Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3ა/ად-76-კ 1 სექტემბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ბ. მეტრეველი

მოსამართლეები: ნ. კლარჯეიშვილი, ბ. კობერიძე

განიხილა შპს «თ-ის» გენდირექტორის ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი საქართVელოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების, ასევე, საქმეში მესამე პირებად სს «ე-ის», სს «წ-ის», სს «გ-ის», შპს «მ-ისა» და შპს «თ-ის» თანამშრომელთა ჩართვის შესახებ.

საკასაციო პალატამ მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად დადგენილად ცნო შემდეგი:

2000 წლის 10 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარემ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა კასატორის წინააღმდეგ ქონების დაყადაღების, რეალიზაციისა და რეალიზაციით ამონაგები თანხით რიცხული საგადასახადო დავალიანების 659190 ლარისა და 40 თეთრის (ძირითადი გადასახადი 510673 ლარი და 64 თეთრი, დარიცხული საურავი _ 148516 ლარი და 76 თეთრი) დაფარვის თაობაზე, რომელიც კასატორს წარმოეშვა 1995 წლის აგვისტოდან 1996 წლის დეკემბრის ჩათვლით, პერიოდში აქციზის გადასახადის 10%-იანი განაკვეთის 100%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით (ს.ფ. 111). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად «ბ-სა» და «ი-ში» შპს «თ-ის» საბანკო ანგარიშზე 1999 წლის 20 აგვისტოს საინკასო დავალებების დადებასა და ¹5 საგადასახადო გაფრთხილებას უსახსრობის გამო შედეგი არ მოჰყოლია (ს.ფ. 4-12). შპს «თ-ის» საწარმოს ბალანსისა და 2000 წლის 6 მარტის ¹9 ცნობის მიხედვით 2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს «თ-ის» სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბალანსო ღირებულება შეადგენს 914065 ლარს (ს.ფ. 100-102).

საოლქო სასამართლოში შპს «თ-მა» სარჩელი მთლიანად ცნო, არც საგადასახადო დავალიანების თანხა გაუხდია სადავოდ და მიმდინარე წლის ბოლომდე მის დაფარვაზე წარმოადგინა გრაფიკი, რაზეც მოსარჩელის წერილობითი თანხმობა ვერ მიიღო (ს.ფ. 116). სასამართლო კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა შემდეგი საფუძვლებით:

1. მოპასუხემ მთლიანად ცნო სასარჩელო მოთხოვნის კანონიერება და სასარჩელო თანხა სადავოდ არ გაუხდია;

2. გადამხდელის ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრებიდან საგადასახადო დავალიანების კანონით დადგენილი წესით დაფარვის მიზნით მოსარჩელემ წარადგინა საინკასო დავალებები მოპასუხის მომსახურე საბანკო დაწესებულებებში, მაგრამ ანგარიშზე ფულადი თანხების არარსებობის გამო დავალიანება არ დაფარულა;

3. ფულადი თანხების უქონლობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე და 247-ე მუხლების შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო დავალიანების გადახდევინება მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებით გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებითა და დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხით;

4. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გადამხდელის ქონების დაყადაღება და მისი რეალიზაცია საგადასახადო ორგანოების დისკრეციული უფლებაა, მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია და გამომდინარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი პუნქტიდან და 247-ე მუხლიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «თ-ის» გენდირექტორმა და მის გაუქმებას ითხოვს შემდეგი მოტივიებით:

1. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, ფაქტობრივად, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ მისცა შეფასება საწარმოს ბალანსს, გადამხდელის სხვა ვალდებულებებსა და პასივებს;

2. სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის მოთხოვნები, მთელი ქონების რეალიზაციით, ფაქტობრივად, ისე გააკოტრა შპს «თ-ი», რომ მის მიმართ არ აღძრულა ბანკროტობის საქმე, მოპასუხის არც ერთი კრედიტორი არ ჩაურთავს საქმეში მე-3 პირად აუცილებლად ჩაბმის წესით, რითაც შეილახა კრედიტორთა კანონიერი უფლებები;

3. პირველ სხდომაზე სასამართლომ გაიზიარა მხარეთა ნება დავალიანების გადახდის გრაფიკის შედგენის შესახებ, მაგრამ შემდგომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გრაფიკი უგულებელყო მოსარჩელის მიერ წერილობითი თანხმობის წარმოუდგენლობის გამო;

4. სასამართლომ მოსარჩელის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითების დროს არ გაითვალისწინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი და არასწორად განმარტა კანონი, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანო თავად ახორციელებს რომელიმე სხვა ორგანოს, მათ შორის სასამართლოს, ნებართვის გარეშე, მაგალითად: აქტის გამოცემა. სასამართლოში სარჩელის აღძვრა კი არის იურიდიული პირის უფლება;

5. სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში არ განსაზღვრა შპს «თ-ის» ქონების რეალიზაციის წესი, რითაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მართებულად მიუთითა, რომ რეალიზაციას ექვემდებარება შპს «თ-ის» ქონების მხოლოდ ის ნაწილი, რაც საჭიროა საგადასახადო დავალიანებისა და სასამართლო ხარჯების დასაფარავად. სარეზოლუციო ნაწილში კი დაადგინა გადამხდელის მთელი ქონების რეალიზაცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილს და უნდა გაუქმდეს;

6. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 10 თებერვლის განჩინების ძალაში დატოვებასთან ერთად, 28 მარტის გადაწყვეტილებით, შპს «თ-ის» მთელი ქონების დაყადაღებით გაუგებარია სასამართლომ მთელი ქონება დააყადაღა თუUმისი ნაწილი.

კასატორი საკასაციო საჩივარში შუამდგომლობას აყენებდა საქმეში მესამე პირებად მისი კრედიტორების _ სს «ე-ის», სს «გ-ის», შპს «წ-ის», შპს «მ-ისა» და შპს «თ-ის» თანამშრომლბეის ჩართვაზე, რაც მოხსნა საკასაციო სასამართოლოში საქმის განხილვის დროს. კასატორი, ასევე, ითხოვდა სასამართლოს მიეცა მოწინააღმდეგე მხარესთან საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკის შეთანხმების საშუალება.

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია საკასაციო საჩივარს არ ცნობს და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად ძალაში დატოვებას ითხოვს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სარჩელის აღძვრამდე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ კასატორის წინაშე გაატარა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არაერთი ღონისძიება არსებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, რასაც არანაირი შედეგი შპს «თ-ის» მხრიდან არ მოჰყოლია;

2. მსხვილ გადამხდელთა ინსპეაცია კასატორის მიმართ წარმოადგენს კრედიტორს, რომელსაც სხვა კრედიტორებისაგან დამოუკიდებლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-ე, 247-ე მუხლების შესაბამისად, სრული უფლება აქვს მოითხოვოს კრედიტორისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საგადასახადო დავალიანების დაფარვა გადამხდელის ქონების დაყადაღებისა და რეალიზაციის ხარჯზე, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია.

3. კასატორის სხვა კრედიტორების საქმეში მესამე პირად ჩაბმა არ წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან ნებისმიერ კრედიტორს უფლება აქვს დამოუკიდებელი სარჩელი აღძრას შპს «თ-ის» წინააღმდეგ.

4. კასატორის ქონების დაყადაღება და რეალიზაცია წარმოადგენს შპს «თ-ზე» რიცხული საგადასახადო დავალიანების დაფარვის რეალურ საშუალებას და ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია.

მხარეთა მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 ამრტის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ახალი გადაწყვეტილებით შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის დროს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შესახებ და თვლის, რომ საოლქო სასამართლო კოლეგიამ სწორედ ამ მუხლზე დაყრდნობით, ინკვიზიციური პრინციპის გათვალისწინებით, საქმეზე დამატებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების თავისი ინიციატივით მოპოვების მიზნით, საქმის მოსამზადებელ სტადიაზე 2000 წლის 11 თებერვალს მიიღო განჩინება, რომლითაც კასატორს დაევალა საზოგადოების ბალანსების, ქონების სრული ჩამონათვალისა (საბაზრო-საბალანსო ღირებულების მითითებით) და «თ-ის» კრედიტორთა სიის წარმოდგენა, (ს.ფ. 23-25), რაც კასატორმა ნაწილობრივ შეასრულა, სასამართლოს წარუდგინა საწარმოს ბალანსი და ქონების ნუსხა, კრედიტორთა სია კი არ წარუდგენია. ამდენად, კასატორმა თავად არ შეასრულა სასამართლო დავალება და კასაციის ეს მოტივი უსაფუძვლოა.

2. უკანონოა საკასაციო საჩივრის შემდეგი საფუძველიც, სასამართლო კოლეგიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის დარღვევის, კერძოდ, შპს «თ-ის» კრედიტორების საქმეში მესამე პირებად აუცილებელი ჩაბმის წესით მოწვევის შესახებ, რადგან როგორც აღინიშნა, სასამართლო კოლეგიამ 2000 წლის 11 თებერვლის განჩინებით კასატორს დაავალა თავისი კრედიტორების სიის წარდგენა მათი მოთხოვნის საფუძვლისა და სიდიდის მითითებით (ს.ფ. 23-35), თავად კასატორმა არ შეასრულა სასამართლო დავალება და არ წარადგინა კრედიტორებზე ინფორმაცია. ამასთან, საკასაციო საჩივარში მითითებული კრედიტორები სს «ე-ი», სს «წ-ი», სს «გ-ი», შპს «მ-ი» და შპს «თ-ის» თანამშრომლები კასატორთან არიან სახელშეკრულებო სამართალურთიერთობაში, საოლქო სასამართლოში დავის საგანს კი წარმოადგენდა სრულიად სხვა ხასიათის, საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა. მესამე პირად საქმეში სავალდებულო ჩაბმის აუცილებელ წინაპირობას, ზემოაღნიშნული მე-16 მუხლით, წარმოადგენს: 1. პირი უნდა იყოს ამ სამართალურთიერთობის მონაწილე; 2. საქმეზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა უნდა იყოს შესაძლებელი. ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებული მესამე პირები შპს «თ-სა» და საგადასახადო დეპარტამენტთან საგადასახადო სამართალურთიერთობის მონაწილენი არ არიან და «თ-ის» საგადასახდო დავალიანების დაფარვაზე გამოტანილი გადაწყვეტილება კონკრეტულად მათ უფლება-მოვალეობებს არ შეეხება, ამიტომ თავიანთი სტატუსით ისინი არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი, მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებს და სასამართლოს არ უნდა მოეწვია, ამდენად, მითითებულ საპროცესო დარღვევას ადგილი არა აქვს, სასამართლოს კანონი არ დაურღვევია და კასაციაო ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივარს მთელი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით. მართალია, სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ «თ-ის» მთელი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხიდან საგადასახადო დავალიანებისა და რეალიზაციის ხარჯების დაფარვის შემდეგ, 3 დღის განმავლობაში გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს ნამეტი თანხა, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში კასაცია უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შპს «თ-ის» ქონების საბალანსო ღირებულება მის დაყადაღებამდე შეადგენდა 914065 ლარს, საგადასახადო დავალიანება კ ერიცხება 659190,04 ლარი. საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება კასატორის მთლიანი ქონების რეალიზაციის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გაიყიდოს შპს «თ-ის» ქონების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა და 659190,04 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანების ანაზღაურებას. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება, ანალოგიურად სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებისა, უნდა მოხდეს «სააღსრულებო წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის გათვალისწინებით საკასაციო პალატა შეეცადა მხარეთა მორიგებას და 659190,04 ლარის საგადასახადო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვაზე შეთანხმებას, რაზეც საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 386-ე, 389-ე, 399-ე, 409-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს «თ-ის» გენდირექტორის ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება შეიცვალოს ახალი გადაწყვეტილებით;

3. შპს «თ-ზე» რიცხული საგადასახადო დავალიანების 659190,04 ლარის დასაფარავად გაიყიდოს კასატორის ქონების ის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გადასახადებისა და საურავების თანხის ანაზღაურებას;

4. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სმართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

5. პირველ და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის შპს «თ-ს» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს «სააღსრულებო წარმოების შესახებ» კანონის შესაბამისად;

7. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

8. გადაწყვეტილების ასლები დადგენილი წესით გადაეცეს მხარეებს, საქმე დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.