Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹3გ\ად-1 24 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მსაჯულები: გ. ოგანოვი, ზ. მინდაძე

მოსარჩელის _ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ი. გ-ის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულის ა. ბ-ისა და წარმომადგენლის ქ. ჭ-ის,

მოპასუხის _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ე. გ-ისა და ბ. ა-ის მონაწილეობით განიხილა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ი. გ-ის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულის ა. ბ-ის საჩივარი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 17 თებერვლის ¹07/2000 სხდომის ოქმის დღის წესრიგის მეოთხე საკითხის დადგენილებითი ნაწილის გაუქმების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმდინარე წლის 17 თებერვალს უარი უთხრა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ი. გ-ის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს მხარდამჭერთა სიების შესაგროვებლად ბლანკების გაცემაზე. უარის თქმის საფუძვლად მიჩნეულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მესამე პუნქტისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ, საქართველოს შსს ოფიციალური ცნობის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ი. გ-ე 1995 წლიდან იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლის» მიერ საქართველოს სახელმწიფო მეთაურზე, ე. შ-ეზე 1995 წლის 29 აგვისტოს განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზებისათვის და ამ პერიოდში, მათ შორის უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მას საქართველოში არ უცხოვრია. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ ი. გ-ე უცხოეთში მოქმედ საქართველოს არEერთ საკონსულოში არ დგას აღრიცხვაზე.

მოსარჩელის წარმომადგენლის ქ. ჭ-ის აზრით, თქმა იმისა, რომ ი. გ-ე რეგისტრაციის ადგილზე არ ცხოვრობს, არ ნიშნავს იმას, რომ ის საქართველოში არ ცხოვრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო ორგანოები წარმოადგენდნენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდებოდა მისი სხვა ქვეყანაში, თუნდაც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარევნო კომისიამ ¹07/2000 ოქმის საფუძველზე ფაქტიურად უარი უთხრა ი. გ-ეს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტარციაზე, ვინაიდან მხარდამჭერთა სიების შესაგროვებლად ბლანკების გაუცემლობით სინამდვილეში მას მოუსპო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის შესაძლებლობა.

მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას. მოპასუხის _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ე. გ-ის განმარტებით, საქართვლეოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2000 წლის 17 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ი. გ-ის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად ბლანკების გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი, ფაქტიურად პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი, რადგან მხარდამჭერთა ხელმოწერების შეუგროვებლად ი. გ-ე პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ იქნება რეგისტრირებული.

მოპასუხის წარმომადგენლის აზრით, ი. გ-ის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დაზუსტებით არEიციან მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, რადგან ცსკ-ში წარდგენილ განცხადებაში მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ....... მე-...... მ/რ, მე-3 კვ. 34 კ. ბ. 43, ხოლო ქ. თბილისის ცნობათა ბიუროდან მიღებული ინფორმაციით, ი. გ-ემ 1995 წლის 20 ოქტომბერს რეგისტრაცია გაიარა ქ. თბილისში, ....... ქ. ¹2-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. ასევე, არ ემთხვევა ერთმანეთს პირადობის მოწმობის ნომრები. განცხადებაში მითითებულია: ¹01024000908, ¹0005225, ქ. თბილისის ცნობათა ბიუროდან მიღებულ ცნობაში კი ¹01024000908, გ 0002737.

მოპასუხის წარმომადგენელი თვლის, რომ ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის მიერ ი. გ-ეზე 1993 წელს გაცემული ბინის ორდერი (ქ. თბილისში, ...... , მე-.... მ/რ, მე-3 კვ. 34 კ., ბ. 43) და ქ. თბილისის ცნობათა ბიუროს მომართვა, რომ იგი 1995 წელს რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...... ქ. ¹2, არ წარმოადგენს დასტურს იმისას, რომ იგი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში.

მოპასუხის წარმომადგენელი არ ცნობს სარჩელს.

განიხილა რა სასარჩელო განცხადების მოტივები, საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში და არE ერთ ქვეყანაში არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე». ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნების დანიშვნის დღეს უნდა Eხოვრობდეს საქართველოში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თებერვლის წერილით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ი. გ-ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სახელმწიფოს მეთაურზე, ე. შ-ეზე 1995 წლის 29 აგვისტოს განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზებისათვის, და ამ დროიდან იძებნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლის» მიერ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მას საქართველოში არ უცხოვრია, მისი ყოფნა არ დაფიქსირებულა არც ქ. თბილისში, (მათ შორის ზემოთ დასახელებულ მისამართებზე), არც საერთოდ საქართველოში. ი. გ-ე წლების განმავლობაში თავს აფარებდა რუსეთის ფედერაციას.

მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ამ ადგილებში მისი ცხოვრების ფაქტს დაადასტურებდა.

რაც შეეხება მოწმეთა: ზ. ჯ-ის, რ. ბ-ას, დ. ც-ისა და სხვათა ჩვენებებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ 1999 წლის აგვისტოს თვეში შეხვდნენ მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფ ი. გ-ეს, სასამართლო ამ უკანასკნელის საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტად ვერ მიიჩნევს, რადგან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს», მისი საქართველოში ცხოვრების ფაქტს კი ცალსახად უარყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სასამართლო იზიარებს ორივე მხარის მოსაზრებას და თვლის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2000 წლის 17 თებერვლის სხდომაზე, არ გასცა რა ი. გ-ის საინიციატივო ჯგუფის წევრებზე მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად საჭირო ბლანკები, ფაქტიურად უარი უთხრა ი. გ-ეს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ამდენად, იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე მუხლებითა და „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეხუთე პუნქტით, სასამართლომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 17 თებერვლის ¹07/2000 ოქმი ჩაითვალოს ი. გ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ ადმინისტრაციულ აქტად და დარჩეს ძალაში.

2. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უარი ეთქვას მხარდამჭერთა შესაგროვებლად ბლანკების გაცემაზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.