გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ\ად-1-გ 03 მაისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ნ. კლარჯეიშვილი
განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ და თბილისის საოლქო სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავა მესამე პირის, ნ. ს-ის განცხადების გამო, რომლითაცE იგი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 28 ივ-ლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად Eცნობას.
საკასაციო პალატამ გამოარკვია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ნ. დ-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე 1999 წლის 28 ივლისს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქმე ხელახლა განსახილველად გადასცა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაE ნ. დ-ს სასარჩელო განცხადება არსებითად განიხილა და 1999 წლის 12 დეკემბერს მიიღო საბო-ლოო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმი-ნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო სამართლის საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირის, ნ. ს-ის განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად Eცნობის შესახებ, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების ბათილად Eცნობის შესახებ განცხადების დასაშვეობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს იმავე სასამართლომ.
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე და 285-ე მუხლებით, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ის განEხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად Eცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
2. გაუქმდეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.