Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

¹3გ-/ად-2 28 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაEიულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილი

მსაჯულები შ. მამფორია, ა. მთიულიშვილი

მოსარჩელე _ საქართველოს ...... კავშირის თავმჯდომარის ა. მ-ის, წარმომადგენლების ქ. ს-ის, უ. ბ-ის,

მოპასუხე _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ე. გ-ისა და ლ. ბ-ის მონაწილეობით განიხილა მოსარჩელის, საქართველოს ...... კავშირის თავმჯდომარის ა. მ-ის, სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, კომისიის 2000 წლის 22 თებერვლის სხდომის (ოქმი ¹8/2000) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ე. ჯ-ისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერის შესაგროვებელი ბლანკების გაცემის თაობაზე. სასამართლომ მოისმინა მოსამართლე ნ. კლარჯეიშვილის მოხსენება და მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებანი, შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს ...... კავშირმა (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 1998 წლის 20 თებერვალს, მოწმობა ¹......) მიმდინარე წლის 19 თებერვალს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა ბატონი ე. ჯ-ი. 22 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) სხდომაზე, საქართველოს შ.ს. სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მონაცემთა საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა ე. ჯ-ის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად ბლანკების გაცემაზე.

მოსარჩელეს, საქართველოს ....... კავშირს, ცსკ-ას სხდომის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნია და ითხოვს მის გაუქმებას შემდეგი მოტივებით:

1. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონი არ ითვალისწინებს პრეზიდენტობის კანდიდატისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებელი ბლანკების გაცემაზე უარს. ცსკ-ამ აღნიშნული ბლანკების გაცემაზე უარით ფაქტობრივად ნაჩქარევი უარი განაცხადა ე. ჯ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, რისი უფლებაც მას ორგანული კანონის მე-16 მუხლის I პუნქტით, მხოლოდ არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა _ 10 მარტს _ ჰქონდა;

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წერილებზე დაყრდნობით კანდიდატ ე. ჯ-ისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების ბლანკების გაცემაზე უარი უმართებულოა, რადგან საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას საბჭოთა პასპორტები აქვთ, მოქალაქის პირადობის მოწმობები არ აუღიათ და არც რეგისტრაციაში გატარებულან, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ე. ჯ-ი მონაწილეობდა 1999 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში, რაშიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს მისთვის ხელი არ შეუშლია. მაშინაც და დღესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ე. ჯ-ი საქართველოს მოქალაქეა;

3. უსაფუძვლოა ცსკ-ის შემდეგი მოტივი _ ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე კანდიდატის არყოფნა, ვინაიდან ე. ჯ-ს თბილისში აქვს ბინა, იგი ცხოვრობს ...... ¹39, ბინა 45-ში. ამასთან, მისი ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში და შვილებიEაქ არიან დაბადებულნი (ს.ფ. 37-39).

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და ცსკ-ის სხდომის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ცნობებით (ს.ფ. 30-31) კანდიდატი ე. ჯ-ი ბოლო 2 წლის განმავლობაში არ არის რეგისტრირებული არ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო განყოფილებაში და არ უცხოეთში მოქმედ საქართველოს საკონსულოში, მასზე არც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაცემულა, არც ეროვნული პასპორტი ე. ი. კანდიდატი ე. ჯ-ი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-15 მუხლის I პუნქტის მოთხოვნებს;

2. ვინაიდან ე. ჯ-ი არ არის რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქედ, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის უქონლობა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და საკუთრების შეზღუდვის საფუძველი, გარდა საარჩევნო უფლებისა;

3. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის წევრობის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათში ე. ჯ-ის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრის გრაფაში შესაბამისად მითითებულია ბ-0099812 და ¹01007006822, ნომრები, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია რეგისტრაციის უცხოური (არაქართული) ნომრები: პირადი V-СБ პირადობის მოწმობა 682716, რაც ე. ჯ-ის საქართველოს მოქალაქეობას საეჭვოს ხდის;

4. გლობალური საინფორმაციო ფურცლის ინფორმაცია (ს.ფ. 28) ე. ჯ-ის რუსეთში პოლიტიკური მოღვაწეობის თაობაზე დადასტურდა რუსეთის ფედერაციის ცსკ-ის მიერ გადმოცემული ინფორმაციით (ს.ფ. 26 ), რომლის მი-ხედვითაც 1999 წლის 3 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო ბლოკ «Сталинский блок за СССР" 203-წევრიანი ფედერალური სია, რომელშიც კანდიდატი ე. ჯ-ი მესამე ნომრად იყო შეყვანილი და საცხოვრებელ ადგილად ქ. მოსკოვი ჰქონდა მითითებული. რუსეთის ცსკ-დან მიღებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ე. ჯ-ი არის არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი რუსეთის სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა;

5. ვინაიდან ე. ჯ-ის შესახებ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ცსკ-ია 2000 წლის 20 თებერვლისათვის უკვე ფლობდა, რაც საკმარისი საფუძველი იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმისა, ცსკ-ამ ე. ჯ-ს კანონიერად არ მისცა მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებელი ბლანკები, რითაც ფაქტობრივად სამართლიანად უთხრა უარი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და ცსკ-ს 2000 წლის 22 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოპასუხე სწორად მიუთითებს პრეზიდენტობის კანდიდატ ე. ჯ-ის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-15 მუხლის I პუნქტის დარღვევებზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე». „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ" საქართ-ველოს კანონის მე-12 მუხლით: „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს საქართველოს მოქალაქეობას და მის ვინაობას». რადგან კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის _ ოფიციალური ცნობებით პრეზიდენტობის კანდიდატი ე. ჯ-ი რეგისტრირებული არ არის საქართველოს საპასპორტო განყოფილებებში, არც საკონსულო სამსახურში, მასზე არც პირადობის მოწმობა და არც ეროვნული პასპორტი გაცემულა, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მას არა აქვს არათუ საქართველოს პრეზიდენტად არჩევის (პასიური საარჩევნო), არამედ არჩევნებში საერთოდ მონაწილეობის (აქტიური საარჩევნო) უფლებაც.

მოსარჩელის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საქართველოს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეობის საკითხს ხელი არ შეუშლია ე. ჯ-ისათვის, რომ მაშინაც და ახლაც იგი საქართველოს მოქალაქეა, რუსეთის სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობისათვის კი მხოლოდ მიიწვიეს, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა არჩევნების შესახებ» 1995 წლის რუსეთის ფედერალური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (ისევე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს ანალოგიურ კანონში და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში), რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. შესაბამისად, ე. ჯ-ი თუ არ იქნებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, იგი სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათში ე. ჯ-ს მითითებული აქვს პირადობის მოწმობის უცხოური ნომრები: პირადი V- СБ პირადობის მოწმობა 682716, ნაცვლად საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა, რომელიც მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ე. ჯ-ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ფაქტი, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» ორგანული კანონის I მუხლის უხეში დარღვევაა, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას: „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფს მოქალაქე».

საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცსკ-ას ჰქონდა საკმარისი, უტყუარი საფუძვლები ე. ჯ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმისა, რაც ფაქტობრივად განახორციელა მხარდამჭერთა ხელმოწერების ბლანკების გაცემაზე უარით. ამგვარი უარი დაშვებულია „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის მიხედვითაც: „კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ ..... არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცსკ-ას, რის შემდეგაE მას უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები». ცსკ-ამ კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის ზემოაღნიშნულ აბსოლუტურ საფუძვლებზე დაყრდნობით, ამ პუნქტის შესაბამისად, უფლება აღარ მისცა კანდიდატ ე. ჯ-ს მხარდამჭერთა სიების შეგროვებისა. სასამართლო თვლის, რომ ცსკ-ას მოქმედება კანონიერია და 2000 წლის 22 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 22 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ ე. ჯ-ის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ, ჩაითვალოს ადმინისტრაციულ აქტად და დარჩეს ძალაში;

2. უარი ეთქვას საქართველოს ...... კავშირს სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

4. გადაწყვეტილების ასლები მხარეებს ჩაბარდეთ დადგენილი წესით.