გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3ა/ად-8-კ 31 აგვისტო, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნ. კლარჯეიშვილი
მსაჯულები: შ. მამფორია, გ. ოგანოვი
განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატ გ. ა-ის საჩივარი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ცსკ-ს ¹21/2000 განკარგულების გაუქმებისა და მარტვილის ¹65 საარჩევნო ოლქში პარლაემნტის წევრობის კანდიდატად მისი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე.
სასამართლო კოლეგიამ მოსამართლზე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 21 აგვიტოს ¹21/2000 განკარგულებით გაუქმდა ¹65 მარტვლის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2000 წლის 14 აგვისტოს ¹2 განკარგულება და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე გ. ა-ეს უარი ეთქვა «საქართველოს არჩევნებისშესახებ» ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-5 და ცსკ-ს 2000 წლის 24 მაისის ¹14/2000 განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შევსებული და გადანომრილი ბლანკები ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადებასთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა ჩაბარებოდა არაუგვიანეს 2000 წლის 27 ივლისს.
საქართველოს ცსკ-ს ¹21/2000 განკარგულებას ასაჩივრებს გ. ა-ე, ითხოვს ადმინისტრაციული აქტის გაუქემბასა და მარტვილის ¹65 საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებას შემდეგი მოტივებით:
1. საქართველოს ცსკ-ის ¹21/2000 განკარგულება უკანონოა.
2. უსაფუძვლოა საქართველოს ცსკ-ის ¹21/2000 განკარგულებაში მითითებული გ. ა-ის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა, ვინაიდან «პარლამენტის არჩევნების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-5 და საქართველოს ცსკ-ის 2000 წლის 24 მაისის ¹14/2000 განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, გ. ა-ის საინიციატივო ჯგუფმა 2000 წლის 27 ივლისს ¹65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინა კანდიდატ გ. ა-ის მხარდამჭერთა ხელმოწერის ბლანკები 66 ცალი, კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი 2 ცალი და 4 ფოტოსურათი, რასაც ადასტურებს მარტვილის ¹65 საარჩევნო კომისიის მიერ 2000 წლის 27 ივლისს გაცემული ცნობა ¹18.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სარჩელს არ ცნობს, ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერად ცნობას შემდეგი საფუძვლით.
1. საქართველოს ცსკ-ის უარი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად გ. ა-ის რეგისტრაციაზე კანონიერია, ცსკ-ამ მართებულად ჩათვალა დარღვეულად «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ ვადაში წარდგენის შესახებ, რადგან გ. ა-ის საინიციატივო ჯგუფმა დაარღვია ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის განცხადების საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის თაობაზე.
2. ¹65 მარტვილისა და ¹80 ქედის საარჩევნო ოლქებში ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, 2000 წლის 14 აპრილს ცსკ-ამ მიიღო ¹63/2000 დადგენილება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ, რომლის თანახმადაც კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება შეეტანა 2000 წლის 26 აპრილამდე. საინიციატივო ჯგუფის განცხადება რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში და კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად ჯგუფს მიეცემა ბლანკები, თანახმად ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, საინიციატივო ჯგუფის მიერ განცახდების 26 აპრილამდე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა აუცილებელი, ორგანული კანონით გათვალისწინებული პრიცედურაა, რომლის შეუსრულებლობაც გამორიცხავს შემდგომი პროპცედურის _ მხარდამჭერთა 1000-კაციანი ხელმოწერების შეგროვებას.
3. გ. ა-ის საინიციატივო ჯგუფის მიერ განცხადება კანდიდატის წარდგენის შესახებ მარტვილის ¹65 საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდა 2000 წლის 24 ივლისს, რითაც დაირღვა საქართველოს ცსკ-ის ¹63/2000 დადგენილების იმპერატიული მოთხოვნა 2000 წლის 26 აპრილის 18 სთ-მდე საინიციატივო ჯგუფის განცხადების საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირების შესახებ, რაც იმავდროულად ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნაცაა, ამიტომ შეუძლებელია აღნიშნული მე-3 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გაუთვალისწინებლად შესრულებულად ჩაითვალოს მე-5 პუნქტის მოთხოვნები.
4. ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის იგნორირებით მე-5 პუნქტის მოთხოვნის შესრულება ეჭვქვეშ აყენებს კანდიდატის წარდგენის მთლიანი პროცედურის კანონიერებას, ცსკ-მ მართებულად მიუთითა, რომ ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ცსკ-ის ¹63/2000 განკარგულების შეუსრულებლობით დარღვეულია «ორგანული კანონის» 38-ე მუხლის მე-5 და ცსკ-ის ¹14/2000 განკარგულების I პუნქტის მოთხოვნა, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი. მოსარჩელეს უარი უნდა ექთვას კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე და ძალაში უნდა დარჩეს ცსკ-ის ¹21/2000 განკარგულება.
სასამართლო კოლეგია მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გ. ა-ის პარლამენტის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარების საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ცსკ-ის ¹21/2000 განკარგულება და ცსკ-ს უნდა დაევალოს კანდიდატის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატ გ. ა-ის მიერ სასამართლოში გასაჩივრებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული (ინდივიდუალური) აქტი _ განკარგულება ¹21/2000, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ¹65 მარტვილის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე შემდეგი საფუძვლებით:
1. «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევისათვის, რომლის თანახმადაც, ხელმოწერათა შევსებული და გადანომრილი ბლანკები ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადებასთან ერთად, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ხელმოწერების ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა, არაუგვიანეს 10 აგვისტოსი, უნდა წარედგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹14/2000 განკარგულების I პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, რომლის მიხედვითაც არაუგვიანეს 27 ივლისისა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის მახრდამჭერთა ხელმოწერები, შევსებული და გადანომრილი ბლანკები წარდგენილ უნდა იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ჯგუფის გაბცხადებასთან ერთად, რომელშიც აღინიშნება ხელმოწერების ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა.
მოსარჩელემ აწრმოადგინა ¹65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის 2000 წლის 27 ივლისის ¹18 ცნობა, რომლითაც დასტურდება მოსარჩელე გ. ა-ის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში სათანადო საარჩევნო დოკუმენტების (კანდიდატის სააღრიცხვო ბარათის, მხარდამჭერთა ხელმოწერის ბლანკების) წარდგენის ფაქტი. ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. აქედან გამომდინარე, რადგან საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სასამართლო კოლეგიას ვერ წარუდგინა ზემოაღნიშნული ¹18 ცნობის გამაბათილებელი მტკიცებულებანი, ამასთან, თავადაც არ უარყოფდა ამ ცნობის ნამდვილობასა და გ. ა-ის საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანული კანონისა და ¹14/2000 განკარგულების შესაბამისად 2000 წლის 27 ივლისს მარტვლის საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატის საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარების ფაქტს, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში მითითებული მოტივებით საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმა უსაფუძვლოა და როგორც უკანონო ადმინისტრაციული აქტი, საქართველოს ცსკ-ს 2000 წლის 21 აგვისტოს ¹21/2000 განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის საკითხის გადაუწყვეტლად.
მართალია, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატ გ. ა-ის საინიციატივო ჯგუფის მიერ «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ცსკ-ს ¹14/2000 განკარგულების I პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ცსკ-ს ¹63/2000 განკარგულების დარღვევაზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის მიერ 2000 წლის 26 აპრილისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევაზე, რაც კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის სხვა, დამატებითი საფუძველია, რომელიც ბოლომდე გამოკვლეული არ არის მხარეთა მიერ. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ცსკ-მ გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაევალოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად გ. ა-ის რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად, არაუგვიანეს 5 სექტემბრისა, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი საქმის არსებით გარემოებათა _ კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის განცხადების, მხარდამჭერთა სიების, კანდიდატის სააღრიცხვო ბარათების _ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით, 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით, პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატ გ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი, კანდიდატად რეგისტრაციის საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ცსკ-ს 2000 წლის 21 აგვისტოს განკარგულება ¹21/2000 გ. ა-ისათვის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად ¹65 მარტვილის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაევალოს საქართველოს ცენრტალურ საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატ გ. ა-ის რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად არსებით გარემოებათა (კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის განცხადების, მხარდამჭერთა სიების, სააღრიცხვო ბარათების) გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი 2000 წლის 5 სექტემბრამდე;
4. საქართველოს ცენრტალურ საარჩევნო კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის ანაზღაურება;
5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.