¹ 3გად-110კ 9 ოქტომბერი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ბ. მეტრეველი, ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის თანახმად განიხილა ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ქ. ქუთაისის საკრებულოს 2000 წლის 1 მარტის ¹ 75 დადგენილების საფუძველზე საკრებულოში ჩატარდა ფარული კენჭისყრა საკრებულოს მდივნისა და კომისიის თავმჯდომარცების თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით საკრებულოს ¹ 76, ¹ 77 და ¹ 79 დადგენილებით თანამდებობიდან იქნენ გადაყენებული საკრებულოს მდივანი კახაბერ ჩ.-ი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე - ა. ა.-ე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მ. ჭ.-ი.
ქუთაისის საკრებულოს აღნიშნული დადგენილებები უკანონოდ მიიჩნიეს თანამდებობიდან გადაყენებულმა კ. ჩ.-მ, ა. ა.-ემ და მ. ჭ.-მა და აღძრეს სარჩელი სასამართლოში მათი ბათილად Eნობის შესახებ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ქუთაისის საკრებულომ გასაჩივრებული დადგენილების მიღების დროს დაარღვია პრიცედურული და სამართლებრივი საკითხები, კერძოდ დადგენილე-ბების გამოტანილია საკრებულოს დროებითი დებულების უხეში დარღვევით. სხდომის დღის წესრიგში არ იყო აღნიშნული საკითხის განხილვა. დარღვეულია აგრეთვე ინიცირების წესით წინადადებების, გადაწყვეტილებათა პროექტების წარდგენისა და საკრებულოს კომისიებში წინასწარი განხილვის წესი. სხდომის დღის წესრიგში არ იყო გათვალისწინებული აღნიშნული საკითხის განხილვა. მოსარჩელეებს არ მისEემიათ საშუალება მათი გადაყენების საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმისა.
მოპასუხე ქუთაისის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული პროცედურული დარღვევები ვერ გახდება საკრებუ-ლოს სადაო დადგენილებების ბათილად Eნობის საფუძველი, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტის მიხედვით სამართლებრივი აქტის ბათილად Eნობის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამ აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, არსებითად კი ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომლის არარსებო-ბის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოპასუხის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში ექნებოდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მიერ მითითებულ დარღვევებს საკრებულო მაინE იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა სქამე და 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა; ბათილად ცნო ქ. ქუთაისის საკრებულოს გასაჩივრებული დადგენილებები; დაავალა ქუთაისის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონის შესაბამისად იმსჯელოს ახალი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მიღებისას ქუთაისის საკრებულოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება საკრებულოს მდივნის კ. ჩ.-ის, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ა. ა.-ის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მ. ჭ.-ის გადაყენებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა და არ ყოფილა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გამოტანისათვის აუცილებელი პროცედურა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო სამართლებრივი აქტები საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამორკვევისა და შეფასების გარეშეა მიღებული ქუთაისის საკრებულოს მიერ.
მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება იმის შესახებ, რომ საკრებულოს მდივნის კ. ჩ.-ის გადაყენების ძირითადი მოტივი იყო მის მიერ საკრებულოს 1999 წლის 12 თებერვლის ¹ 4 დადგენილებით შეუსრულებლობა, რომლითაც ამტკიცდა საკრებულოს რეგლამენტის შემმუშავებელი დროებითი მუშა ჯგუფი საკრებულოს 10 წევრის შემადგენლობით და ჯგუფის თავმჯდომარეობა დაცვალა კ. ჩ.-ს არ მიიჩნია საკმარის საფუძვლად კ. ჩ.-ის საკრებულოს მდივნის თანამდებობიდან გადაყენებისათვის. ამდენად, სასამართლო არ დაეთანხმა ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენელთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრებუ-ლოს მდივნის კ. ჩ.-ის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მოტივირებული, სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ანალოგიურად დაუსაბუთე-ბელი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშეა მიღებული დადგენილებები საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მ. ჭ.-ის და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ა.ა.-ის გადაყენების შესახებ. მიუთითა, რომ საკრებულომ ისე მიიღო დადგენილება სარე-ვიზიო კომისიის თავმჯომარის გადაყენების შესახებ, რომ არ უმსჯელია "ადგილობ-რივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი მოთხოვნა არ შეასრულა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რა ფაქტები და გარემოებები არსებობს მის მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შესახებ. მხედველობაში მიიღო ის გარემოება რომ ა. ა.-ე საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა და მის გარეშე იქნა საკითხი განხილული. პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, ასევე არ არსებობს არანაირი არგუმენტები და კონკრეტული მოტივი, რითა დასაბუთებული იქნებოდა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მ. ჭ.-ის გადაყენება.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მომზადება იმის შესახებ, რომ თუნდაE დარღვეული ყოფილიყო ადმინისტრაციულ სამართლებრვი აქტის ანუ საკრებულოს სადაო დადგენილებების მომზადება და გამოცემის პროცედურა, იგი არსებით დარღვევად არ ჩაითვლება, რადგან მისი არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული იმის გამო, რომ საკრებულოს წევრთა იგივე რაოდენობა მიცემდა მოსარჩელეთა თანამდებობიდან გადაყენების ხმას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის საკრებულოს გასაჩივრებული დადგენილებები არ შეესაბამება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ინდივიდუალურ სამართლებრვი აქტი მიიღება ნორმატიული აქტის საფუძველზე, მის მიერ დადგენილ ფარგლებში და ამიტომ სადაო აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რის შესასრულებლად გამოიტანა იგი. ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ პუნქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის საკრებულომ და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად: ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაიული სამრათლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, როგორE კანონის დარღვევით გამოტანილი და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეთათვის სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს კასატორი აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე:
მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით, კერძოდ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიE უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიE არ უნდა გამოეყენებინა. მიუთითებს, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორად აღნიშნა, რომ გასაჩივრებული დადგენილებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტის შესაბამისად. რადგან იგი არის ინდივიდუალური აქტი. ამავე დროს, სასამართლომ ჩათვალა, ისინი ზოგადი ადმინისტრაიული კოდექსის 53-ე მუხლის დარღვევით გამოტანილად, თუმEა აღნიშნული მუხლი, კასატორის აზრით, შეხება ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, რომელთა განმარტება ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "გ" პუნქტშია მიცემული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, არასწორად იქნა გამოყენებული 53-ე მუხლი და ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკრებულომ გასაჩივრებული დადგენილებები დააფუძნა იმ გარემოე-ბებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიE არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მიუთითებს, რომ საკრებულოს სხდომის ოქმში და აუდიო ფირზე სრულად არის დაფიქსირებული მოსარჩელეთა თანამდებობიდან გადაყენების აქტის დასაბუთებულობა და სათანადო შეფასება აქვს მიცემული მათ მიერ განვლილ მუშაობას, რასაE კასატორის აზრით, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არ მიცეა სათანადო შეფასება. სასამართლოს მიერ ქუთაისის საკრებულოს დროებითი დებულებას, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ და შესაბამისად იურიდიული ძალის არ მქონედ მიჩნევას, კასატორი მიიჩნევს საფუძვლიანად და თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმარ-თველობისა და მმართველობის შესახებ, რითაც ხელმძღვანელობდა ქუთაისის საკრებულო. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული კანონი, რაE გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. საკრებულოს დადგენილების გაუქმები-სა და ბათილად ცნობის საფუძვლები ამომწურავად არის ჩამოთვლილი ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილში. მოსარჩელეები კონკრეტულ შემთხვევაში მიუთითებენ საკრებულოს დადგენილებათა მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე. კასატორი მიუთითებს, რომ ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაჩიული სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ითვლება ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორს მიაჩნია, რომ სადაო საკითხზე საკრებულო სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებედა, ვინაიდან საკრებულომ კონკრეტულ საკითხზე დადგენილებები მიიღო ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეები წარმოადგენენ არჩევითი ორგანოს წევრებს, მათი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ვერ დარეგულირდება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით სასამართლოს უნდა ეხელმძღვანე-ლა "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, რომლის მოთხოვნები ქუთაისის საკრებულოს მიერ სრულად იქნა დაცული და სამართლიანად რეალიზებული, მოსარჩელეთა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ დადგენილებების მიღებისას.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილ-ველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს აზრით, საქმის განხილვისას დარღვეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი ადმინისტარEიულ საქმეთა განსჯადობა. მე-5 მუხლის შესაბამისად, სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები გარდა ამ კოდექსის მე-6 მულით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის "გ" პუნქტის შესაბამისად, საოლქო სა-სამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია "ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, სოხუმის, ბათუმის და ფოთის საკრებულოებისა და მერიების (მერების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე". როგორვ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამრთლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რასაცEიზიარებს საკასაციო სასამართლოც, სადაო აქტები არის არა ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, არამედ ადმინისტრაციული აქტები. შესაბამისად, სარჩელი მათ კანონიერების საფუძველზე არის პირველი ინსტანციით არა საოლქო სასამართლოს, არამედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინის-ტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ საქმის განხილვისას უნდა იმსჯელოს განსჯადობის საკითხზე და კანონის ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით გადაწყვეტის საკითხი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საკრებულოს 1998 წლის 29 დეკემბრის ¹ 18 გა-დაწყვეტილებით დამტკიცებული ქუთაისის საკრებულოს დროებითი დებულებას "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 51-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდი-ნარე არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ეხელმძღვანელა "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ნორმებით. პირველ რიგში უნდა გამოერკვია აღნიშნული კა ნონის ნორმათა დაცვით მოხდა თუ არა ქუთაისის საკრებულოს მიერ სადაო დადგენილებების მიღება. მხოლოდ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის შემდეგ შეეძლო ემსჯელა სასამართლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასაკმარისად არის დასაბუთებული ის გარემოება, რომ სადაო სამართლებრივი აქ-ტები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშეა მიღებული. საქმეში არსებული 01.03. და 02.03.2000 წლის სხდომის საოქმო ჩანაწერიდან დგინდება, რომ გასაჩივრებული დადგენილებების მიღებისას ქუთაისის საკრებულოს ამ საკითხებზე საკაოდ მწვავე და ამომწურავი მსჯელობა ჰქონდა და შესაბამისი შეფასებებიE გამოთქვა, ხოლო საკითხის შეფასება და გადაწყვეტა თუ როგორ ასრულებდნენ გასაჩივრებული დადგენილებით თანამდებობიდან გადაყენებული პირები თავის სამსახურებრივ მოვალეობას, საკასაციო სასამართლოს აზრით, თვითონ საკრებულოს გადასაწყვეტია.
საკასაციო სასამართლო გაამახვილებს მხარეთა ყურადღებას იმ გარემოება-ზე, რომ მოსარჩელეებმა არ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას და არE კასატორი სადაოდ არ გახადეს საკრებულოს მიერ სადაო საკითხებზე შემდგარი კენჭისყრების შედეგების რეალობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუ-თაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკ-მაოდ დასაბუთებული. საქმეში არსებული მტეკიცებულებები არასრულად არის გამოკვლეული და შესაბამისად რიგ შემთხვევებში არასწორი იურიდიული შეფასებები აქვს მიცემული.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არასწორად განმარტა ნორმატიული აქტების ნორმები, რის გამოE არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" პუნქტით და 394-ე მუხლის "ე" პუნქტით დადგენილი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონის ნორმათა დარღვევით გამოტანილად ჩათვლის საფუძველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმებულ იქნას ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 15 მაისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.