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის რ/ნ სოფ. ...ის საკრებულოს მიერ 1996 წლის 22 მაისს ნ. გ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკარმიდამო (ეზოს) ნაკვეთის 0.17 ჰა ნ. გ-ის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში (იხ. ტ.3; ს.ფ. 98-104).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.3; ს.ფ. 110-121).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.4; ს.ფ. 35-45).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ტ.4; ს.ფ. 51-61).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.4; ს.ფ. 66-67).
ნ. გ-მა მოსაზრებით მოითხოვა ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ.4; ს.ფ. 71-72).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ნ. გ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ნ. გ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ ნ. გ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.