გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹03 გ/ად-12-კ 27 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, მ. ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოქალაქე ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაE არ დაკმაყოფილდა ნ. რ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება. სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. რ-მა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით, სადაც აღნიშნავდა, რომ 1995 წლის აპრილში მან მიმართა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, რათა მისთვის იჯარით მიცეათ ფართი ....... ¹32-ში, რომელშიც განთავსებული იყო მაღაზია „.....“ და სადაც ნ. რ-ი მუშაობდა. მან ქონების მართვის სამმართველოს მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინა შუამდგომლობა ავტოქარხნის მუნიციპალიტეტისაგან, აგრეთვე ცნობა მაღაზია „......-ს“ დავალიანების თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ ქონების მართვის სამმართველომ ნ. რ-ს მისცა ცნობა სასამართლოში წარსადგენად, რის საფუძველზეE მოხდა მისი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია. ამასთან ერთად, ნ. რ-სა და ქონების მართვის სამმართველოს შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის შესაბამისად უნდა დადებულიყო 10 წლიანი იჯარის ხელშეკრულება. მოსარჩელე განმარტავდა, რომ მოპასუხემ დართო ფართში შესვლის ნებართვა და მისცა საბანკო რეკვიზიტები, რითაც უნდა ეხადა საიჯარო ქირა.
1995 წლის 4 ივლისს ნ. რ-მა იმავე შენობაში იჯარით აიღო 8 მ2 ფართი, თუმცა მისი დაკავება ვერ მოახერხა იმის გამო, რომ იგი თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მოქალაქე ც. ლ-ძეს. მართალია, მას არ ჰქონდა გაფორმებული 32 მ2-ზე ხელშეკრულება, მაგრამ ამ ფართზე საიჯარო ქირის გადახდას მაინE აგრძელებდა 1996 წლის აპრილამდე.
ნ. რ-ის მიერ ხელშეკრულების გარეშე დაკავებული 32 მ2 ფართი 1998 წლის 31 მარტს ქონების მართვის სამმართველომ კონკურსის გზით იჯარით გასცა სხვა პირზე.
ნ. რ-მა მოითხოვა, რომ გაუქმებულ იქნას 1998 წლის 31 მარტს ქონების მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგები, გაფორმებული იქნეს ნ. რ-სა და ქონების მართვის სამმართველოს შორის საიჯარო ხელშეკრულება და დაეკისროს ქონების მართვის სამმართველოს უკანონო მოქმედებით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, გამოსახლებული იქნეს ც. ლ-ძე უკანონოდ დაკავებული 8 მ2 ფართიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. რ-ის სარჩელი მოქალაქე ც. ლ-ძე გამოსახლებული იქნა ქ. ქუთაისში ....... ქ. ¹32-ში მდებარე 8 მ2 საიჯარო არასაცხოვრებელი ფართიდან; ნ. რ-ს უარი ეთქვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შეგებებული სარჩელი. ნ. რ-ი გამოსახლებული იქნა 32, 95 მ2 ფართიდან და იგი გადაცეა მოიჯარე ჯ. ყ-ს.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. რ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება 8 მ2 ფართზე გაფორმდა 1996 წლის 19 აგვისტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 32 მ2-ზე მას ჰქონდა იჯარის ხელშეკრულების უპირატესი გაფორმების უფლება და დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ფართის იჯარით გაცემა მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 8 მ2 ფართის დაგვიანებით გადაცემით გამოწვეული მატერიალური ზარალი ნ. რ-ს არ განუცდია, რადგან მართალია ქონების მართვის სამმართველომ ვერ შეძლო დროულად გამოეთავისუფლებინა ნ. რ-ისათვის საიჯარო ობიექტი 8 მ2 ფართი, მაგრამ ნ. რ-ი სანაცვლოდ ფლობდა მეზობლად მდებარე ფართს და არც ეხლა აქვს გამოთავისუფლებული, რაზედაც მას ქონების მართვის სამმართველოს მხრიდან ხელშეშლა არ ჰქონია.
ნ. რ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ამავე დროს, მის მიერ ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებები და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა 1998 წლის 31 მარტის კონკურსის შედეგების გაუქმების, ნ. რ-სა და ქონების მართვის სამმართველოს შორის 32 მ2-ზე ახალი 10 წლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში.
საქმის მასალების შესწავლით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
1995 წლისათვის საქართველოში სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის ურთიერთობებს არეგულირებდა პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე დებულება“. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აღნიშნული წესების დაცვით ნ. რ-ის მიერ იჯარით აღებული იქნა მხოლოდ 8 მ2 ფართი, ხოლო 32 მ2 ფართზე აღნიშნული წესების დაცვით არ მომხდარა იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, არ ჩატარებულა კონკურსი ან აუქციონი, არ ყოფილა განხორციელებული სხვა პროცედურები.
საავტომობილო ქარხნის მუნიციპალიტეტისაგან შუამდგომლობის წარდგენა, ნ. რ-ის მიერ მაღაზია „......-ს“ დავალიანების დაფარვა, ვერ გახდებოდა სადაო ფართზე იჯარის უფლების მოპოვების საფუძველი, ვინაიდან იმდროინდელი კანონმდებლობა იცნობს სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის ერთადერთ წესს და მხოლოდ ამ წესების დაცვით მოიპოვება სახელმწიფო ქონების იჯარით მიღების უფლება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს 1998 წლის 31 მარტის ქონების მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებული კონკურსის ბათილად ცნობის საფუძველი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ობიექტის იჯარით გაცემის თაობაზე კონკურსის ჩატარების შესახებ გამოცხადდა გაზეთ „......-ში“ დაცული იქნა ის პროცედურები, რასაცEითვალისწინებს «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹487 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულება და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის წესის შესახებ“. თვით კასატორი არ მიუთითებს აღნიშნული ნორმატიული აქტების დარღვევაზე და არც საქმის მასალებით დგინდება ასეთი გარემოებები.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია განჩინება შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე, რაც მას მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი“.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო სამართლის ნორმის დარღევა არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და აღნიშნული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 399-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 დეკემბრის განჩინება.
2. პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.