ბს-75-75(კ-12) 12 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ვ-მ 2009 წლის 25 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზისი დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 23 თებერვლის ¹61 გადაწყვეტილებისა და 1998 წლის 2 სექტემბრის @@¹299 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 17 მაისის ¹457 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა თ. ვ-ის საკუთრების ნაწილში; ასევე ქ. ბათუმში, დ. ...ის ქ. ¹21-ში მდებარე 31850 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის ¹440 განკარგულების ბათილად ცნობა; ქონებრივი შენატანის ბაზაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილით შპს ,,ს-ის” დაფუძნებისა და საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის შესახებ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 25 ივნისის §422 ბრძანების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ქ. ბათუმში დ. ...ის ქ. ¹21-ში მდებარე 31850 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე შპს ,,ს-ის” საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 25 ივნისის ¹01-22/2006 წერილის ბათილად ცნობა; ქ. ბათუმში დ. ...ის ქ. ¹21-ში მდებარე 31850 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე შპს ,,ს-ის” საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 მარტის საოქმო გაჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, თ. ვ-ის სარჩელის გამო ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს მთავრობა; ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება შპს ,,ს.’’.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ვ-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საწარმოს დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ვ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე თ. ვ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;
3. თ. ვ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები _ ს.ს. ბანკი “...” ბანკის BIჩ კოდი: ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹..., დებეტი ანგარიშის ¹...).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.