Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3ა/ად-7-კს 7 ივლისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, მ. ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საიჯარო საწარმო «თ-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრების _ ს. მ-ისა და მ. ჩ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო პალატამ კერძო საჩივრის შესწავლისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საიჯარო საწარმო «თ-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა _ ს. მ-ემ და მ. ჩ-მა 200 წლის 6 მარტს სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეთა: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრის; 2. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის; 3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს; 4. საქართველოს პრეზიდენტის; 5. სს «მ-ის»; 6. სს «ს-ოს»; 7. შპს საფეხბურთო კლუბ «დ-ოსა» და 8. ფიზიკური პირის ი. ხ-ის მიმართ ს/გ «თ-ის» (ამჟამად სს «მ-ი» და «ს-ო») პრივატიზებასთან დაკავშირებული რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის, ასევე საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ «თ-ის» ქონების გამოსყიდვის ფაქტებისა და ს/გ «თ-ის» ქონებაზე საიჯარო კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლების ცნობის თაობაზე, რომლებიც 1994 წლის 7 ივლისი მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო-კოლექტივის წევრებად. 2000 წლის 14 აპრილს, მთავარ სხდომაზე მოპასუხე _ ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა ზ. ნ-მა იშუამდგომლა საიჯარო საწარმო «თ-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრების ს. მ-ისა და მ. ჩ-ის არასათანადო მოსარჩელეებად ცნობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეტანილია იმ პირების მიერ, რომელთაც არა აქვთ უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე. მოპასუხის განმარტებით, რადგან მოსარჩელეთა პირველი მოთხოვნაა საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ «თ-ის» ქონების გამოსყიდვის ფაქტისა და გამოსყიდულ ქონებაზე საიჯარო კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლების ცნობა, რომლებიც 1994 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად, მოსარჩელეებს საპროცესო ნორმების შესაბამისად უნდა ჰქონდეთ ს/გ «თ-ის» საიჯარო კოლექტივის 1115 წევრის რწმუნება, რაც არ წარმოუდგენიათ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმოამდეგნლის შეამდგომლობა. კერძოდ:

1. შეამდგომლობა არასათანადო მოსარჩელედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან კოლეგიამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ მოსარჩელეები _ ს. მ-ე და მ. ჩ-ი _ საიჯარო საწარმო «თ-ის» იმ შრომითი კოლექტივის წევრები იყვნენ, რომლებმაც 1990 წლის 14 და 21 მაისის კრებაზე ს/გ «თ-ი» საიჯარო საწარმოდ გარდაქმნეს, ხოლო 1994 წლის 20 ივნისს _ სააქციო საზოგადოებად, რის საფუძველზეც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ 1994 წლის 22 ივლისის სადავო ¹2-234 ბრძანებით გაუქმდა «ა-სა» და «თ-ის» შრომითი კოლექტივს შორის 1990 წლის 28 მაისს გაფორმებული ქონების იჯარით გადაცემის ხელშეკრულება, რითაც მოსარჩელეთა აზრით, შეილახა მათი, როგორც საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის წევრების, უფლებები იჯარა-გამოსყიდვის გზით მოეხდინა საწარმოს პრივატიზება და ამიტომ სარჩელით მიმართეს სასამართლოს თავიანთი შელახული უფლებების დასაცავად _ სადავო ბრძანების გასაუქმებლად.

2. შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ იმ ასფუძვლით, რომ სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შემოიტანეს პირებმა, რომლებსაც არა აქვთ უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე, სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა, ვინაიდან მოსარჩელეებმა საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის სახელით მოითხოვეს: «დადგენილად იქნეს ცნობილი საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ «თ-ის» ქონების გამოსყიდვის ფაქტი და აღიარებულ იქნეს საიჯარო კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლება ყოფილ ს/გ «თ-ის» ქონებაზე, რომლებიც 1994 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად.» სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ს.გ «თ-ის» 1990 წლის 14 მაისის კრებას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საიჯარო საწარმოდ გარდაქმნის შესახებ, ესწრებოდა 1115 მოსამსახურე; 1994 წლის 20 ივნისის იმავე გაერთიანების 250-კაციანმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ, ხოლო 1995 წლის მარტში 811 თანამშრომლის მიერ საზოგადოების აქციების უფასოდ მიღების შემდეგ, კოლექტივის 97 წევრს უფლება აღარ ჰქონდა მოეწვია კრება და აერჩია საინიციატივო ჯგუფი საიჯარო საწარმოს კოლექტივის უფლებების დასაცავად. კოლეგიამ ჩათვალა, რომ დაინტერესებული პირის _ 1115-წევრიანი საიჯარო კოლექტივის სახელით სარჩელი შეიტანეს პირებმა, რომლებსაც არა აქვთ უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, ითხოვენ განჩნების გაუქმებასა და სარჩელის განხილვას შემდეგი საფუძვლებით:

1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე და 275-ე მუხლის «ბ» პუნქტი;

2. წინააღმდეგობრივია სასამართლოს განჩინება, რადგან თეორიულადაც კი შეუძლებელია მოსარჩელე იყოს სათანადო მოსარჩელე, სარჩელიც სათანადო მოსარჩელის მიერ იყოს ხელმოწერილი და იმავდროულად ასეთი სარჩელი დაინტერესებული პირის ასხელით შეტანილი იყოს არაუფლებამოსილი პირების მიერ;

3. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ს/გ «თ-ის» ქონების გამოსყიდვის ფაქტისა და ქონებაზე საიჯარო კოლექტივის წევრთა საკუთრების უფლების ცნობის ნაწილში მოსარჩელეებს უფლება არ ჰქონდათ საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის სახელით აღეძრათ სარჩელი, მაგრა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეთა აზრით, სასამართლოს ამ ნაწილში ისინი უნდა ეცნო არასათანადო მოსარჩელედ და არა დაინტერესებული პირის სახელით სარჩელის შემტან არაუფლებამოსილ პირად;

4. თუ მოსარჩელეთა ერთი მოთხოვნა ს/გ «თ-ის» ქონებაზე საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის საკუთრების უფლების ცნობის ნაწილში უმართებულოა და განუხილველად უნდა დარჩეს, გაურკვეველია რატომ უნდა დარჩეს განუხილველი მთლიანად სარჩელი, რომელიც სხვა 10 მოთხოვნასაც შეიცავს.

სს «თ-ის», «მ-ი» და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს იზიარებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს პოზიციას მოსარჩელეების არაუფლებამოსილ პირად ცნობის შესახებ, რადგან მათ 1115-წევრიანი საიჯარო კოლექტივისაგან მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწნების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგი მოტივებით:

მოსარჩელეები _ საიჯარო საწარმო «თ-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრები ს. მ-ე და მ. ჩ-ი სასარჩელო განცხადებაში მოითხოვენ ს/გ «თ-ის» პრივატიზებასთან დაკავშირებული შემდეგი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნოაბს:

ა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათსი სამინისტროს 1994 წლის 22 ივლისის @3-234 ბრძანება საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ;

ბ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათსი სამინისტროს 1994 წლის 1 ივლისის ¹2-216 ბრძანება მარმელადის ფაბრიკა «ს-ოს» გამოტოფის შესახებ;

გ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სს «მ-ის» დაფუძნების შესახებ;

დ. ს/გ «თ-ის» მუშაკთა 1995 წლის 30 მარტის საერთო კრების ¹2 ოქმის გადაწყვეტილება აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი შესიდვის შესახებ;

ე. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 23 ივლისის ¹1-3/370 ბრძანება სს «მ-ის» თანამშრომლების მიერ აქციათა შეძენის დადასტურების შესახებ;

ვ. საქართველოს სახელმწიფო მეთურის 1995 წლის 12 სექტემბრის ¹346 ბრძანებულება საფეხბურთო კლუბ «დ-ოსათვის» სს «მ-ის» აქციების 34%-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

ზ. ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 20 აგვისტოს დადგენილენა სს «მ-ის» ხელახალი რეგისტრაციის შესახებ;

თ. სასამართლოს დადგენილება სს «ს-ოს» რეგისტრაციის შესახებ;

ი. 1996 წლის 29 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის მიერ დამტკიცებული ¹7 საბარათო აუქციონის შედეგი იმ ნაწილში, რომლითაც ი. ხ-ემ შეიძინა სს «მ-ის» 12918 ცალი აქცია.

სასამართლო კოლეგიამ, რადგან საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელეები საიჯარო საწარმო «თ-ის» შრომითი კოლექტივის წევრები იყვნენ და დარღვეული უფლებების დასაცავად ჰქონდათ სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლება, ისინი ზემოაღნიშნულ მოთხოვნებში სათანადო მოსარჩელეებად ცნო, მაგრამ პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები მოითხოვენ საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ «თ-ის» ქონების გამოსყიდვის ფაქტისა და ამ ქონებაზე საიჯარო კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლების ცნობას, რომლებიც 1994 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებეად, ჩათვალა, რომ სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეტანილი იყო იმ პირთა მიერ, რომლებსაც არ ჰქონდათ უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, კოლეგიამ სარჩელი მთლიანად დატოვა განუხილველი, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სასარჩელო განცხადებაში დასმული 11 მოთხოვნიდან სასამართლო კოლეგიამ, ვინაიდან 10 მოთხოვნაზე მოსარჩელეები სათანადო მოსარჩელედ ცნო და სარჩელი დასაშვებად, კოლეგიას პროცესუალურად უფლება აღარ ჰქონდა ასეთი სარჩელი მთლიანად დაეტოვებინა განუხილველად, ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 აპრილის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და განახლდეს ს. მ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელის განხილვა.

საკასაციო პალატამ იზელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 285-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაკმაყოფილდეს ს. მ-ისა და მ. ჩ-ის კერძო საჩივარი; გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 24 აპრილის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შეასხებ და განახლდეს სასარჩელო წარმოება; საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს; ასხელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრებსი საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს; უზენესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.