Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-2-კ 08 მაისი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე, ბ. მეტრეველი

შეამოწმა ნ. და ს. გ-ის განEხადების დასაშვებობა საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 13 მარტის განჩინების ბათილად Eცნობის თაობაზე, რომლითაც ნ. და ს. გ-ებს უარი ეთქვათ საკა-საციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 6 დეკემბრის განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაცE არსებობს გადაწყვეტილების ბათილად Eცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები, რომლებსაცE ზუსტად განსაზღვრავს ამავე კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლები.

წარმოდგენილი განცხადება ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, რასაცE საკასაცო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ამ ნორმის თანახმად: "კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და-ინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს Eცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში". მართალია, თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა არ ესწრებოდა საქმის სასამართლო განხილვას, მაგრამ იგი, როგორცE მოპასუხე, ჩართული იყო საქმეში და მთავარ სხდომაზე დასასწრებად მოწვეული იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. საყურადღებოა ისიც, რომ თავად თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ამ ფაქტს სადაოდ არ ხდის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული და სახელმწიფო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას და იგი, როგორცE პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა საქმის განხილვის დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV თავში გათვალისწინებული თავისებურებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და ს. გ-ების განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 13 მარტის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.