Facebook Twitter

ბს-216-214(გ-12) 28 მარტი, 2012 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ა. კ-ისა და მ. ბ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 27 სექტემბერს ა. კ-მა და მ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ შპს “...ის” მიმართ და მოითხოვა შპს “...ის” 2011 წლის 27 ივნისის აუქციონის ¹58-2 სხდომის ოქმის, 2011 წლის 27 ივნისის განკარგულებისა და შპს “...ის 2011 წლის 30 მაისის ¹58-1 ოქმის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე შპს “...ის” მიმართ შპს “...ის” 2011 წლის 27 ივნისის აუქციონის ¹58-2 სხდომის ოქმის, 2011 წლის 27 ივნისის განკარგულებისა და შპს “...ის” 2011 წლის 30 მაისის ¹58-1 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე არ განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას და იგი ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოებით განხილვას, რამდენადაც, კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს “...ის” 2011 წლის 27 ივნისის აუქციონის ¹58-2 სხდომის ოქმის, 2011 წლის 27 ივნისის განკარგულებისა და შპს “...ის” 2011 წლის 30 მაისის ¹58-1 ოქმის ბათილად ცნობა.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სარჩელი წარმოადგენს სამოქალაქო და არა ადმინისტრაციულ სარჩელს, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განიხილავს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, კანონმდებელმა საქმის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის ელემენტად განსაზღვრა სწორედ დავის საგანი, ის გარემოება, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე შპს “...ის” 2011 წლის 27 ივნისის აუქციონის ¹58-2 სხდომის ოქმის, 2011 წლის 27 ივნისის განკარგულებისა და შპს “...ის” 2011 წლის 30 მაისის ¹58-1 ოქმის ბათილად ცნობა-დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას.

სასართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეების ა. კ-ისა და მ. ბ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2011 წლის 16 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს შპს “...ის” 2011 წლის 27 ივნისის აუქციონის ¹58-2 სხდომის ოქმის, 2011 წლის 27 ივნისის განკარგულების, შპს “...ის” 2011 წლის 30 მაისის ¹58-1 ოქმისა და 2010 წლის 22 ნოემბრის მორიგების აქტის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეების ა. კ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი შპს “...ის” 2011 წლის 27 ივნისის აუქციონის ¹58-2 სხდომის ოქმის, 2011 წლის 27 ივნისის განკარგულების, შპს “...ის” 2011 წლის 30 მაისის ¹58-1 ოქმისა და 2010 წლის 22 ნოემბრის მორიგების აქტის ბათილად ცნობის შესახებ თანდართული მასალებით გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე დავის საგნისა და არსის, სადავო ურთიერთობის მიხედვით არ ექვემდებარებოდა განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, არამედ ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული წესით, ვინაიდან მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა განეკუთვნებოდა არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ დავას და მისი განხილვა ადმინისტრაციული წესით უნდა მომხდარიყო “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹213-ე ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებებით, ლიკვიდირებულ იქნა ქ. თბილისის რაიონული სასამართლო და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალიზირებული სასამართლო კოლეგიებით_ ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიები. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების წესებით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს შეიცავს საქართველოს სსკ-ის მე-11 და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლები, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ხსენებული მუხლით დავა, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, მოცემული დავა თავისი არსით წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და საქმე უნდა გადაგზავნოდა საკასაციო სასამართლოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს “...ის” 2011 წლის 27 ივნისის აუქციონის ¹58-2 სხდომის ოქმის, 2011 წლის 27 ივნისის განკარგულების, შპს “...ის” 2011 წლის 30 მაისის ¹58-1 ოქმისა და 2010 წლის 22 ნოემბრის მორიგების აქტის ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, მათ შორის – სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაფარვის მიზნით სს ბანკმა “...მ”, მსესხებელმა ი/მ “მ. ბ-მა”, თავდებმა და იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე ა. კ-მა, თავდებმა “ფაინმა” და იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე ელენე ზუბიტაშვილმა 2001 წლის 22 ნოემბერს გააფორმეს მორიგების აქტი. მითითებული აქტის მე-6 პუნქტით ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფორმაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მხარეებმა იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით სპეციალისტად დანიშნეს შპს “...ი”.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლი ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვის შესაძლებლობას მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე სპეციალისტის დანიშვნის გზით, საყურადღებოა, რომ სპეციალისტის მიერ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ ითვლება იძულებით აღსრულებად, რამდენადაც, მისი დანიშვნა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის განსაზღვრის მოცემული წესი სრულად ემყარება კერძო პირთა ნების ავტონომიას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლზე, რომლის თანახმად აუქციონის ჩატარების მოცემულ წესზე არ ვრცელდება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, იგი წესრიგდება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 3061-ე -3063-ე მუხლები, 3065-ე მუხლის პირველი ნაწილი და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

ამდენად, შპს “...ის” დირექტორის მიერ ნივთის აუქციონზე რეალიზაცია ემყარება კერძო სამართლის ნორმებს და მის მიერ განხორციელებული მოქმედებები არ წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილების განხორციელებას, განსხვავებით კერძო აღმასრულებლის საქმიანობისაგან, რომელიც “სააღსრულებო საქმიანობის შესახებ” კანონის 146-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას-სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.

ამდენად, სპეციალისტის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციის წესები და პირობები განისაზღვრება მხოლოდ კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტის_საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, რომელთა გამოყენებით უნდა იქნეს შემოწმებული სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობა და განისაზღვროს სამართლებრივი შედეგი.

ამასთან, სასარჩელო მოთხოვნები მიმართულია მოპასუხე_კერძო სამართლის იურიდიული პირის_ შპს “...ის” მიმართ. შესაბამისად, რადგან მოსარჩელე ფიზიკური პირების სასარჩელო მოთხოვნები თავისი არსით სამოქალაქო-სამართლებრივია, იგი წაყენებული აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, დავა განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. ამდენად საქმე განსჯადობის წესების დაცვით უნდა დაექვემდებაროს და განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე და 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. კ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე _ შპს “...ის” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.