გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3ბ/ად-40-კ 10 მაისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე მოსამართლეები: ბ. მეტრეველი, ნ. სხირტლაძე
განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1996 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოსა და პოლდინგური ფირმა "გ. გ." შორის გაფორმდა კონტრაქტი ¹ 412946 - 25 000 ტონა ხორბლის მიწოდების შესახებ, რომლის ღირებულება შეადგენდა 5 525 000 აშშ დოლარს. კონტრაქტი ითვალისწინებდა პროდუქEიის ღირებულების გა-დახდას, ხორბლის ფოთის პორტში მიწოდების მომენტიდან 90 დღის შემდეგ, საბანკო გარანტიის საფუძველზე. კონტრაქტის მე-6 მუხლის თანახმად დავის შემთხვევაში საქმე განსახილველად უნდა გადასEემოდა შვეიEარიის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს ქ. ჟენევაში.
აღნიშნული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 1996 წლის 23 აგვისტოს კომერციული სამმართველოს უფროსმა მ. შ-მა წერილით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნ. ჯ-ს და სთხოვა ხორბლის შესასყიდად მიეცა საგარანტიო წერილი 5 898375 აშშ დოლარის თანხაზე. 1996 წლის 26 აგვიტოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნ. ჯ-ს, თავდაცვის სამინისტროს კომერციული სამმართველოს უფროსს მ. შა- ყულაშვილს და "თბილკრედიტბანკის" მმართველს თ. ჟორჟოლიანს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ პოლდინგური ფირმა "გლონკერ გრცინსა" და კომერციულ სამმართველოს შორის დადებული კონტრაქტის შესაბამისად, საქართვე-ლოს ეროვნული ბანკი პირველი კლასის ევროპული ბანკის მეშვეობით პოლდინგური ფირმის სასარგებლოდ გადასEემდა საგარანტიო წერილს 5 898 375 აშშ დოლარზე, რომელიE ძალაში შევიდოდა ფოთის პორტში ხორბლის მიღების შემდეგ და ამოქმედდებოდა ძალაში შესვლიდან 90 დღის დამატებული 15 დღის შემდეგ. ამ ხელშეკრულებით კომერციულმა სამმართველომ ივალდებულა საქართველოს ეროვნუ-ლი ბანკისათვის გადაცხადა საგარანტიო წერილში აღნიშნული თანხის წლიური 8%, ამასთან, "თბილკრედიტბანკში" გაიხსნა ანგარიში, სადაE თავს მოიყრიდა ხორბლის რეალიზაციიდან შემოსული თანხები, რაE უნდა მოხმარებოდა პოლდინგურ ფირმასთან ანგარიშსწორებას. აღნიშნული ხელშეკრულების მე-10 პუნქტში მითითე-ბულია, რომ კომერციული სამმართველო, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებ-ლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე პასუხს აგებს მთე-ლი თავისი ქონებით. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის შესაბამისად დავის შემთხვევაში საქმე განიხილება საქართველოს არბიტრაჟში.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების დღესვე 1996 წლის 26 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა, ფრანგული ბანკის "კრედიტ კომერციულ დე ფრანსის" საშუალე-ბით გასEა საგარანტიო წერილი, სადაE აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 898, 375 აშშ დოლარი საწინდრის სახით ჩაირიცხებოდა აღნიშნულ ბანკის ანგარიშზე. საგარანტიო წერილით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებამდე.
ფრანგულ ბანკიდან 1996 წლის 4 ოქტომბერს მიღებული ტელექსიდან ირკვევა, რომ ფოთის
პორტში ხორბალი მიღებულია 1996 წლის 3 ოქტომბერს, საგარანტიო წერილის ვადის გასვლის თარიღად კი დაფიქსირებულია 1996 წლის 2 დეკემბერი.
იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტროს კომერციულმა სამმართველომ დროულად ვერ დაფარა დავალიანება, ფრანგულმა ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩამოაჭრა ხორბლის ღირებულების ანგარიშში 5 819 730 აშშ დოლარი.
თავდაცვის სამინისტროს კომერციულ სამმართველოს მიერ აღნიშნული ხორბლის შემოტანის შემდეგ კომერციული სამმართველოს უფროსად დაინიშნა ა. ჯ-ი, რომელსაც პირთა ჯგუფთან ერთად ხორბლის და პურის ფქვილის განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 25 ივნისის განაჩენით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, მის მოადგილე ვ. ბ-ეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ჯ-ს კომერციული სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა ზარალის 1 187779 ლარის ანაზღაურება, ხოლო ვ. ბ-ეს 21 500 ლარის ანაზღაურება.
ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს კომერციულმა სამმართველომ ეროვნულ ბანკს მთლიანად ვერ აუნაზღაურა ხორბლის საფასურად მის მიერ გადახდილი თანხა, ეროვნულმა ბანკმა ვაკის რაიონის სასამართლოში შეიტანა სარჩელი თავდაცვის სამინისტროს კომერციულ სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს მიმართ გადაუხდელი ძირითადი თანხის 2 144 810 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული პრინციპების 170 197 დოლარის და ჯარიმის 2 236 426 დოლარის სულ 4551 434 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. ეროვნულმა ბანკმა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 1999 წლის 11 ნოემბერს შეტანილი შუამდგომლობაში აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მისი კომერციული სამმართველოს დავალიანებაზე სუბსიდიური პასუხისმგებელია, ვინაიდან კომერციის სამმართველო იყო თავდაცვის სამინისტროს სახაზინო საწარმო, რომ ამ საქმეში ჩართული უნდა იყოს ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც თავის თავზე აიღო თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული დავალიანების დაფარვა და გასცა საგარანტიო წერილი 3,5 მლნ ლარზე. მეორე შუამდგომლობით ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა სადაო თანხის სოლიდარულად ანაზღაურება კომერციულ სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროსაგან იმ დროისათვის მოქმედი "მეწარმეთა შესახებ" კანონის 2.3. და 3.4. მუხლების შესაბამისად. ამავე შუამდგომლობით ეროვნულმა ბანკმა 3.5 მლნ ლარზე საკითხი დასვა ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულ პასუხისმგებლობის შესახებ, ვინაიდან ფინანსთა სამინისტრომ გასცა 1998 წლის 18 მარტის წერილი ¹ 02-05/358 რომლითაც იკისრა პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროს ანგარიშიდან 3,5 მლნ ლარის გადარიცხვაზე.
თავდაცვის სამინისტრომ შეპასუხებაში სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ იგი არ არის კომერციის სამმართველოსა და ეროვნულ ბანკს შორის დადებული სადაო ხელშეკრულების მონაწილე მხარე, ამდენად, იგი არასათანადო მოპასუხეა. მოითხოვა ეროვნულ ბანკის მიერ მისთვის უკანონდ ჩამოჭრილი 832000 ლარის უკან დაბრუნება.
ფინანსთა სამინისტრომ შესაგებელში თავი არ ცნო მოპასუხედ და მიუთითა, რომ სადაო ხელშეკრულება მასთან არ ყოფილა შეთანხმებული, შესაბამისად მას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 18 მარტის ¹ 02-05/3.8 წერი-ლი არ წარმოადგენს გარანტიას და შესაბამისად, მის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს რაიმე ფინანსური ვალდებულება არ აუღია.
მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს კომერციულმა სამმართველომ შესაგებელში მიუთითა, რომ ეროვნულ ბანკის მიერ მისთვის საგარანტიო წერილის გაცემა მოხდა "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ამდენად, საგარანტიო წერილი უნდა ჩაითვალოს ბათილად. სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, რომ 25 000 ტ ხორბლის ღირებულებიდან დარჩენილი აქვს მხოლო 21 44 810 აშშ დოლარი, რასაც იგი არ უარყოფს. სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი საფუძვლიანად მიაჩნია და მოითხოვა ქონებრივი პასუხისმგებლობის მხოლოდ კომერციულ სამმართველოზე, როგორE ხელშეკრულების მონაწილე მხარეზე, დაკისრება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო 1999 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ვინიადან საქმე სამართლებრივი და ფაქტორბრივი თვალსაზრისით ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით, ჩათვალა, რომ განხილული უნდა ყოფილიყო კოლეგიალური შემადგენლობით და გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქმე და 2000 წლის 21 იანვრის განჩინებით დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ბანკის სარჩელი ძირითადი ვალის გადახდევინების ნაწილში. თავდაცვის სამინისტროს კომერციულ სამმართველოს დაეკისრა ეროვნული ბანკის სასარგებლოდ 21 44 810 დოლარის ექვივალენტური თანხების ლარებში გადახდა. ბათილად ცნო ეროვნული ბანკის მიერ 1996 წლის 26 აგვისტოს გაცემული გარანტია. ეროვნული ბანკის სასარჩელო მოთხოვნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა თავდაცვის სამინისტროს კომერციის სამმართველოს საგარანტიო წერილი მისცა "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე , 62-ე, 70-ე, 71-ე და სამოქალაქო კოდექსის 62-ე და 205-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით და შესაბამისად ჩათვალა ბათილად. უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოსარჩელის მიერ წაყენებული მოთხოვნა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტად და იგი შეიცავს გაყალბების ელემენტებს. ტექსტში ხელწერით ჩამატებულია ასოები, რომლებიც ცვლიან მის შინაარსს. არ გაიზიარა ეროვნული ბანკის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს კომერციის სამმართველოსადმი უნდა დაეკისროს სოლიდარული და სუბსიდიური პასუხისმგებლობა. ჩათვალა, რომ საქართველოს კანონის "მეწარმეთა შესახებ" ურთიერთობის წარმობის დროისათვის მოქმედი 2.3-ე და 3.4-ე მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდიურ პასუხისმგებლობაში იგულისხმებოდა სახელმწიფოს და არა კონკრეტული საწარმოს დამფუძნებელი ორგანოს პასუხისმგებლობა. ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანონის ეს ნორმები 1999 წლის 5 მარტიდან ძალადაკარუგლია და ამოღებულია მეწარმეთა შესახებ კანონიდან. მიიჩნია, რომ მოპასუხე კომერიციის სამმართველოს ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკი საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას როგორE კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის.
საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას არ გამოიყენა სადაო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი "მეწარმეთა შესახებ" კანონის 2.3 და 3.4 მუხლები რომლებიც იმავდროულად აფიქსირებენ სახელმწიფო ორგანოთა ქონებრივ პასუხისმგებლობას მათ მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოთა ვალდებულებებზე და კანონის ამ ნორმების შესაბამისად არ დააკისრა თავდაცვის სამინისტროს სუბსიდიური პასუხისმგებლობა. კასატორს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაE მისი აზრით გამოიხატა იმაში, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დიდწილად ეყრდნობა საქართველოს კანონს "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ", ეს იმ დროს, როცა დავა, კასატორის აზრით წმინდად საშინაო ხასიათისაა და არაფერი აქვს საერთო საერთაშორისო კერძო სამართალთან. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან იმსჯელა ეროვნული ბანკის მიერ გაცემული გარანტიის კანონიერებაზე. კასატორის აზრით საგარანტიო წერილზე დავა საერთოდ არ ყოფილა. თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტროს შესაგებელი რომელშიც დააყენა საბანკო გარანტიის ბათილობის საკითხი, წარმოადგენს შეგებებულ სარჩელს მასზე უნდა ემსჯელა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც სასამართლოს არ გაუკეთებია. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის მიაჩნია, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ორგანული კანონის "ეროვნული ბანკის შესახებ" 33-ე, 62-ე და 71-ე მუხლები, როდესაც ჩათვალა, რომ კანონის აღნიშნული მუხლების შესაბამისად ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა საბანკო გარანტიის გაცემის უფლება.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს კომერციის სამმართველოს უშუალო ქონებრივი პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 33-ე მუხლით. 1995 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" რომლის 2.3 და 3.4 მუხლების, 1999 წლის 5 მარ-ტამდე, ე. ი. სადაო ურთიერთობების წარმოშობის დროისათვის მოქმედი რედაქციით სახაზინო საწარმოები, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებდნენ თავისი განცალკევებული ქონებით. თუ კრედიტორი ვერ დააკმაყოფილებდა თავის მოთხოვნას საწარმოს ქონებიდან, მისი მოთხოვნები კმაყოფილდებოდა შესაბამისი სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმა "მეწარმეთა შესახებ" ამ კანონის 2.3 მუხლში გათვალისწინებულ საწარმოთათვის დაადგინა ქონებრივი პასუხისმგებლობა იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 33-ე მუხლისაგან განსხვავებული წესი. ვინაიდან იერარქიით ერთიდაიმავე დონის კანონების ნორმებს შორის კოლიზიისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული კანონის ნორმები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა და გამოყენებულ უნდა იქნას "მეწარმეთა შესახებ" კანონის ნორმები. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან 1999 წლის 5 მარტიდან "მეწარმეთა შესახებ" კანონიდან ეს ნორმები ამოღებულია, არ უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტული დავის გადასაწყვეტად. როგორE საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, სადაო ურთიერთობა წარმოიშვა "მეწარმეთა შესახებ" კანონის აღნიშნული ნორმების მოქმედების პერიოდში, ხოლო საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონშიEცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" უკუქცევითი ძალა არ გააჩნია. იგი არ შეიძლება გავრცელდეს მანამდე წარმოშობილ და არსებულ ურთიერთობებზე. ის გარემოება, რომ მოპასუხე კომერციის სამმართველო, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი დაფუძნებულია არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ ამ სამინისტროს მატერიალური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ, საკასაციო სასამართლოს აზრით, არ ცვლის მის იურიდიულ სტატუსს, ვინაიდან მატერიალური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფს და მის ნაწილს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე კომერციის სამმართველო
წარმოადგენდა "მეწარმეთა შესახებ" კანონის 1999 წლის 5 მარტამდე მოქმედი 2.3 მუხლით გათვაისწინებულ საწარმოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად განმარტა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის ნორმები, როდესაც ჩათვალა, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციის სამმართველოსათვის საგარანტიო ნაწილის გაცემისას დაარღვია აღნიშნული კანონის ნორმები.
საკასაციო სასამართლოს აზრით ეროვნული ბანკის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელებული ქმედება ეწინააღმდეგება "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის 71- ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად მართებულად მიაჩნია ეროვნული ბანკის მიერ 1996 წლის 26 აგვისტოს თარიღით გაცემული გარანტიის ბათილად Eნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოარკვია მოპასუხის, კომერციის სამმართველოს, ამჟამინდელი სტატუსი (ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა). საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონის "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონშიEცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობახე" შესაბამისად "მეწარმეთა შესახებ" კანონს დაემატა მუხლი ¹ 70 "სახაზინო საწარმოების რეორგანიზაცია", რომლის თანახმადაც სახელმწიფო ორგანოები ვალდებული იყვნენ 1999 წლის 1 სექტემბრამდე ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით მოეხდინათ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად ან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს კომერციის სამმართველო 1999 წლის 1 სექტემბრამდე უნდა გარდაქმნილიყო ან უნდა მომხდარიყო მისი ლიკვიდაცია.
ვინაიდან მოცემულ საქმეში კომერციის სამმართველო არის ძირითადი მოპასუხე, მისი იურიდიული სტატუსის და ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, კომერციის სამმართველო Eნობს ძირითადი თანხის 2144 810, 04 აშშ დოლარის დავალიანების არსებობას ეროვნული ბანკის მიმართ, რომელიც მას დაკისრებული აქვს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს კომერციის სამმართველოს იურიდიული სტატუსის დადგენისათვის საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებების შეკრება და გამოკვლევა, რის შემდეგაც უნდა განისაზღვროს თავდაცვის სამინისტროს ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული და საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 393-ე და 412-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმებულ იქნას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 იანვრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და
საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.